დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის #34 დადგენილებაში და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 14 |
დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 19/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.153.016386 |
|
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №34 დადგენილებაში და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის და „2017 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების დროებითი ბიუჯეტების შედგენის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 ოქტომბრის №471 დადგენილების საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №34 დადგენილებაში (სსმ, 22/12/2016, 019002020.35.153.016348) და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №20 დადგენილებაში (სსმ, 30/12/2016, 190020020.35.175.016133) და დადგენილებების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
თავი I
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 2.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 3.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 21,335.0 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარებში
|
მუხლი 4.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 9,300.0 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარებში
|
მუხლი 5.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 9,472.0 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარებში
|
მუხლი 6.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2,563.0 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარებში
|
მუხლი 7.
მცხეთის უნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 13,916.9 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 8.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 12,716.2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ათას ლარებში
ა) განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 13,216.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ბ) განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 500.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
|
მუხლი 9.
მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 10.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -5,298.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -5,616.9 ათასი ლარის ოდენობით.
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 5,616.9 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -318.9 ათასი ლარის ოდენობით.
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 318.9 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 100,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების შესაბამისად.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
|
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 375,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა)„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 190,5 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 184,5 ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
|
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
1. თავდაცვა და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით მცხეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევის და მათი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 01) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მცხეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა -შენახვა, დასუფთავების ღონისძიებები, სკვერების, მოედნების, საკანალიზაციო და წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, მრავალსართულიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია, მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია და მშენებლობა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი/მეორე მნიშვნელობის გზების, საყრდენი კედლების, ხიდების და ბოგირების მშენებლობა-რეაბილიტაცია. 2017 წელს დასრულდება კევლიანის ბოგირის რეაბილიტაცია. დაგეგმილია მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გზებზე ვიდეო სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟება სოფლებში: საგურამო, წეროვანი, ნატახტარი; გზების მოხრეშვა სოფლებში: მუხათგვერდი, ხოდაბუნები, აღდგომლიანთკარი, ვაზიანი, საგურამო, ქსოვრისი, არაშენდა, ლისი, ნაფეტვრები, ძეგვი, ფრეზეთი. განხორციელდება გზების რეაბილიტაციის რეგიონული ინფრაპროექტების თანადაფინანსება ქალაქ მცხეთაში და სოფლებში: ჯიღაურა, ბიწმენდი, გალავანი, წინამძღვრიანთკარი, მუხრანი, ძველი ქანდა, ზემო ნიჩბისი, ვაზიანი, მისაქციელი, ახალუბანი, წეროვანი, ჩარდახი. დაგეგმილია მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან განსახორციელებელი გზების რეაბილიტაციის ინფრაპროექტების თანადაფინანსება: სოფ. კევლიანში და სოფ. ახალდაბაში ბოგირების მშენებლობა, სოფ. ზემო ნიჩბისში გზის რეაბილიტაცია. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოვება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, გაზგაყვანილობის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია, სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების რეაბილიტაცია. 2.2.1 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია რეაბილიტირებულ გზებზე. მუნიციპალიტეტის იერსახის შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დეკორატიული მინათებების მოწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლების გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელ.ენერგიის ხარჯის დაფინანსება. 2017 წელს დაგეგმილია გარე განათების ქსელის მოწყობა ქალაქ მცხეთაში და სოფლებში: მამკოდა, ცხვარიჭამია, ბიწმენდი, ლელუბანი, მშრალხევი, ქსოვრისი, აღდგომლიანთკარი, ახალუბანი, ნაფეტვრები, ნიჩბისი, ძალისი, ლისი, პატარა ქანდა, ახალსოფელი. 2.2.2 საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემის ექსპლოატაციისა და ჩამდინარე წყლების გადასამუშავებელი კოლექტორების, მილგაყვანილობის და წყალსაქაჩების დამონტაჟება-რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საკანალიზაციო სისტემების გაწმენდა მუნიციპალიტეტის სოფლებში: საგურამო, ძეგვი, წეროვანი, წინამძღვრიანთკარი, გალავანი. დაგეგმილია სოფ. მისაქციელის საბავშვო ბაღში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის საკანალიზაციო სისტემის და წყაროს მოწყობა, სოფ. ახალუბნის ახალგაზრდული ცენტრის გარე საკანალიზაციო ქსელის მოწყობა. 2.2.3 წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლების დაქსელვა წყლის სისტემებით და არსებული წყლის რეზერვუარების გაწმენდა-შეკეთება, დეზინფექცია და რეაბილიტაცია; სოფლის მოსახლეობისთვის სასმელი წყალის მიწოდება, არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა; სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა, მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მაგისტრალებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესრულება და გამრიცხველიანება, მოხმარებული და გახარჯული სასმელი წყლის გადასახადის ამოღება სემეკი-ს მიერ დამტკიცებული ტარიფის მიხედვით. ქვეპროგრამის ფარგლებში გაგრძელდება წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქ მცხეთაში (არმაზის დასახლება) და სოფლებში: გალავანი, საგურამო, ვაზიანი, წეროვანი, ერედა, ახალდაბა, ნავდარაანთკარი, აღდგომლიანთკარი, ქსოვრისი, ნიჩბისი, ზაქარო, სასხორი, ძალისი, ბიწმენდი, ჭილაანთკარი, ჩარდახი, ახალსოფელი. 2017 წელს დაგეგმილია წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლებში: წილკანი, მისაქციელი, ზემო ნიჩბისი. განხორციელდება წყლის სისტემის სარეაბილიტაციო რეგიონული ინფრაპროექტების თანადაფინანსება სოფლებში: მუხრანი, სასხორი, ლისი, წოდორეთი, ბიწმენდი, ძეგვი, ძალისი, ახალი ნიჩბისი. 2.2.4 გაზგაყვანილობის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დასრულდება სოფ. გალავანში სპორტდარბაზის და ადმინისტრაციული შენობის და სოფ. ქსოვრისის ამბულატორიის გაზიფიცირება. 2.2.5 სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ესპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში განხორციელდება სარწყავი არხების მოწყობა-რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა. მიმდინარე წელს დაგეგმილია ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა სოფლებში: ნავდარაანთკარი, ჯიღაურა, ერედა. 2.2.6 მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია და მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 06) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მრავლად არის შენობა-ნაგებობები და სხვადასხვა ობიექტები, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოიყენება მუნიციპალიტეტის საჭიროებებისათვის და შესაძლოა განხორციელდეს მათი ეტაპობრივი პრივატიზაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათი არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და უცხო პირთა ხელყოფისაგან დაცვის მიზნით. დაგეგმილია სოფ. წეროვნის, მუხრანის და ერედის საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა, სოფ. ნიჩბისის ადმინისტრაციული შენობის გამაგრება-რეაბილიტაცია, მუნიციპალური შენობების კომუნიკაციების ქსელში ჩართვა, კომისარიატის შენობის რემონტი, ამბულატორიების რემონტი სოფლებში: წილკანი, პატარა ქანდა, საგურამო, ვაზიანი; ქალაქ მცხეთაში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის და კულტურის სახლის მშენებლობა. 2.2.7 სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხების მოწყობა, კოლექტორების და მილგაყვანილობის რეაბილიტაცია ჩამდინარე წყლის (წვიმის ან სხვა სახის ჩამდინარე წყლის) წარმოშობის ადგილიდან ზედაპირული წყლების ადგილამდე გასატანად. მიმდინარე წელს დაგეგმილია სანიაღვრე არხების მოწყობა ქალაქ მცხეთაში და სოფლებში: ჩარდახი, არაშენდა, ძეგვი, პატარა ქანდა, ქვემო ნიჩბისი, წიწამური, ნავაზი, განხორციელდება რეგიონული ინფრაპროექტების თანადაფინანსება სოფლებში: საგურამო, წილკანი, წეროვანი. 2.2.8 ქალაქ მცხეთის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ მცხეთის ისტორიული უბნების რებილიტაცია. 2.3 სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში 2015, 2016 და 2017 წლებში სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები. 2.4 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით. 2.5 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული სკვერების და მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები, ძეგლების და მემორიალების რეაბილიტაცია, გამწვანების, დასუფთავების, გარე განათების და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის სამუშაოები,მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 2.5.1 მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, საექსპერტო და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების ღირებულება (პროგრამული კოდი 03 05 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის, გამანაწილებელი ქსელისა და ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოების და გამრიცხველიანების, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების, საბავშვო ბაღების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების და მცხეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სხვა პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, საექსპერტო და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა. 2.5.2 კეთილმოწყობის სხვა ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 05 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ – თვითმმართველი თემის „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის, გამწვანების, დასუფთავების, გარე განათებისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა. 2.5.3 ა(ა)იპ თვითმმართველ ქალაქ "ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“ (პროგრამული კოდი 03 05 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ მცხეთის ტერიტორიის კეთილმოწყობის, გამწვანების, დასუფთავების, გარე განათების, საკანალიზაციო სისტემის ექსპლოატაციისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა. 2.5.4 სკვერების, სტადიონების, ძეგლების და მემორიალების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 05 05) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სკვერების, სტადიონების, ძეგლების და მემორიალების მოწყობა-რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს დასრულდება მინი სტადიონის მოწყობა სოფ. მუხრანში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომში ცხინვალთან გმირულად დაღუპული მებრძოლის ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალის მოწყობა სოფ. საგურამოში. დაგეგმილია ქალაქ მცხეთაში აღმაშენებლის და სამხედროს ქუჩებზე მინი სტადიონის და სკვერების რეაბილიტაცია, სოფ. წილკანში მინი სტადიონის მოწყობა, სოფ.ძალისის და სოფ. მისაქციელის მინი სტადიონების სარემონტო სამუშაოები, სოფ. ძეგვში სკვერის მოწყობა, მინი სტადიონების მოწყობის რეგიონული ინფრაპროექტების თანადაფინანსება სოფლებში: წეროვანი, ძეგვი, ქსანი, ვაზიანი. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს; პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომელიც გულისხმობს: სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფას, ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (შენობა, ეზო, ინვენტარი და სხვა) განვითარებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსებას, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალურ გამტარუნარიანობას და სხვა. 3.1 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ – თვითმმართველი თემის „მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება“. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 18 საბავშვო ბაღიდან ფუნქციონირებს 15 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 1353 აღსაზრდელი; პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომელიც გულისხმობს: სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფას, ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესებას, საბავშვო ბაგა-ბაღების ინვენტარით უზრუნველყოფას. 3.2 ა(ა)იპ თვითმმართველ ქალაქ „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01) ქალაქ მცხეთაში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 6 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 500-ზე მეტი ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწვლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. 3.3 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და მშენებლობა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობის მიზნით დაგეგმილია მუნიციპალიტეტში ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა, არსებულის რეაბილიტაცია, კაპიტალური შეკეთება. 2017 წელს დაგეგმილია სოფ. ნატახტარში საბავშვო ბაღის მშენებლობის, სოფ. ლისის და საგურამოს საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის რეგიონული ინფრაპროექტების თანადაფინანსება. 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული დაწესებულებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 4.1.1 ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“ (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება ა(ა)იპ „თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ “თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებების გაერთიანება“, რომელიც აერთიანებს: Ø კულტურის ადმინისტრაციას, რომელშიც გაერთიანებულია მუხრანის კულტურის სახლი, ერედის, ნატახტრის და ქსნის კლუბებს. Ø საგურამოს დავით თორაძის სახელობის და ქსნის მუსიკალურ სკოლებს. Ø საბიბლიოთეკო ადმინისტრაციას, რომელიც აერთიანებს ბიბლიოთეკებს სოფლებში: ნატახტარი, ერედა, მუხრანი, ქსოვრისის, ქსნის, მისაქციელი, საგურამო, ძეგვი. 4.2.2 ა(ა)იპ – თვითმმართველ ქალაქ „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება“ (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებების გაერთიანება“, რომელშიც გაერთიანებულია: Ø ქალაქ მცხეთის მთავარი კულტურის სახლი; Ø ქალაქ მცხეთის დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლა; Ø ბიბლიოთეკები: ქ. მცხეთის შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკა, ქალაქ მცხეთის მაყვალა მრევლიშვილის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკა და ქალაქ მცხეთის ლადო ასათიანის სახელობის ახალგაზრდული ბიბლიოთეკა. Ø სპორტული სკოლები: ქალაქ მცხეთის კომპლექსური სასპორტო სკოლა, ქალაქ მცხეთის საფეხბურთო სკოლა და მცხეთის ნიჩბოსნობის სასპორტო სკოლა, სადაც სწავლობს 220-მდე მოსწავლე. 4.2.3 მუზეუმების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სსიპ „ი. ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი“. 4.3 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა. მიმდინარე წელს დაგეგმილია ჯვრის მონასტერის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხურების და წყლის რეზერვუარის მოწყობა. 4.4 ა(ა)იპ – თვითმმართველ ქალაქ "ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრი" (პროგრამული კოდი 05 04) ტურიზმის განვითარების და ხელშეწყობის მიზნით პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ "ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრი“, რომლის საქმიანობის ძირითადი სფეროა შიდა ტურიზმი. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: Ø არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება. Ø დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება. Ø მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა. Ø სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; Ø ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება. Ø მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. 5.2 ა(ა)იპ – თვითმმართველ ქალაქ "ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: Ø არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; Ø დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; Ø ქალაქ მცხეთაში მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; Ø სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; Ø ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; Ø ქალაქ მცხეთაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. 5.3 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (არანაკლებ 3 თვისა) მოქალაქეების გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.3.1 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სტიქიით, უბედური და განსაკუთრებული შემთხვევების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა სამშენებლო მასალებით დახმარება, მოსახლეობისთვის შეშის შეძენა, სკოლამდელი და უნარშეზღუდული ბავშვების ტრანსპორტით მგზავრობის უზრუნველყოფა. 5.3.2 მოქალაქეებისათვის მკურნალობის და ოპერაციების ხარჯების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის მკურნალობის და ოპერაციების ჩატარების ხარჯების დაფინანსება, კერძოდ: Ø 0-დან 500 ლარის ჩათვლით - 100%-ით; Ø 501-დან 1000 ლარის ჩათვლით - 70%-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა; Ø 1001-დან 2000 ლარის ჩათვლით - 50%-ით, მაგრამ არანაკლებ 700 ლარისა; Ø 2001-დან 4000 ლარის ჩათვლით - 40%-ით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა; Ø 4001-დან 15000 ლარის ჩათვლით - 30%-ით, მაგრამ არანაკლებ 1600 ლარისა; 5.3.3 ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემა მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეებზე. დახმარება ერთჯერადია და შეადგენს 100 ლარს. 5.3.4 ომის ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: Ø ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახის წევრებზე სარიტუალო ხარჯის ანაზღაურება; Ø მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრებზე სარიტუალო ხარჯის ანაზღაურება. 5.3.5 დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების ფინანსური დახმარება. 5.3.6 ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ “ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანება“, დაგეგმილია საინვესტიციო პროექტების, საგრანტო განაცხადების მომზადების ორგანიზება საერთაშორისო ჰუმანიტარულ და სხვა ორგანიზაციებისათვის წარსადგენად მათგან ინვესტიციების, დახმარებების და გრანტების მოზიდვის მიზნით. 5.3.7 მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამა მოიცავს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური, მდგრადი/მწვანე განვითარების ხელშეწყობის მიზნით ა(ა)იპ "მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტო"- ს ფინანსურ მხარდაჭერას. 5.3.8 ა(ა)იპ – თვითმართველ ქალაქ „ქალაქ მცხეთის უფასო სასადილო“ (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 36 ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა. 5.3.9 უპატრონო ძაღლების იზოლირება (პროგრამული კოდი 06 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე უპატრონო ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა. |
მუხლი 17.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
დოკუმენტის კომენტარები