„სსიპ – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციისა და „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 ივლისის №360 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019351
286
30/06/2016
ვებგვერდი, 01/07/2016
040030000.10.003.019351
„სსიპ – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციისა და „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 ივლისის №360 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №286

2016 წლის 30 დეკემბერი

   ქ. თბილისი

„სსიპ – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციისა და „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 ივლისის №360 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სსიპ – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციისა და „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 ივლისის №360 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/07/2015, 040030000.10.003.018745) შეტანილ იქნეს ცვლილება და: 

1. პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განხორციელდეს სსიპ – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სტრუქტურული რეორგანიზაცია,  მიენიჭოს  მას კორნელი კეკელიძის სახელი და სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.  

2. სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ჩაითვალოს სსიპ – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლედ.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის     მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში (სსმ,  №35, 17/03/2006) შეტანილ იქნეს ცვლილება და  34-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„34. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.“.“. 

მუხლი 2
სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ჩაითვალოს სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლედ.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი