„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 99
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017427
99
25/12/2023
ვებგვერდი, 26/12/2023
140130000.22.034.017427
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №99

2023 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით (სსმ, 34, 25/03/2005, 140.130.000.22.034.007.173) დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ახორციელებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტების, ეროვნული საგანძურის და კულტურული მემკვიდრეობის, მნიშვნელოვანი ობიექტების, სატრანსპორტო საშუალებებისა და კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და სხვა ობიექტების დაცვას, ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობათა გადაზიდვას (ინკასაცია) და დაცვას გადაზიდვის დროს, მოძრავი ტვირთების დაცვა-გაცილებას;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველო.“;

ბ) 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს კომპეტენციაა: ეროვნული საგანძურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და მუზეუმის დაცვა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური