დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 161 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.018546 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში (სსმ III, 2006 წელი, მუხლი 424) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71-ე ქვეპუნქტი: „71. სსიპ − სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთან“ არსებული სსიპ – მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი.“. 2. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2 თვეში უზრუნველყოს პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დროებითი წესდებების დამტკიცება და მათი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, გარდა პირველი პუნქტის მე-14, მე-15, მე-19, 56-ე, 62-ე და 71-ე ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 20 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები