დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის #34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6 |
დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 09/03/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.153.016355 |
|
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №34 დადგენილებით (სსმ, 22/12/2016 წელი; 019002020.35.153.016348) დამტკიცებულ დანართში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
გ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 7. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები 8,574.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
დ) მე-8 მუხლი და მე-8 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4,368.2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4,666.7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ე) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 9. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
თავი II მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები ვ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 17. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები