დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 457 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025351 |
|
„სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში (სსმ III, 2006 წელი, №35, მუხლი 424) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. პირველი პუნქტის: ა) მე-11 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) 33-ე ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2 თვეში უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დროებითი წესდებების დამტკიცება და მათი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, გარდა ამავე პუნქტის მე-14, მე-15, მე-19, 34-ე, 56-ე, 62-ე და 71-ე ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა.“. 3. მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. საქართველოს კულტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი პუნქტის 34-ე ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდების დამტკიცება და მისი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
1. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები