საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 210
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 92, 28/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
210
27/07/2010
სსმ, 92, 28/07/2010
000000000.00.000.000000
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №210

2010 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ

    მუხლი 1

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

1. რეორგანიზებულ იქნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტრუქტურულ ერთეულებად – დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებად „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების პირველი მუხლის მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, 22-ე, 23-ე, 30-ე, 44-ე, 53-ე, 55-ე, 61-ე, 69-ე და 70-ე პუნქტებით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები შემდეგ სსიპ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეერთების გზით:

ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდეს:

ა.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი;

ა.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი;

ა.გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი;

ბ) სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ბოტანიკური ბაღი და ბოტანიკის ინსტიტუტი;

გ) სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შეუერთდეს:

გ.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კვების მრეწველობის ინსტიტუტი;

გ.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტი;

გ.გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი;

გ.დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი;

გ.ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი;

დ) სსიპ – საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს შეუერთდეს:

დ.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი;

დ.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიის ცენტრი;

დ.გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტი;

დ.დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტი;

დ.ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტი.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეორგანიზაციის შედეგად:

ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის, ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის და ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ;

ბ) სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის და ბოტანიკის ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ;

გ) სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – კვების მრეწველობის ინსტიტუტის, მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტის, წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის, ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტისა და ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ;

დ) სსიპ – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიის ცენტრის, აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტის, მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტისა და ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებათა საფუძველზე განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციასა და კვარტალურ განწერაში.

4. დაევალოთ ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დირექტორებს მათდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებათა ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული აღრიცხვა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებათა განხორციელება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ დადგენილებით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრულებისთანავე უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემა.

6. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2011 წლის 1 იანვრამდე.

7. 2011 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების პირველი მუხლის მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, 22-ე, 23-ე, 30-ე, 44-ე, 53-ე, 55-ე, 61-ე, 69-ე და 70-ე პუნქტები.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური