დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 266 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 34, 25/03/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.130.000.22.034.007.173 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (25/03/2005 - 31/03/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.007.173
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №266
2005 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის � დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის � დაცვის პოლიციის რეორგანიზაციის შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 18 თებერვლის №90 ბრძანებელების მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 29 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-20 პუნქტის ,,ბ� ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის � დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ეს ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ.
ი. მერაბიშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის � დაცვის პოლიციის დეპარტამენტის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
��� მუხლი 1.
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი � დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში � დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის � დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა.
2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით.
3. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე ვრცელდება ყველა ის შეღავათი და სოციალური გარანტია, რომელიც დაწესებულია შინაგან საქმეთა ორგანოების მოსამსახურეთათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სამმართველოების, სამსახურებისა და განყოფილებების მეშვეობით.
5. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სრული სახელწოდებაა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი � დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.
6. დაცვის პოლიციის დეპარტამენტს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი წლიური ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.
7. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-11კმ.
თავი II
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
��� მუხლი 2.
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების სისტემის განვითარებისა და განმტკიცებისათვის ხელის შეწყობა.
2. ამ ამოცანების განხორციელების მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულების საფუძველზე:
ა) ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას;
ბ) ახორცილებს ეროვნული საგანძურის, მნიშვნელოვანი ობიექტების, სათბობენერგეტიკული ობიექტების, ფულადი სახსრების ინკასირებისა და მოძრავი ტვირთების დაცვას;
გ) ახორციელებს სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის ობიექტების დაცვას, ტვირთების გაცილებას და მათ დაცვას დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;
დ) შეიმუშავებს და ახორციელებს დასაცავ ობიექტებზე ტექნიკურ საშუალებათა სრულყოფისა და გაძლიერების ღონისძიებებს;
ე) ახორციელებს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების დაცვითი-სახანძრო სიგნალიზაციით აღჭურვას;
ვ) ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს დაცვის პოლიციის დანაყოფების მიერ დაცული ობიექტების სიგნალიზაციის საშუალებებით აღჭურვის საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოთა შესრულებას.
3. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უფლებამოსილია ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი მიმართოს ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების სისტემის განვითარებისათვის საჭირო ღინისძიებების დასაფინანსებლად.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ� ქვეპუნქტით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ტვირთისა და ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამსახურის მეშვეობით, დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) სარკინიგზო კომუნიკაციების, ხიდებისა და გვირაბების დაცვას რკინიგზის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით;
ბ) მნიშვნელოვანი სარკინიგზო ობიექტების დაცვას;
გ) საბარგო მატარებელთა გაცილებას და მათ დაცვას;
დ) შეპირისპირების სადგურებში გადასაზიდი ტვირთების მიღება-გადაბარების ღონისძიებებში მონაწილეობას და მათი დაცვისათვის საჭირო ტექნიკური პირობების შექმნის ორგანიზაციას.
��� მუხლი 3.
1. დაცვის პოლიცია პასუხისმგებელია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაცვისათვის.
2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს დასაცავ ობიექტებზე დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილებას. ამ მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვს ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა სპეციალური საშუალებები მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი III
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა და მართვა
��� მუხლი 4.
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაშია:
ა) აპარატი (სამმართველო);
ბ) კადრების სამმართველო;
გ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფისა და საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო;
დ) დაცვის ორგანიზაციისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური.
2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტში შეიძლება შეიქმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები.
��� მუხლი 5.
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე წარმართავს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობას და მოქმედებს დამოუკიდებლად საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების ფარგლებში.
3. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად, წარმოადგენს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სახელით და პირადად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვისათვის.
4. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია:
ა) გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა დეპარტამენტის ყველა თანამშრომლისათვის;
ბ) დეპარტამენტის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში;
გ) პირადი ხელმოწერით დაადასტუროს სამსახურებრივი დოკუმენტაცია;
დ) დაამტკიცოს საშტატო ნუსხა და განსაზღვროს სახელფასო განაკვეთები;
ე) დანიშნოს და გაათავისუფლოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიანიჭოს მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდებები;
ზ) შექმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები;
თ) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საფინანსო-სამეურნეო და სახელშეკრულებო საქმიანობის საკითხები.
5. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალდებულია:
ა) დაიცვას ეს დებულება და მოქმედი კანონმდებლობა;
ბ) გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბაროს შინაგან საქმეთა მინისტრს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) უზრუნველყოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.
��� მუხლი 6.
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ასრულებენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მითითებებს და უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულებას.
თავი IV
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქონება
��� მუხლი 7.
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად დაცვის პოლიციის დეპარტამენტს სახელმწიფო ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის სახით გადაცემული აქვს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. ქონების გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
��� მუხლი 8.
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მიღებული შემოსავლების განკარგვა და ბიუჯეტთან ურთიერთობა ხორციელდება ცენტრალიზებულად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სამართალდამცავი ორგანოების სისტემის განვითარებას და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებას. სახსრების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.
��� მუხლი 9.
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ� და ,,გ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
��� მუხლი 10.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
��� მუხლი 11.
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.
2. სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
��� მუხლი 12.
ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები