დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №246 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 279 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 118, 16/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440020030.10.003.016012 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №279
2010 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №246 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №246 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №103, მუხლი 1537) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რეორგანიზებულ იქნეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტრუქტურულ ერთეულებად – დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებად „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების პირველი მუხლის მე-18, 45-ე, 52-ე და 67-ე პუნქტებით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები შემდეგ სსიპ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეერთების გზით:
ა) სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შეუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინსტიტუტი „ტექინფორმი“;
ბ) სსიპ – საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს შეუერთდეს:
ბ.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონსტანტინე ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტი;
ბ.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი;
გ) სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შეუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი.“.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინსტიტუტ „ტექინფორმის“ უფლებამონაცვლედ;“.
3. დადგენილების პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. 2011 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების პირველი მუხლის მე-18, 45-ე, 52-ე და 67-ე პუნქტები.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები