დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის #34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1 |
დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 13/01/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/01/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.153.016350 |
|
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საფუძველზე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს: |
მუხლი 1 |
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №34 დადგენილებაში (სსმ, 22/12/2016 წელი; 019002020.35.153.016348) შევიდეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“; ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“; გ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები 8 773,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“; დ) მე-8 მუხლი და მე-8 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2 801,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3 100,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“; ე) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; ვ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -2 170,5 ათასი ლარის ოდენობით.“; ზ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -2 381,8 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 2 381,8 ათასი ლარის ოდენობით.“; თ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 12. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -211,3 ათასი ლარის ოდენობით. მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები ი) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის 2,1; 2,2,3; 2,2,4; 2,2,6; 2,2,7 და 2,5,3 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა, სკვერების, მოედნების და საცხოვრებელი უბნების, ეზოების კეთილმოწყობის ღონისძიებები, დასუფთავების ღონისძიებები, საკანალიზაციო სისტემების და სანიაღვრე არხების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, მრავალსართულიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი/მეორე მნიშვნელობის გზების, საყრდენი კედლების, ხიდების და ბოგირების მშენებლობა-რეაბილიტაცია. 2017 წელს დაიგეგმა სოფ. წეროვნის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში ასფალტიანი გზის მოწყობა; წეროვნის საბავშვო ბაღთან გზის მიყვანა; გზებზე ვიდეოსამეთვალყურეო კამერების დამონტაჟება სოფლებში: საგურამო, წეროვანი, ნატახტარი, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას. 2017 წელს დასრულდება კევლიანის ბოგირის და გზების რეაბილიტაცია სოფლებში: მუხდაგვერდი, გალავანი, წინამძღვრიანთკარი, ვაზიანი; 2.2.3 წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლების დაქსელვა და არსებული წყლის რეზერვუარების გაწმენდა-შეკეთება, დეზინფექცია და რეაბილიტაცია; სოფლის მოსახლეობისთვის სასმელი წყალის მიწოდება, არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა; სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა, მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მაგისტრალებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესრულება და გამრიცხველიანება, მოხმარებული და გახარჯული სასმელი წყლის გადასახადის ამოღება სემეკის მიერ დამტკიცებული ტარიფის მიხედვით. ქვეპროგრამის ფარგლებში გაგრძელდება წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლებში: გალავანი, საგურამო, ვაზიანი, წეროვანი, ერედა, ახალდაბა, აღდგომლიანთკარი, ქსოვრისი, ნიჩბისი, ზაქარო, სასხორი, ძალისი, ბიწმენდი, ჭილაანთკარი, ჩარდახი, ახალსოფელი. 2017 წელს დაგეგმილია სოფ. მუხრანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია; სოფ. ბიწმენდში უბნების სასმელი წყლის შიდა დაქსელვის სამუშაოები; სოფ. წილკანში სასმელი წყლის ორი ჭაბურღილის მოწყობა. 2.2.4 გაზგაყვანილობის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დასრულდება გალავანში სპორტდარბაზის, ადმინისტრაციული შენობის და სოფ. ქსოვრისის ამბულატორიის გაზიფიცირება; 2.2.6 მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია და მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 06) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მრავლად არის შენობა-ნაგებობები და სხვადასხვა ობიექტები, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოიყენება მუნიციპალიტეტის საჭიროებებისათვის და შესაძლოა განხორციელდეს მათი ეტაპობრივი პრივატიზაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათი არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და უცხო პირთა ხელყოფისაგან დაცვის მიზნით. 2017 წელს დასრულდება საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია სოფლებში: წილკანი, წეროვანი, ქსანი, ნატახტარი, ლისი, მუხრანი; 2.2.7 სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხების მოწყობა, კოლექტორების და მილგაყვანილობის რეაბილიტაცია ჩამდინარე წყლის (წვიმის ან სხვა სახის ჩამდინარე წყლის) წარმოშობის ადგილიდან ზედაპირული წყლების ადგილამდე გასატანად. ქვეპროგრამის ფარგლებში დასრულდება სოფ. წილკანში და წეროვანში (დევნილთა დასახლებაში) სანიაღვრე სისტემის მოწყობის რეგიონული ინფრაპროექტები (თანადაფინანსებით) . 2.5.3 სკვერების, სტადიონების, ძეგლების და მემორიალების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 05 05) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სკვერების, სტადიონების, ძეგლების და მემორიალების მოწყობა-რეაბილიტაცია; მიმდინარე წელს დასრულდება მინისტადიონის მოწყობა სოფ. მუხრანში, სოფ. საგურამოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომში ცხინვალთან გმირულად დაღუპული მებრძოლის ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალის მოწყობა.“; კ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები