საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 278
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 118, 16/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 440020030.10.003.016010
  • Word
278
10/09/2010
სსმ, 118, 16/09/2010
440020030.10.003.016010
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №278 

2010 წლის 10 სექტემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების  რეორგანიზაციის შესახებ

    მუხლი 1.

„უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართ­ვე­ლოს კანონის მე-13 მუხლის, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესა­ხებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის სა­ფუძველზე:

1. რეორგანიზებულ იქნენ საჯარო სამართლის იურიდი­ული პირები – ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი და ივანე ჯავა­ხი­შვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნი­ვერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად – დამოუკიდებელ სა­მეცნიერო-კვლევით ერთეულად მასთან შეერთების გზით.

2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინს­ტიტუტის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს სა­ბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებათა საფუძველზე განახორციელოს შესაბამისი ცვლი­ლებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სა­მი­ნისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციასა და კვარტალურ განწერაში.

4. დაევალოთ ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამეცნიერო-კვლევითი დაწე­სე­ბულებების დირექტორებს მათდამი დაქვემდებარებულ დაწესე­ბულებათა ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული აღრიცხვა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებათა განხორციელება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან შეთანხ­მებით.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტ­რომ ამ დადგენილებით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრულებისთანავე უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემა.

6. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ რეორგანიზა­ცი­ას­თან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2011 წლის 1 იანვრამდე.

7. 2011 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხად­დეს „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა სა­ჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დად­გენილების პირველი მუხლის პირველი, მე-4, 32-ე და 36-ე პუნ­ქ­ტები.

    მუხლი 2.

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                    ნ. გილაური