დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 306 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 134, 19/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016037 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №306
2010 წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ
მუხლი 1
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:
1. რეორგანიზებულ იქნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტრუქტურულ ერთეულებად – დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებად „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების პირველი მუხლის 39-ე და 57-ე პუნქტებით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები შემდეგ სსიპ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეერთების გზით:
ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი;
ბ) სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შეუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბიოტექნოლოგიის ცენტრი.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეორგანიზაციის შედეგად:
ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ;
ბ) სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბიოტექნოლოგიის ცენტრის უფლებამონაცვლედ.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებათა საფუძველზე განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციასა და კვარტალურ განწერაში.
4. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დირექტორებმა უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებათა ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული აღრიცხვა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებათა განხორციელება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ დადგენილებით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრულებისთანავე უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემა.
6. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2011 წლის 1 იანვრამდე.
7. 2011 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების პირველი მუხლის 39-ე და 57-ე პუნქტები.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები