დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 133 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13, 05/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.130.000.22.034.012.748 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.012.748
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №133
2009 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:
,,გ) კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლის სამმართველო.“
2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
,,31. კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლის სამმართველო ახორციელებს დაცვით საქმიანობაზე კონტროლს, თავისი დანაყოფების მეშვეობით ამოწმებს ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან კერძო დაცვითი ორგანიზაციის და მცველის საქმიანობის შესაბამისობას და ამ მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს კერძო დაცვით ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები