დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 246 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 24/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/08/2010 - 10/09/2010)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №246
2010 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ
მუხლი 1.
„მაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და “მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:
1. რეორგანიზებულ იქნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა სტრუქტურულ ერთეულებად – დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებად „ახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის16 მარტის №58 დადგენილების პირველი მუხლის მე-18, 45-ე, 52-ე, 56-ე, 62-ე და 67-ე პუნქტებით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები შემდეგ სსიპ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეერთების გზით:
ა) სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შეუერთდეს:
ა.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინსტიტუტი “ოპტიკა“;
ა.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინსტიტუტი “ტექინფორმი“;
ა.გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი;
ბ) სსიპ – საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს შეუერთდეს:
ბ.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონსტანტინე ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტი;
ბ.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი;
გ) სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შეუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეორგანიზაციის შედეგად:
ა) სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ინსტიტუტ „პტიკის“, ინსტიტუტ “ტექინფორმისა“ და სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ;
ბ) სსიპ – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – კონსტანტინე ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტისა და ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ;
გ) სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებათა საფუძველზე განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციასა და კვარტალურ განწერაში.
4. დაევალოთ ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა დირექტორებს მათდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებათა ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული აღრიცხვა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ დადგენილებით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრულებისთანავე უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემა.
6. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2011 წლის 1 იანვრამდე.
7. 2011 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების პირველი მუხლის მე-18, 45-ე, 52-ე, 56-ე, 62-ე და 67-ე პუნქტები.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრინ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები