სსიპ _ კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის რეორგანიზაციისა და სსიპ _ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების შექმნის შესახებ

  • Word
სსიპ _ კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის რეორგანიზაციისა და სსიპ _ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 351
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 151, 18/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016082
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
351
16/11/2010
სსმ, 151, 18/11/2010
040030000.10.003.016082
სსიპ _ კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის რეორგანიზაციისა და სსიპ _ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/11/2010 - 28/12/2010)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №351

2010 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

სსიპ – კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის რეორგანიზაციისა და სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების შექმნის შესახებ

    მუხლი 1

მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე:

1. რეორგანიზებულ იქნეს სსიპ – კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტი და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.

2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ჩაითვალოს სსიპ – კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ.

3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით შექმნილი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დებულების დამტკიცება.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეორგანიზაციის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წინადადებების საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

5. სსიპ – კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დირექტორმა უზრუნველყოს სსიპ-ის ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული აღრიცხვა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან შეთანხმებით.

6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ დადგენილებით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრულებისთანავე უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემა.

7. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2011 წლის 1 იანვრამდე.

8. 2011 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის 58 დადგენილების პირველი მუხლის მე-13 პუნქტი.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური