დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის #34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 13 |
დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/06/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.153.016362 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №
34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №
34 დადგენილებით (სსმ, 22/12/2016 წელი; 019002020.35.153.016348) დამტკიცებულ დანართში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“; ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“; გ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 8,735.1 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“; დ) მე-8 მუხლი და მე-8 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6,310.5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
ა) განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6,609.0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“; ე) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“; ვ) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის 2.2.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.2.1 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლუატაცია რეაბილიტირებულ გზებზე, მუნიციპალიტეტის იერსახის შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დეკორატიული მინათებების მოწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლების გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელ.ენერგიის ხარჯის დაფინანსება. 2017 წელს დაგეგმილია გარე განათების ქსელის მოწყობა სოფლებში: ქსოვრისი, აღდგომლიანთკარი, ახალუბანი, ნაფეტვრები, ნიჩბისი, ძალისი, ლისი, პატარა ქანდა, ახალსოფელი.“; ზ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“; |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები