სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ

  • Word
სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 17/03/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.441
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
58
16/03/2006
სსმ, 35, 17/03/2006
040.030.000.10.003.000.441
სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/03/2006 - 05/04/2006)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №58

2006 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ

1. ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის პირველი პუნქტის, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნდეს შემდეგი სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები:

ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი;

ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი;

კიბერნეტიკის ინსტიტუტი;

ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი;

ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია;

მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი;

ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი;

ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი;

ჰიდრობიოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი;

ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი;

სეისმური მონიტორინგის ცენტრი;

არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტი;

კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტი;

გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი;

რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი;

პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი;

რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის ინსტიტუტი;

იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი;

ფერდინანდ თავაძის მეტალურგიის და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი;

თბილისის ბოტანიკური ბაღი;

ბათუმის ბოტანიკური ბაღი;

წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი;

ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტი;

ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი;

ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი;

სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი;

რადიობიოლოგიის და რადიაციული ეკოლოგიის ცენტრი;

ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტი;

ზოოლოგიის ინსტიტუტი;

სერგი დურმიშიძის ბიოქიმიის და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი;

მოლეკულური ბიოლოგიის და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტი;

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი;

არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი;

კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტი;

გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი;

ივანე ჯავახიშვილის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტი;

სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი;

დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი;

პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი;

ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი;

ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტი;

პოლიტოლოგიის ინსტიტუტი;

დემოგრაფიის და სოციოლოგიის ინსტიტუტი;

მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტი;

კონსტანტინე ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციის და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტი;

ლევან ყანჩაველის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი;

მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტი;

მეფუტკრეობის ინსტიტუტი;

აგრარული რადიოლოგიის და ეკოლოგიის ინსტიტუტი;

იულონ ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტი;

მეცხოველეობის და საკვებწარმოების ინსტიტუტი;

ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი;

კვების მრეწველობის ინსტიტუტი;

მცენარეთა იმუნიტეტის ინსტიტუტი;

სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიის ცენტრი;

სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) 2 თვეში უზრუნველყოს პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დროებითი წესდებების დამტკიცება და მათი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ წინადადებათა საფუძველზე უზრუნველყოს ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებულ ასიგნებათა შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემის მიზნით.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე):

ა) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის მოძრავი ქონების გადაცემა უსასყიდლო სარგებლობის უფლებით;

ბ) 2 თვეში შეიმუშაოს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებისათვის ხელსაყრელ თანამედროვე გარემოში განთავსების მექანიზმები;

გ) 2 თვეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად წარმოადგინოს წინადადებები მეცნიერების დაფინანსების გაზრდის მიზნით ქონების ეფექტიანი მართვის მექანიზმების თაობაზე.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

33. 15/10/2025 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 457 - ვებგვერდი, 16/10/2025 32. 30/06/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 286 - ვებგვერდი, 01/07/2016 31. 20/07/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 360 - ვებგვერდი, 21/07/2015 30. 08/04/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 161 - ვებგვერდი, 14/04/2015 29. 21/01/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 28 - ვებგვერდი, 270111, 27/01/2011 28. 16/11/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 351 - სსმ, 151, 18/11/2010 27. 13/10/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 306 - სსმ, 134, 19/10/2010 26. 10/09/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 279 - სსმ, 118, 16/09/2010 25. 10/09/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 278 - სსმ, 118, 16/09/2010 24. 10/09/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 277 - ვებგვერდი, 118, 16/09/2010 23. 10/09/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 276 - სსმ, 118, 16/09/2010 22. 20/08/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 246 - სსმ, 103, 24/08/2010 21. 03/08/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 220 - სსმ, 96, 04/08/2010 20. 28/07/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 214 - სსმ, 92, 28/07/2010 19. 27/07/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 210 - სსმ, 92, 28/07/2010 18. 23/07/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 203 - სსმ, 92, 28/07/2010 17. 09/07/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 185 - სსმ, 84, 12/07/2010 16. 24/04/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 113 - სსმ, 49, 28/04/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 02/03/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 61 - სსმ, 24, 05/03/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 19/02/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 39 - სსმ, 22, 25/02/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 30/09/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 178 - სსმ, 119, 02/10/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 24/03/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 60 - სსმ, 38, 27/03/2009 11. 19/03/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 50 - სსმ, 34, 20/03/2009 10. 25/10/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 238 - სსმ, 152, 30/10/2007 9. 02/10/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 216 - სსმ, 140, 09/10/2007 8. 26/09/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 214 - სსმ, 92, 26/09/2007 7. 23/05/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 106 - სსმ, 75, 29/05/2007 6. 01/03/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 45 - სსმ, 31, 07/03/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 11/10/2006 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 188 - სსმ, 140, 12/10/2006 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 07/10/2006 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 186 - სსმ, 138, 09/10/2006 3. 28/07/2006 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 143 - სსმ, 101, 01/08/2006 2. 26/04/2006 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 88 - სსმ, 59, 28/04/2006 1. 05/04/2006 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 74 - სსმ, 46, 05/04/2006