დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 253 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 27/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.130.000.22.034.012.828 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.012.828
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №253
2009 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით (სსმ III, 25.03.2005 წ., №34, მუხ. 344) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4.
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაშია:
ა) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;
ბ) დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველო.
2. საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა: დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული დანაყოფების დაკომპლექტება კვალიფიციური კადრებით, თანამშრომელთა ატესტაციის ორგანიზება; ატესტაციის შედეგების საფუძველზე, დაწინაურების რეზერვის შექმნა; თანამშრომელთა საბრძოლო ფიზიკური მომზადების განხორციელება; საშტატო მუშაობა, სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი და მცველის მოწმობების გაცემა; რიგითი შემადგენლობისათვის მორიგი და პირველადი სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე სათანადო მასალების შესწავლა-მომზადება; კანონმდებლობის შესაბამისად დეპარტამენტის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადების უზრუნველყოფა; დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე სასამართლოში დეპარტამენტის ინტერესების დაცვა; დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაცია; დეპარტამენტის საქმისწარმოების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა; დანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციების ანალიზის საფუძველზე ანალიტიკური მასალების მომზადება; ოპერატიული ინფორმაციის მიღება და გაცემა; დეპარტამენტის თავმჯდომარის ოპერატიული თათბირის ორგანიზება და თათბირის ოქმების შედგენა; დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული დანაყოფების მიერ განხორციელებული საქმიანობის საფინანსო და მატერიალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯების ინსპექტირება; საკადრო საქმიანობის შემოწმება მოქმედი კანონმდებლობისა და სამინისტროს შიდა ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; იარაღისა და საბრძოლო მასალების გამოყენების წესის კონტროლი; დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომების გამოყენებისათვის, შემოწმების მასალებზე დაყრდნობით, შესაბამისი დასკვნების მომზადება; კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლი, თავისი დანაყოფების მეშვეობით ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან კერძო დაცვითი ორგანიზაციის და მცველის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმება და ამ მოთხოვნების დარღვევისათვის კერძო დაცვითი ორგანიზაციისათვის, ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება; დეპარტამენტის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა, დეპარტამენტისა და მისი დანაყოფების ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრა და მისი სწორი ორგანიზაცია; დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებათა განხორციელება და მისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველო ორგანიზაციას უკეთებს ობიექტების დაცვას საპოლიციო ძალებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობათა დაცვას მათი ინკასირების დროს; მოძრავი ტვირთების დაცვა-გაცილებას; ფიზიკურ პირთა დაცვას; შეიმუშავებს დაცვითი საქმიანობის რეკომენდაციებს, ახორციელებს მათ დანერგვას პრაქტიკულ საქმიანობაში და კონტროლს შესრულებაზე, ახორციელებს დაცვის ტექნიკური მეთოდების სრულყოფას, არსებული დაცვითი-სახანძრო სიგნალიზაციის საშუალებების ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობების სრულად გამოყენებას და უახლესი ტექნოლოგიის აპარატურის დანერგვასა და მონტაჟს; ობიექტის მოზიდვის მიზნით ატარებს შესაბამის სამუშაოებს.
4. დაცვის პოლიციის დეპარტამენტში შეიძლება შეიქმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები