,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 419
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 22/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.010.138
  • Word
419
17/03/2007
სსმ, 39, 22/03/2007
140.130.000.22.034.010.138
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.010.138

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №419

2007 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით (სსმ III, 25.03. 2005 წ., №34, მუხ.344) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4.

1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაშია:

ა) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;

ბ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო;

გ) დაცვის ორგანიზაციის სამმართველო.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა: დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული დანაყოფების დაკომპლექტება კვალიფიციური კადრებით, თანამშრომელთა ატესტაციის ორგანიზება; ატესტაციის შედეგების საფუძველზე, დაწინაურების რეზერვის შექმნა; თანამშრომელთა საბრძოლო ფიზიკური მომზადების განხორციელება; საშტატო მუშაობა, სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემა; რიგითი შემადგენლობისათვის მორიგი და პირველადი სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე სათანადო მასალების შესწავლა-მომზადება; კანონმდებლობის შესაბამისად დეპარტამენტის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემოსულ ნორმატიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადების უზრუნველყოფა; დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე სასამართლოში დეპარტამენტის ინტერესების დაცვა; დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაცია; დეპარტამენტის საქმისწარმოების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა; დანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციების ანალიზის საფუძველზე ანალიტიკური მასალების მომზადება; ოპერატიული ინფორმაციის მიღება და გადაცემა; დეპარტამენტის თავმჯდომარის ოპერატიული თათბირის ორგანიზება და თათბირის ოქმების შედგენა; დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული დანაყოფების მიერ განხორციელებული საქმიანობის საფინანსო და მატერიალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯების ინსპექტირება; საკადრო საქმიანობის შემოწმება მოქმედი კანონმდებლობისა და სამინისტროს შიდა ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; იარაღისა და საბრძოლო მასალების გამოყენების წესის კონტროლი; დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომების გამოყენებისთვის, შემოწმების მასალებზე დაყრდნობით, შესაბამისი დასკვნის მომზადება; დეპარტამენტის თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულება.

3. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციაა: დეპარტამენტის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა, დეპარტამენტისა და მისი დანაყოფების ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრა და მისი სწორი ორგანიზაცია, დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებათა განხორციელება და მისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 4. დაცვის ორგანიზაციის სამმართველო ორგანიზაციას უკეთებს ობიექტების დაცვას საპოლიციო ძალებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შეიმუშავებს დაცვითი საქმიანობის რეკომენდაციებს, ახორციელებს მათ დანერგვას პრაქტიკულ საქმიანობაში და კონტროლს შესრულებაზე, ახორციელებს დაცვის ტექნიკური მეთოდების სრულყოფას, არსებული დაცვითი-სახანძრო სიგნალიზაციის საშუალებების ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობების სრულად გამოყენებასა და უახლესი ტექნოლოგიის აპარატურის დანერგვასა და მონტაჟს. ობიექტის მოზიდვის მიზნით ატარებს შესაბამის სამუშაოებს.

5. დაცვის პოლიციის დეპარტამენტში შეიძლება შეიქმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები.“.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს 2007 წლის პირველი თებერვლიდან.

ი. მერაბიშვილი