„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017006
75
28/05/2020
ვებგვერდი, 29/05/2020
140130000.22.034.017006
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №75

2020 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით (სსმ III, 25.03.2005წ., №34, მუხ.344) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იურიდიული სამმართველო;“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ ქვეპუნქტი:

„ი) დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველო.“;

 გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იურიდიული სამმართველოს კომპტენციაა: დეპარტამენტის ორგანიზაციული საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა; დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ნორმატიული აქტებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფების მიერ კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ვიზირება; კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში შემოსულ ადმინისტრაციულ საჩივრებზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ წინადადებების მომზადება; სამართლებრივ საკითხებზე ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების განხილვა, მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა და ვიზირება; კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ყველა ინსტანციის სასამართლოში, ადმინისტრაციულ და საგამოძიებო ორგანოებში, კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში; კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა.“;

დ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს კომპეტენციაა: საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის (საელჩო, ელჩის რეზიდენცია) და მასთან გათანაბრებული დაწესებულების, საკონსულო დაწესებულებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციის შენობის, ასევე, ეროვნული საგანძურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და მუზეუმის დაცვა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური