„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 939
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111130004, 01/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016066
  • Word
939
29/11/2011
ვებგვერდი, 111130004, 01/12/2011
140130000.22.034.016066
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №939

2011 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა’’ და „ნ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით (სსმ III, 25.03.2005 წ., №34, მუხ. 344) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

     „მუხლი 4

1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაშია:

ა) ადმინისტრაცია (სამმართველო);

ბ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;

გ) დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველო;

დ) საზოგადობასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური.

2. ადმინისტრაციის კომპეტენციაა: დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირთა საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში; დეპარტამენტის თავმჯდომარის შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და შეხვედრების მომზადება, საპროტოკოლო მომსახურების უზრუნველყოფა; ოფიციალური დელეგაციების, სტუმრების ვიზიტების, დეპარტამენტის მიერ გასამართი ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ზემდგომი ორგანოებიდან მიღებული და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ გამოცემული საკონტროლო დავალებების, ბრძანებების შესრულების კონტროლი; დეპარტამენტის საქმისწარმოების (საიდუმლო, არასაიდუმლო) უზრუნველყოფა და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციების ანალიზის საფუძველზე საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება; დეპარტამენტის თავმჯდომარის ოპერატიული თათბირის ორგანიზება და თათბირის ოქმების შედგენა; ოპერატიული ინფორმაციის მიღება და გაცემა; დეპარტამენტში არსებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ადმინისტრირება; დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში თანამშრომელთა და გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება და კონტროლი.

3. საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა: დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული დანაყოფების დაკომპლექტება კვალიფიციური კადრებით, კონკურსისა და ატესტაციის ორგანიზება; ატესტაციის შედეგების საფუძველზე, დაწინაურების რეზერვის შექმნა; თანამშრომელთა საბრძოლო ფიზიკური მომზადების განხორციელება; საშტატო მუშაობა, სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი და მცველის მოწმობების გაცემა; დეპარტამენტის თანამშრომელთათვის სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე სათანადო მასალების შესწავლა-მომზადება; კანონმდებლობის შესაბამისად დეპარტამენტის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადების უზრუნველყოფა; სასამართლო დავებზე დეპარტამენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული დანაყოფების მიერ განხორციელებული საქმიანობის საფინანსო და მატერიალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯების ინსპექტირება; საკადრო საქმიანობის შემოწმება მოქმედი კანონმდებლობისა და სამინისტროს შიდა ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; იარაღისა და საბრძოლო მასალების გამოყენების წესის კონტროლი; დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომების გამოყენებისათვის, შემოწმების მასალებზე დაყრდნობით, შესაბამისი დასკვნების მომზადება; კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლი, თავისი დანაყოფების მეშვეობით „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან კერძო დაცვითი ორგანიზაციის და მცველის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმება და ამ მოთხოვნების დარღვევისათვის კერძო დაცვითი ორგანიზაციისათვის, ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება; დეპარტამენტის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა, დეპარტამენტისა და მისი დანაყოფების ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრა და მისი სწორი ორგანიზაცია; დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებათა განხორციელება და მისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; დეპარტამენტის საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით დეპარტამენტის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; დეპარტამენტში არსებული კომპიუტერული ქსელის მართვა.

 4. დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა: საპოლიციო ძალებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ობიექტების დაცვის ორგანიზება; ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობათა გადაზიდვა (ინკასირება) და დაცვა გადაზიდვის დროს; მოძრავი ტვირთების დაცვა-გაცილება; ფიზიკურ პირთა დაცვა; დაცვითი საქმიანობის რეკომენდაციების შემუშავება, პრაქტიკულ საქმიანობაში მათი დანერგვა და კონტროლი შესრულებაზე, დაცვის ტექნიკური მეთოდების სრულყოფა, არსებული დაცვითი-სახანძრო სიგნალიზაციის საშუალებების ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობების სრულად გამოყენება და უახლესი ტექნოლოგიის აპარატურის დანერგვა და მონტაჟი; ობიექტის მოზიდვის მიზნით შესაბამისი სამუშაოების ჩატარება.

 5. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის კომპეტენციაა: დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მა­სალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუა­ლე­ბების ინფორმირება; დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ სა­ზო­გადოების ინფორმირება; დეპარტამენტის საქმიანობის შესა­ხებ პრესის მიმოხილვის გავრცელება; პრესკონფერენცი­ებისა და ბრიფინგების გამართვის უზრუნველყოფა; დეპარტამენტის ღო­ნისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღება; დეპარტამენტის ვებ­გვერ­დზე ინფორმაციის პერიოდული განახლება; საზოგადოებასთან ურ­თიერთობის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუ­შავება; დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ მასმედიით გაშუ­ქებული მასალების მონიტორინგის განხორციელება; დეპარტამენტის მარკეტინგული საქმიანობის სტრატეგიული კვლევები, მარკეტინგული გეგმის შემუშავება და კონტროლი; დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ რეკლამების, საგაზეთო სტატი­ებისა და ვიდეორგოლების მომზადებაში მონაწილეობა; სარეკლამო კამპანიების ეფექტურობის ანალიზი; კომ­პეტენციის ფარგლებში ინტერვიუების, ბრიფინგების, პრესკონფერენციებისა და საჯარო შეხვედრების დაგეგმვა-ორგანიზება; სამომხმარებლო ბაზრის შესწავლა და ანალიზი; დეპარტამენტის გაყიდვების გეგმის შემუშავება და კონტროლი; მომხმარებლის სეგმენტაცია ახალი პროექტების შეთავაზების მიზნით; გაყიდვების ზრდის გზების კვლევა და გაყიდვების ანალიზი; პოტენციური კლიენტების მოძიება; ახალი პროდუქტების შექმნა და შეთავაზება; დეპარტამენტის მომსახურების შეთავაზება პოტენციური და არსებული მომხმარებლებისათვის, შეთავაზებებისა და პრეზენტაციების მომზადება; არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა, დამატებითი მომსახურების შეთავაზება; კომპეტენციის ფარგლებში სარეკლამო მასალების მომზადებაში მონაწილეობა.

6. დაცვის პოლიციის დეპარტამენტში შეიძლება შეიქმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები.’’.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. მერაბიშვილი