,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1358
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/11/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 160, 29/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.009.594
  • Word
1358
22/11/2006
სსმ, 160, 29/11/2006
040.030.000.22.034.009.594
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.009.594

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1368

2006 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული   პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №34, მუხ. 344) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია:

ა) გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა დეპარტამენტის ყველა თანამშრომლისთვის;

ბ) დეპარტამენტის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში;

გ) პირადი ხელმოწერით დაადასტუროს სამსახურებრივი დოკუმენტაცია;

დ) დაამტკიცოს საშტატო ნუსხა და განსაზღვროს სახელფასო განაკვეთები;

ე) დანიშნოს და გაათავისუფლოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიანიჭოს უმცროსი და მორიგი საშუალო სპეციალური წოდებები;

თ) შექმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები;

ი) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საფინანსო-სამეურნეო და სახელშეკრულებო საქმიანობის საკითხები;

კ) სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე უშუალოდ ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილმა პირმა დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლებს დააკისროს დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობის შესრულება.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი