,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ“

  • Word
,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 05/04/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.458
  • Word
74
05/04/2006
სსმ, 46, 05/04/2006
040.030.000.10.003.000.458
,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №74

2006 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

1. ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების (სსმ III, 2006 წელი, №35, მუხლი 424) პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს დამატება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნდეს შემდეგი სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები:

1. ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი

2. ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი

3. კიბერნეტიკის ინსტიტუტი

4. ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი

5. ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია

6. მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი

7. ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი

8. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი

9. ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი

10. ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი

11. სეისმური მონიტორინგის ცენტრი

12. არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტი

13. კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტი

14. გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი

15. რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი

16. პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი

17. რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი

18. იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი

19. ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი

20. თბილისის ბოტანიკური ბაღი

21. ბათუმის ბოტანიკური ბაღი

22. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი

23. ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტი

24. ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი

25. ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი

26. სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი

27. რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ცენტრი

28. ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტი

29. ზოოლოგიის ინსტიტუტი

30. სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი

31. მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტი

32. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

33. არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი

34. კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტი

35. გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

36. ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

37. სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი

38. დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი

39. პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი

40. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

41. ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტი

42. პოლიტოლოგიის ინსტიტუტი

43. დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი

44. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტი

45. კონსტანტინე ამირეჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტი

46. ლევან ყანჩაველის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი

47. მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტი

48. მეფუტკრეობის ინსტიტუტი

49. აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი

50. იულონ ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტი

51. მეცხოველეობისა და საკვებწარმოების ინსტიტუტი

52. ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი

53. კვების მრეწველობის ინსტიტუტი

54. მცენარეთა იმუნიტეტის ინსტიტუტი

55. სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიის ცენტრი

56. სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი

57. ბიოტექნოლოგიის ცენტრი

58. კლიმატური გამოცდის ცენტრი

59. მასალათა გამოცდის ცენტრი

60. მიხეილ რჩეულიშვილის მეცხოველეობის ბიოლოგიური საფუძვლების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

61. აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტი

62. ინსტიტუტი ,,ოპტიკა“

63. ინსტიტუტი ,,ავტომატმრეწვი“

64. ინსტიტუტი ,,ტალღა“

65. საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი

66. სამეგრელოს სამხარეო სამეცნიერო ცენტრი

67. ინსტიტუტი ,,ტექინფორმი“

68. ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი