დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 188 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/10/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 140, 12/10/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.10.003.000.572 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №188
2006 წლის 11 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ
1. ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნეს შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები:
ა) კლიმატური გამოცდის ცენტრი;
ბ) მასალათა გამოცდის ცენტრი;
გ) ინსტიტუტი ,,ავტომატმრეწვი“;
დ) სამეგრელოს სამხარეო სამეცნიერო ცენტრი.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) ამ დადგენილების ამოქმედებიდან სამ თვეში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – კლიმატური გამოცდის ცენტრის, მასალათა გამოცდის ცენტრის, ინსტიტუტ „ავტომატმრეწვის“ და სამეგრელოს სამხარეო სამეცნიერო ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების პირველი მუხლის 58-ე, 59-ე 63-ე, 66-ე პუნქტები.
4. ამ დადგენილების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან სამი თვის შემდეგ.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები