ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-1
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/07/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.101.016001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2-1
19/07/2014
ვებგვერდი, 19/07/2014
010250040.35.101.016001
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (19/07/2014 - 22/12/2014)

 

ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2-1

2014 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანდართული რეგლამენტი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2-14 გადაწყვეტილება.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი



დანართი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი

თავი I
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის საფუძვლები

მუხლი 1
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში – საკრებულო) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით ახორციელებს თვითმმართველობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, აგრეთვე კანონით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს აღმასრულებელი ორგანოებისა და ამ ორგანოების თანამდებობის პირების საქმიანობას, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საკრებულოს რეგლამენტით მისთვის განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე, 10 საარჩევნო ოლქის მიხედვით.

3. საკრებულოს მუდმივი ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი, თავისუფლების მოედანი №2.

4. საკრებულოს ადგილსამყოფელი საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიცვალოს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს.

5. საკრებულოს შენობაზე აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა.

6. ქალაქ თბილისის გერბს, დროშას, ჰიმნსა და სხვა სიმბოლოებს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წინასწარი კონსულტაციითა და თანხმობით ადგენს საკრებულო. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

7. საკრებულოში მიმართვის მიღებული ფორმებია:

ა) ბატონო/ქალბატონო თავმჯდომარევ;

ბ) ბატონო/ქალბატონო სხდომის თავმჯდომარევ;

გ) პატივცემულო კოლეგავ.

მუხლი 2
1. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებითა და  პარლამენტის თანხმობით უფლებამოსილია დაითხოვოს საკრებულო ან შეაჩეროს მისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ” ქვეპუნქტით  განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ წარმომადგენლობითი ორგანოს მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას.

2. საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ:

ა) საკრებულოს წევრთა რაოდენობა ნახევარზე მეტით შემცირდება;

ბ) საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში არ დაამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს;

გ) საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება.

3. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილებით იღებს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 3
1. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა;

ბ) საკითხთა თავისუფალი, კოლექტიური განხილვა-გადაწყვეტა;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საკრებულოს რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების განუხრელი დაცვა;

დ) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დაცვა და პატივისცემა;

ე) საკრებულოსა და მისი ორგანოების საქმიანობის საჯაროობა და დამოუკიდებლობა;

ვ) სახელმწიფოსა და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის დაცვა.

2. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, განკარგულება, მიმართვა, განცხადება და სხვა გადაწყვეტილება, აგრეთვე მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები და საკანონმდებლო წინადადება.

3. საკრებულოს სამუშაო და საქმისწარმოების ენაა ქართული ენა.

4. საკრებულო, მისი ორგანოები და თანამდებობის პირები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ და მათი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საკრებულოს რეგლამენტითა (შემდგომში – რეგლამენტი) და სხვა სამართლებრივი აქტებით.

5. რეგლამენტი განსაზღვრავს საკრებულოს სტრუქტურას, საკრებულოს მუშაობის და უფლებამოსილების განხორციელების წესსა და პროცედურებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად საკრებულოს ყველა წევრისთვის, აგრეთვე განსაზღვრულ ფარგლებში – საკრებულოს კონტროლს დაქვემდებარებული ყველა ორგანოსათვის.

მუხლი 4
1. სხდომათა დარბაზში, პრეზიდიუმში ადგილს იკავებენ საკრებულოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

2. სხდომათა დარბაზში, პრეზიდიუმის უკან, კედელზე მოთავსებულია თბილისის გერბი.

3. პრეზიდიუმში მარცხენა მხარეს დგას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა და ვიცე-მერის სავარძლები.

4. პრეზიდიუმის მარჯვნივ მოწყობილია ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის.

5. სხდომათა დარბაზში საკრებულოს წევრი იკავებს მხოლოდ მისთვის განკუთვნილ ადგილს.

6. სხდომათა დარბაზში უკანა რიგის მარცხენა მხარე განკუთვნილია ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებისათვის, ხოლო მარჯვენა მხარე – საკრებულოს ოფიციალური და საპატიო სტუმრებისათვის.

7. სხდომათა დარბაზში გამომსვლელთათვის მოწყობილი ტრიბუნის მარჯვნივ განთავსებულ მაგიდებთან ადგილს იკავებენ საკრებულოს აპარატის უფროსი და აპარატის ის საჯარო მოსამსახურე, რომელიც პასუხისმგებელია საკრებულოს სხდომის მიმდინარეობის ელექტრონული აპარატურის მართვაზე.

8. სხდომათა დარბაზის აივანზე მარჯვნივ ადგილს იკავებენ საკრებულოს აპარატის მოსამსახურეები, სხდომაზე კანონით განსაზღვრული წესით დასწრების მსურველი პირები, ხოლო მარცხნივ – მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აკრედიტებული წარმომადგენლები.

9. საკრებულოში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია რეგულირდება საკრებულოს აპარატის დებულებით.

10. საკრებულოში დაუშვებელია ისეთი გამოსვლები და მოქმედებანი, რომლებიც შეურაცხყოფს საკრებულოს სხდომის მონაწილეთა და დამსწრეთა პატივსა და ღირსებას.

11. საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საქმიანი.

მუხლი 5
1. საკრებულოს მუშაობის გაცნობის, წარმომადგენლობითი ორგანოს პატივისცემის სულისკვეთებით აღზრდის და ურთიერთკონტაქტის მიზნით, განსაზღვრული დროით სხდომათა დარბაზში შეიძლება მიიწვიონ მოსწავლე-ახალგაზრდობის წარმომადგენლები. დასაშვებია ჩატარდეს მათი დაჯილდოების ცერემონიალი.

2. საკრებულოს შენობაში დასაშვებია ექსკურსიები.


თავი II
საკრებულოს წევრი, საკრებულოს წევრის  სტატუსი

მუხლი 6
1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.

2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო კანონმდებლობით დადგენილი წესით.  

3. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) უფლებამოსილება პირადი განცხადებით მოიხსნა;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;

გ) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ, ან უგზო–უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

 ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში;

 ვ) დაიკავა ამ რეგლამენტის მე–10 მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა;

ზ) გარდაიცვალა.

4. საკრებულოს თანამდებობის პირს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.

მუხლი 7
1. თუ საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს საკრებულოს მუშაობაში ან არღვევს კანონით განსაზღვრულ თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია არკვევს გაცდენის მიზეზს ან/და დაუყოვნებლივ ამოწმებს/გამოითხოვს ინფორმაციას თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დასადგენად. იურიდიულ საკითხთა კომისია შეუთავსებლობის საკითხზე დასკვნას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს საკრებულოს. თუ დადასტურდა, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა ან საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი არღვევს თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს  საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრისთვის/თანამდებობის პირისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ძალაშია შესაბამისი ვადის (6 თვის) გასვლის/თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან.

2. საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობის მიუღებლობის საპატიო მიზეზად ითვლება ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა, სამსახურებრივი მივლინება. აღნიშნული მიზეზების თაობაზე სხდომამდე ინფორმირებული უნდა იყოს შესაბამისი ფრაქციისა და კომისიის თავმჯომარე - ფრაქციისა და კომისიის სხდომის გაცდენის შემთხვევაში. საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს სხდომის გაცდენის შემთხვევაში ინფორმირებული უნდა იყოს შესაბამისი ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც ვალდებულია გაცდენის თაობაზე შეატყობინოს საკრებულოს თავმჯდომარეს. აღნიშნულ შემთხვევაში საკრებულოს წევრს საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობის მიუღებლობა ეთვლება საპატიოდ. საკრებულოს ის წევრი, რომელიც არ არის არც ერთ ფრაქციაში გაერთიანებული, აღნიშნულ ინფორმაციას მიაწოდებს საკრებულოს თავმჯდომარეს.

3. საკრებულოს წევრს საკრებულოს სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ის პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს საკრებულოს სხდომაზე საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღებაზე. აღნიშნულის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ საკრებულოს სხდომაზე.

4. თუ საკრებულოს წევრს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ, უგზო–უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ორგანოებიდან გამოითხოვს ამ ფაქტის დამადასტურებელ საბუთებს, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას. აღნიშნული ფაქტების შესახებ ინფორმაციას საკრებულო ცნობად იღებს და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით.

5. თუ საკრებულოს წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია გამოითხოვს განაჩენს, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას. აღნიშნული ფაქტების შესახებ ინფორმაციას საკრებულო ცნობად იღებს და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით.

6. საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას. კომისია ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას რომელიც დაედო საფუძვლად განცხადებას და შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაციას საკრებულო ცნობად იღებს და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით.

 7. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტად ითვლება შესაბამისი განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღე.

 8. საკრებულოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია გამოითხოვს გარდაცვალების მოწმობას და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარადგენს,  რომელიც იღებს ცნობის სახით და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით.

 9. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა იმავე პუნქტის „ე” და „ვ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა საკრებულოს წევრს/თანამდებობის პირს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება შესაბამისი ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან.

 10. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რეგლამენტით დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს იურიდიულ საკითხთა კომისია, რომელიც ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს.

 11. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები საკრებულოს სხდომაზე განიხილება რიგგარეშედ.

მუხლი 8
1. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუჩერდება სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში. უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება შესაბამისად პატიმრობის ან ადმინისტრაციული პატიმრობის მოქმედების ვადით.

2. მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში:

ა) საკრებულოს წევრს აღუდგება  საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც  არის იგი, ხოლო  საკრებულოს თანამდებობის პირს მიეცემა განაცდური ხელფასი;

ბ) საკრებულოს წევრს, თუ გასულია საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც  იყო იგი, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება  საკრებულოს წევრად ყოფნის საერთო ვადაში, ხოლო  საკრებულოს თანამდებობის პირს მიეცემა შესაბამისი განაცდური ხელფასი.

მუხლი 9
1. საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად.

 2. საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა შეადგენს თვეში 1700 ლარს.

3. ხარჯების განსაზღვრა ხდება ამ თანხის ზღვრული მოცულობიდან:

ა) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს უფლება აქვთ ფრაქციის თითოეულ წევრს აუნაზღაურონ ფრაქციაში მუშაობისთვის გაწეული ხარჯი არაუმეტეს 300 ლარისა, თანახმად ფორმა №1-ისა;

ბ)  საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებს უფლება აქვთ კომისიის თითოეულ წევრს აუნაზღაურონ კომისიაში მუშაობისთვის გაწეული ხარჯი  არაუმეტეს 700 ლარისა, თანახმად ფორმა №2-ისა;

გ) დარჩენილი 700 ლარის საკრებულოს წევრზე გაცემის უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრის საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

4. საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნო საკითხების შესასწავლად გაწეული საქმიანობისა და  საკრებულოს წევრების საკრებულოს სხდომებზე დასწრების  მიხედვით  ადასტურებს საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურების N3 ფორმას და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.

5. განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ფორმას საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნო წარუდგენს ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს  №4 ფორმის თანახმად.

6. საკრებულოს თავმჯდომარე, ცვლილებებით ან უცვლელად, ამტკიცებს აღნიშნულ ფორმებს და გადასცემს საკრებულოს აპარატის შესაბამის განყოფილებას. 

მუხლი 10
1. საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. საკრებულოს წევრი თავისი მოვალეობის შესრულებისას შეზღუდული არ არის ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით.

2. დაუშვებელია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა.

3. თავისუფალი მანდატი საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან.                       

 4. საკრებულოს წევრს უფლება არ აქვს:

ა) იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი;

ბ) ეკავოს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირის თანამდებობა, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირის თანამდებობისა;

გ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც პირს ირჩევს, ნიშნავს ან ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი;

დ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც პირს  ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი;

ე) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც პირს ირჩევენ, ნიშნავენ ან ამტკიცებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები;

ვ) იმუშაოს საქართველოს სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების სისტემაში;

ზ) იყოს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე;

თ) იმუშაოს იმ სახელმწიფო ორგანოში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს;

ი)  იმუშაოს საკრებულოსა აპარატსა და გამგეობაში/მერიაში;

კ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საწარმოს (საწარმოების) მართვაში (იყოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვა), აგრეთვე იყოს თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე;

ლ) იმუშაოს სხვა ქვეყნის საჯარო სამსახურში.

5. საკრებულოს წევრს უფლება არ აქვს, კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი ან მათთან დაკავშირებული შესაძლებლობები გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის. საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი თქვას საკრებულოს სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც აქვს პირადი ინტერესი, ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც გავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე. 

მუხლი 11
საკრებულოს წევრს აქვს საკრებულოს წევრის მოწმობა და სამკერდე ნიშანი, რომელთა ნიმუშებსა და აღწერილობას ამტკიცებს საკრებულო. სამკერდე ნიშანი საჩუქრად გადაეცემა საკრებულოს წევრს.
მუხლი 12
1. საკრებულოს წევრი არის საკრებულოს საქმიანობის ძირითადი სუბიექტი. საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმებია:

ა) საკრებულოს სხდომებში, კომისიების, ფრაქციების და  დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა;

ბ) საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და ინიციირება;

გ) საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა;

დ) ამომრჩეველთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმები.

2. საკრებულოს წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები;

ბ) შეხვდეს მოქალაქეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეაგირება მოახდინოს მოქალაქეთა საჩივრებსა და განცხადებებზე;

გ) მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს სხდომებში,  საკრებულოს კომისიების და ფრაქციის (წევრობის შემთხვევაში) მუშაობაში;

დ) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს ინფორმაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცულია გასაჯაროებისაგან;

ე) იყოს საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა;

ვ) არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა;

ზ) ამომრჩეველთა მოთხოვნით შეხვდეს მათ.

3. საკრებულოს წევრი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს ან მერს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების ხელის შემშლელი  გარემოებების თაობაზე.

მუხლი 13
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკრებულოს წევრს უფლება აქვს ინიციირების წესით საკრებულოში:

ა) წარადგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) წარადგინოს წინადადება საკრებულოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ.

2. საკრებულო ვალდებულია განიხილოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის საფუძველზე ინიციირების წესით საკრებულოს სხდომაზე დასმული საკითხები.

3. საკრებულოს წევრი საკრებულოს უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ყველა საკითხის განხილვისას სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით.

4. საკრებულოს წევრი სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს საკრებულოს იმ ორგანოს მუშაობაში მონაწილეობისას, რომლის წევრიც არ არის.

5. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე:

ა) დასვას საკითხი განსახილველად;

ბ) წარადგინოს შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;

გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვა დაუსვას მომხსენებელსა და საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს, მიიღოს პასუხი და შეაფასოს იგი;

დ) გააცნოს საკრებულოს მოქალაქეთა წერილები და მიმართვები;

ე) გამოთქვას აზრი საკრებულოს მიერ შესაქმნელი ორგანოებისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომელთაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს ან რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა საკრებულო;

ვ) მონაწილეობა მიიღოს თბილისის ბიუჯეტის პროექტის, ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხის განხილვაში;

ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

6. საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს სხდომაზე მისი უფლებამოსილების განხორციელების პროცედურული საკითხები განისაზღვრება წინამდებარე რეგლამენტით.

მუხლი 14
საკრებულოს წევრს უფლება აქვს:

ა) კითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მერს/გამგებელს, სხვა თანამდებობის პირს და მიიღოს პასუხი, რომლებიც ვალდებულნი არიან ერთი კვირის ვადაში უპასუხონ საკრებულოს წევრის შეკითხვას. კითხვის ავტორთან შეთანხმებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 დღით;

ბ) შეუფერხებლად შეხვდეს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს;

გ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ნებისმიერი ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად;

ე) საკრებულოს აპარატს დადგენილი წესით მოსთხოვოს სათანადო ინფორმაცია და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა;

ვ) წარადგინოს საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ზ) წარადგინოს წინადადება საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ.

მუხლი 15
1. საკრებულოს წევრს საკრებულოს საქმიანობის განსახორციელებლად საკრებულოს შენობაში გამოეყოფა სამუშაო ფართობი, მოწყობილობა, ავეჯი და კავშირგაბმულობის საშუალებები.

2. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საზოგადოებრივ საწყისებზე მოიწვიოს ერთი თანაშემწე.

3. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე საკრებულოს წევრს გამოეყოფა სამსახურებრივი ავტომობილი (საჭიროების შემთხვევაში ადაპტირებული ან სპეციალური), ექმნება შესაბამისი სამუშაო გარემო და ენიშნება დამხმარე – თანაშემწე (თანმხლები). შეზღუდული შესაძლებლობის სხვა სტატუსის მქონე საკრებულოს წევრს საჭიროებიდან გამომდინარე ასევე ექმნება შესაბამისი სამუშაო პირობები.

მუხლი 16
1. მაჟორიტარული სისტემით არჩეული ქ. თბილისის საკრებულოს წევრის (შემდგომ – მაჟორიტარი საკრებულოს წევრი) ფუნქციონირებასა და საქმიანობასთან დაკავშირებით ამომრჩეველთან ურთიერთობის და მუშაობის ორგანიზების, აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით, შესაბამისი საარჩევნო  ოლქის ტერიტორიაზე  შეიძლება მოეწყოს მაჟორიტარი საკრებულოს წევრის სამუშაო ფართი მაჟორიტარი საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადით, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე:

ა) მაჟორიტარი საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან მუშაობის ორგანიზებას;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობაში მაჟორიტარი საკრებულოს წევრის მონაწილეობას;

გ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზების გაწევას და მოქალაქეთა წერილების განხილვას;

დ) მაჟორიტარი საკრებულოს წევრის სახელზე შემოსული წერილების, საჩივრებისა და განცხადებების შესწავლასა და რეაგირების მოხდენას;

ე) მაჟორიტარი საკრებულოს წევრისათვის მოქალაქეებისაგან დასმულ პრობლემებზე დასკვნებისა და წინადადების მომზადებას.

2. მაჟორიტარი საკრებულოს წევრის ოფისის ფუნქციონირებისთვის ქ. თბილისის ბიუჯეტიდან ქ. თბილისის საკრებულოსთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში ყოველთვიურად გამოიყოფა 5000 ლარი. მაჟორიტარი საკრებულოს წევრი საკრებულოს აპარატს წინასწარ, კვარტალში ერთხელ წარუდგენს მომდევნო კვარტალში განსახორციელებელი ხარჯების ძირითად პარამეტრებს. აღნიშნული 5000 ლარიდან ქ. თბილისის საკრებულოს აპარატი მაჟორიტარი საკრებულოს წევრის  წარდგინებით ახორციელებს:

ა) ოფისის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ – ტექნიკური და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენას;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საოფისე ფართობის დაქირავებას და გამქირავებლისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურებას;

გ) მაჟორიტარი საკრებულოს  წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციულ–ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფას;

დ) მაჟორიტარი საკრებულოს წევრის ოფისში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული 5000 ლარის სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის მოთხოვნის საფუძველზე დარჩენილი თანხა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემდეგ თვეებში.

4. საკრებულოს მაჟორიტარ წევრს, მისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში,  ქ. თბილისის ბიუჯეტიდან ქ. თბილისის საკრებულოსთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში საჭიროების შემთხვევაში დამატებით ერთჯერადად გამოეყოფა 3000 ლარი ოფისის მოსაწყობად. საკრებულოს მაჟორიტარი წევრის წარდგინებით, გამოყოფილი თანხის შესაბამისად ქ. თბილისის საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს ნივთების შეძენას.

5. შეძენილი მატერიალურ – ტექნიკური საშუალებები არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის – ქ. თბილისის საკუთრება (საკრებულოს აპარატის ბალანსზე რიცხული) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


თავი III
საკრებულოს კომისიები

მუხლი 17
1. საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით, საკრებულო თავისი შეხედულებებისამებრ  ქმნის  არაუმეტეს  11 კომისიას.

2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს არანაკლებ ხუთი წევრით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

3. საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები აირჩევიან საკრებულოს წევრთაგან. კომისიათა წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში, დასამტკიცებლად წარუდგენს  საკრებულოს, გარდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის დღისა. უფლებამოსილების ცნობის დღეს საკრებულოს წევრს შეუძლია კომისიის შემადგენლობაში შესვლის სურვილი გამოხატოს პირველსავე სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის წარდგინების გარეშე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი. საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ, დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით შეიძლება სხვა პირთა მოწვევაც.

4. საკრებულოს კომისიების შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება წინამდებარე რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით.

5. კომისიების საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევენ საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს ბიურო. 

მუხლი 18
1. საკრებულო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საკითხთა     შესწავლის მიზნით, შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები.

2. საკრებულო დროებითი სამშაო ჯგუფის ხელმძღვანელსა და წევრებს სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულო. დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით. დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.                               

3.  საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფში საკრებულოს წევრები შეყვანილი უნდა იქნენ საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით დროებით სამუშაო ჯგუფის წევრად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება სხვა პირთა მოწვევაც.

 4. საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესი განისაზღვრებ საკრებულოს რეგლამენტით. 

მუხლი 19
1.      ქ. თბილისის საკრებულოში საკრებულოს უფლებამოსილების ვადით იქმნება შემდეგი კომისიები:

ა)  იურიდიულ საკითხთა;

ბ) ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო;

გ) ჯანმრეთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა;

დ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის;

ე) განათლებისა და კულტურის;

ვ) გარემოს დაცვის;

ზ) ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების;

თ) სახელდებისა და სიმბოლიკის;

ი) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა;

კ) ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის;

ლ) სარევიზიო.

2. იურიდიულ საკითხთა კომისია ამზადებს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნებს საკრებულოს მიერ განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე. აკონტროლებს საკრებულოს ცალკეული სამართლებრივი აქტებისა და პროცედურული საკითხების შესაბამისობას რეგლამენტთან, შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს, დასკვნებს წინამდებარე რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.

3. ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია შექმნილია ქ. თბილისის ფინანსურ სისტემაში - საბიუჯეტო სისტემების შესახებ საკანონმდებლო ნორმატიული აქტების, ქალაქისა და რაიონების ბიუჯეტების ფორმირების, ფულადი სახსრების მობილიზაციის, ბიუჯეტის შემოსავლების მიზნობრივად განკარგვისა და სხვა საკითხებზე საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების მომზადების მიზნით, რაც მიმართული იქნება დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისაკენ.

4. ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია შექმნილია დედაქალაქში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა, ბავშვთა დაცვის, დემოგრაფიის და ვეტერანთა საკითხების სფეროში საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით.

5. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისია შექმნილია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების შემუშავებისა და  ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებულ საჩივრებსა და განცხადებებზე რეაგირების მიზნით.

6. განათლებისა და კულტურის კომისია შექმნილია დედაქალაქში საგანმანათლებლო, კულტურული პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვის, განხორციელების და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით.

7. გარემოს დაცვის კომისია შექმნილია დედაქალაქში გარემოს არსებული მდგომარეობის შესწავლა-შეფასებისათვის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენების აქტიური მხარდაჭერისთვის და საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებისა და დასკვნების შემუშვების მიზნით.

8. ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისია  შექმნილია დედაქალაქის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის, საინვესტიციო პოლიტიკის გატარების, უცხოეთის თვითმმართველობებთან ურთიერთობის საკითხთა შესწავლის, საზღვარგარეთის ქვეყნების ქალაქებთან ქ. თბილისის საკრებულოს ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავების და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების და საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებისა და დასკვნების შემუშვების მიზნით.

9. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია შექმნილია დედაქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ქუჩებისა და მოედნების სახელდების, დედაქალაქის გერბის, დროშის, ჰიმნისა და სხვა ახალი სიმბოლოების შექმნის, შემოღებისა და გამოყენების წესების შემუშავებისა და დადგენისა და საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებისა და დასკვნების შემუშვების მიზნით.

10. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია შექმნილია ბავშვთა-მოზარდთა, ახალგაზრდული, სპორტული და სხვა ღონისძიებების ორგანიზების, შესაბამისი პროგრამების დაგეგმვისა და სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით.

11. ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია შექმნილია ქალაქ თბილისის მოსახლების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, სამშენებლო ბიზნესის სტიმულირების, საქალაქო მეურნეობის დარგების განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად ინფრასტრუქტურის მოწყობის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამების დაგეგმვისა და სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით.

12. სარევიზიო კომისია შექმნილია თბილისის ორგანოების საფინანსო საქმიანობის კონტროლის, მისაღები შემოსულობების დროულობის და აღრიცხვის, გადასახდელების კანონიერების კონტროლის და ქალაქ თბილისის ბიუჯეტთან მათი შესაბამისობის შემოწმების მიზნით. კომისია ასევე შეისწავლის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას თბილისის ორგანოების მოსამსახურეების მიერ კანონიერების დაცვას. კომისია  6 თვეში ერთხელ წარუდგენს საკრებულოს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ. თბილისის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის დამტკიცებისას კომისია საკრებულოს წარუდგენ შემოწმების წლიურ ანგარიშს.

13. საკრებულოს კომისიების დამატებითი უფლებამოსიკლებანი განისაზღვრება კომისიების დებულებებით.

მუხლი 20
1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, ირჩევს საკრებულო. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედს და საკრებულოს ფრაქციას.

2. კანდიდატის დასახელების შესახებ განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით.

3. კანდიდატთა დასახელების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას. კანდიდატს უფლება აქვს მოხსნას თავისი კანდიდატურა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. კანდიდატებს კენჭი ეყრებათ დასახელების რიგითობის მიხედვით.

4. კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ კანდიდატი მოაგროვებს კომისიის თავმჯდომარის არჩევისათვის საჭირო ხმათა რაოდენობას, კენჭისყრის პროცედურა წყდება და დარჩენილ კანდიდატებს კენჭი არ ეყრებათ.

5. თუ კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობდა ერთი კანდიდატი და იგი არ იქნა არჩეული, ტარდება ხელახალი არჩევნები.

6. თუ კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობდა ორი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც ხმების მეტი რაოდენობა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება ხელახალი არჩევნები.

7. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორზე მეტი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება არჩევნების მომდევნო ტური იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც ხმების მეტი რაოდენობა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ მომდევნო ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.

8. კენჭისყრისას ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.

9. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატს ყოველი კენჭისყრის წინ შეუძლია მოხსნას თავისი კანდიდატურა.

მუხლი 21
1. საკრებულოს კომისის თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა და  შესაბამისი კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

მუხლი 22
1. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მას გააცნობს საკრებულოს. კომისიის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება განცხადების საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენის დღიდან.

2. საკრებულო ცნობად იღებს კომისიის თავმჯდომარის განცხადებას.

3. კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო უახლოეს სხდომაზე, ამ რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ირჩევს კომისიის ახალ თავმჯდომარეს.

4. კომისიის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან. 

მუხლი 23
კომისია კომისიის წევრთაგან განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს კომისიის თავმჯდომარის მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების შემთხვევისათვის. 
მუხლი 24
1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს  და წარმართავს კომისიის სხდომებს;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;

გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;

დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ე) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს;

ვ) მოქმედებს კომისიის სახელით;

ზ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება.

მუხლი 25
1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს დადგენილებებისა და განკარგულებების პროექტებს;

ბ) მონაწილეობს საკრებულოში შესული პროექტების განხილვა-დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და გადასცემს საკრებულოს შესაბამის ორგანოებს;

გ) განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს, ნიშნავს ან ითანხმებს  საკრებულო, რის თაობაზეც შესაბამის დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს;

დ) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას;

ე) აკონტროლებს საკრებულოს დადგენილებების და განკარგულებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;

ვ) ახორციელებს კონტროლს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობაზე და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;

ზ) წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;

თ) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ უფლებამოსილებებს.

2. კომისიის დამატებითი უფლებამოსილებანი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო.

მუხლი 26
 საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები, კომისიის მოთხოვნით, ვალდებულნი არიან კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. 
მუხლი 27
საკრებულოს მიერ არჩეული,  დანიშნული ან შეთანხმებული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომისიამ.
მუხლი 28
1. კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია, მაგრამ არანაკლებ თვეში 1 სხდომისა. კომისიის მორიგი სხდომის გამართვის დროს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომის მასალები ურიგდებათ და ინფორმაცია მისი დღის წესრიგისა და თარიღის შესახებ კომისიის წევრებს ეცნობებათ შესაძლოდ მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ერთი დღისა.

2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

3. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში. ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს რეგლამენტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

4. გადაწყვეტილება მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

5. კომისიის სხდომა საჯაროა. კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში კომისია ატარებს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

6. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრები და მოწვეული სხვა პირები. კომისიის სხდომას შეიძლება დაესწრონ დასწრების მსურველი პირები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება.

7. კომისიის მორიგი სხდომის დღის წესრიგი სხდომამდე არა უგვიანეს 1 დღისა განთავსდება საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

მუხლი 29
1. კომისიის სხდომაზე განიხილება კომისიაში შემუშავებული და შემოსული პროექტები, ინფორმაციები კომისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებათა აქტუალურ საკითხებზე, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრთა და თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები, ინფორმაციები, შემოწმებათა სხვა შედეგები.

2. კომისია იღებს გადაწყვეტილებას რეკომენდაციის, დასკვნის, წინადადების სახით.

3. კომისიის გადაწყვეტილებები წარედგინება საკრებულოს სხდომას და/ან იგზავნება დანიშნულებისამებრ. კომისიის გადაწყვეტილებები ასევე ეგზავნება იურიდიულ საკითხთა კომისიას.

მუხლი 30
საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნით ან შესაბამისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.
მუხლი 31
1. კომისიის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება საკრებულოს კომისიის სამდივნო, რომელიც წარმოადგენს  საკრებულოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს.

2. კომისიის სამდივნო:

ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომების მომზადებას, მიღებული გადაწყვეტილებებისა და სხდომათა ოქმების გაფორმებას;

ბ) ახორციელებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;

გ) მუშაობს კომისიის დებულებით განსაზღვრული დარგობრივი მიმართულებების საკითხებზე, ასრულებს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის დავალებებს;

დ) ასრულებს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტით, კომისიის დებულებითა და საკრებულოს აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

3. კომისიის სამდივნოს შემადგენლობაში შედიან კომისიის სამდივნოს უფროსი, აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოსამსახურეები, ასევე შტატგარეშე მოსამსახურეები და საზოგადოებრივ საწყისებზე მოწვეული სპეციალისტები.

4. კომისიის სამდივნოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოსამსახურეების დანიშვნის მიმართ გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

5. კომისიის სამდივნოს შტატგარეშე მოსამსახურის მიმართ გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 35-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.


თავი IV
საფინანსო კონტროლი და ზედამხედველობა

მუხლი 32
 1. ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის  78-ე მუხლის შესაბამისად თბილისის ორგანოების  საქმიანობის შიდა აუდიტი და ინსპექტირება ხორციელდება ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თბილისის მერიის დებულების შესაბამისად.

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს საკრებულოს უფლებამოსილების ვადით ირჩევს საკრებულო.

3. შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს.

4. შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

5. თბილისის საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი. შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის  თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვან ქ. თბილისის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.


თავი V
საკრებულოს ფრაქციები

მუხლი 33
1. საკრებულოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საკრებულოს ფრაქციაში. საკრებულოს ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესები, მისი უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ რეგლამენტით.

2. ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის წევრებს უფლება აქვთ, გაერთიანდნენ მხოლოდ ერთსა და იმავე ფრაქციაში (ასეთი ფრაქცია შეიძლება შექმნან ორი ან მეტი პარტიის წევრებმაც). საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ უპარტიო  საკრებულოს წევრს უფლება აქვს, გაერთიანდეს მხოლოდ ამ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიების მიერ შექმნილ ერთ-ერთ ფრაქციაში. არჩევნებში მონაწილე პარტიის წარდგენით არჩეულ უპარტიო  საკრებულოს წევრს უფლება აქვს, გაერთიანდეს ფრაქციაში მხოლოდ ამ პარტიის წევრებთან ერთად.

3. საკრებულოს ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები.

4. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.

5. საკრებულოს ფრაქციის შექმნა შეიძლება როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე.

6. დაუშვებელია ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, რელიგიური, პროფესიული, პირადი ან ტერიტორიული (საცხოვრებელი ადგილის) ნიშნით.

7. საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს რეგისტრაციის მომენტიდან.

მუხლი 34
1. ფრაქციის შექმნის მსურველი საკრებულოს წევრები შეიმუშავებენ ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმასა და წესდებას.

2. ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული საკრებულოს არანაკლებ სამი წევრის მიერ ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმისა და წესდების მიღების მომენტიდან.

3. ახალშექმნილი ფრაქციის რეგისტრაცია სავალდებულოა. 

მუხლი 35
1. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს.

2. ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (არა უმეტეს ორი).

3. ფრაქციის რეგისტრაციისათვის, ფრაქციის შექმნიდან ერთი კვირის ვადაში ფრაქციის თავმჯდომარე მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს განცხადებით, რომელშიც მითითებულია ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების), მდივნის და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და ფრაქციის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი წესდება. საკრებულოს თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის შემოსულ მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს იურიდიულ საკითხთა კომისიას, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე. თუ ბიურო იურიდიულ საკითხთა კომისიის დასკვნის განხილვისას არ მიიღებს სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრაციაში გატარებულად ჩაითვლება საკრებულოს თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან.

4. ახლად არჩეული საკრებულოს თანამდებობის პირების არჩევამდე და საკრებულოს ბიუროს პირველ შეკრებამდე საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს წყვეტს საკრებულოს სხდომა საკრებულოს აპარატის შესაბამისი განყოფილების სამართლებრივი დასკვნის საფუძველზე.

5. თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, მას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი დააყენოს საკრებულოს სხდომაზე.

6. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს სამ წევრზე ნაკლები, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება, რის თაობაზეც იურიდიულ საკითხთა კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს ბიუროს. ამასთან, აღნიშნულის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს წევრებს. 

მუხლი 36
1. ფრაქციაში გაწევრიანების მსურველი საკრებულოს წევრი წერილობითი განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს.

2. ფრაქცია საკრებულოს წევრის განცხადებას განიხილავს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

3. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე სამი დღის ვადაში წერილობით ატყობინებს იურიდიულ საკითხთა კომისიას და საკრებულოს აპარატს.

მუხლი 37
  1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციის შემადგენლობიდან, რის შესახებაც სამი დღის ვადაში წერილობით ატყობინებს იურიდიულ საკითხთა კომისიას, რომელიც აღნიშნულ ფაქტს უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს.

 2. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიიღოს ახალი წევრი ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.

 3. ფრაქციიდან წევრის გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე წერილობით ატყობინებს იურიდიულ საკითხთა კომისიას.

 4. ფრაქციის თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების და მდივნის არჩევის, გადაყენების, გადადგომის, აგრეთვე ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ სამი დღის ვადაში წერილობით ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარესა და იურიდიულ საკითხთა კომისიას.

მუხლი 38
ფრაქციის ამოცანებია:

ა) გამოხატოს და გაატაროს საკუთარი პოლიტიკური კურსი;

ბ) მონაწილეობა მიიღოს საკრებულოსა და მისი ორგანოების საქმიანობის სრულყოფაში, ხელი შეუწყოს საკრებულოს წევრთა შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას და მათი აქტიურობის გაზრდას, აგრეთვე მათ მიერ ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულებას;

გ) მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე  განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვისა და სხდომაზე მომხსენებლის დანიშვნის თაობაზე;

დ) წარადგინოს კანდიდატები საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევით თანამდებობაზე;

ე) მოამზადოს და საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები;

ვ) შეკითხვით მიმართოს საკრებულოს მიერ შექმნილ ორგანოებს და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ პირებს;

ზ) საკრებულოს კომისიაში და საკრებულოს სხდომაზე გამოთქვას თავისი მოსაზრება საკრებულოს მიერ ასარჩევ, დასანიშნ, დასამტკიცებელ ან იმ კანდიდატურის თაობაზე, რომლის დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა საკრებულო;

თ) გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისი და მიმართვა საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე;

ი) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

მუხლი 39
1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.

2. ფრაქციის სხდომათა პერიოდულობა განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

3. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით ფრაქცია განხილვის შემდეგ ნიშნავს გამომსვლელს, რომელიც საკრებულოს სხდომაზე წარმოადგენს ფრაქციის პოზიციას.

4. ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ფრაქციის გადაწყვეტილებით კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება ჩატარდეს საჯარო ან დახურული სხდომა.

5. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია:

ა) მოამზადოს და საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები;

ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვის თაობაზე;

გ) წარადგინოს კანდიდატები საკრებულოს არჩევით თანამდებობაზე;

დ) ფრაქციის წესდებაში შეიტანოს ცვლილებები და დამატებები;

ე) აირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები;

ვ) გადაწყვიტოს ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები;

ზ) ისარგებლოს ამ რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

მუხლი 40
1. ფრაქციის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს ფრაქციას საკრებულოში და მის გარეთ;

გ) წარმართავს ფრაქციის სხდომებს;

დ) ახორციელებს რეგლამენტითა და ფრაქციის წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ფრაქციის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა, ეწეოდეს სამეწარმეო ან სხვა საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების გარდა.

3. ფრაქციის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ფრაქციის გადაწყვეტილებით, ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე ან მდივანი. 

მუხლი 41
1. ფრაქციას აქვს საკრებულოში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ინიციირების უფლება.

2. ფრაქციას უფლება აქვს შეკითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებს და ქ. თბილისის მთავრობის ცალკეულ წევრებს, რომლებიც ვალდებულნი არიან კანონით დადგენილი წესით უპასუხონ შეკითხვას.

3. თბილისის მთავრობის წევრი, საკრებულოს მიერ არჩეული და საკრებულოს თანხმობით დანიშნული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს ფრაქციის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს ანგარიში გაწეული სამინიანობის შესახებ.

4. ფრაქცია უფლებამოსილია მოითხოვოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა.

5. ფრაქციას უფლება აქვს საკრებულოს სხდომებზე ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გამოთქვას თავისი მოსაზრება საკრებულოს მიერ ასარჩევი და დასანიშნი კანდიდატურების შესახებ, დაასახელოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს კამათში და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

6. ფრაქციის მოთხოვნით საკრებულოს აპარატი ვალდებულია საკრებულოს წევრებს შორის გაავრცელოს ფრაქციის ოფიციალური მიმართვა.

7. ფრაქციის მიერ გავრცელებულ ყველა დოკუმენტს ხელს აწერს ფრაქციის ხელმძღვანელი პირი.

მუხლი 42
1. ფრაქციის შიდაორგანიზაციული საკითხები ამ რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად რეგულირდება ფრაქციის წესდებით.

2. ფრაქციის წესდებაში უნდა განისაზღვროს ფრაქციის მიზნები, მისი სტრუქტურა, ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების წესი, ფრაქციის ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და მათი კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, აგრეთვე წესდების ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის პროცედურა.

მუხლი 43
1. სხდომათა დარბაზში ფრაქციას გამოეყოფა შესაბამისი ადგილი, ხოლო საკრებულოს შენობაში – სამუშაო ფართობი.

2. ფრაქციას, თავისი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, უფლება აქვს ჰყავდეს შტატგარეშე მოსამსახურეები.

3. ფრაქციისათვის ყოველწლიურად გამოიყოფა შტატგარეშე მოსამსახურეთა ასაყვანი წლიური სახელფასო ლიმიტი, რომელიც მტკიცდება საკრებულოს განკარგულებით.

4. ფრაქციის შტატგარეშე მოსამსახურეებს ფრაქციის თავმჯდომარის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.


თავი VI
საკრებულოს თანამდებობის პირები,

მათი არჩევა და გადაყენება


მუხლი 44
საკრებულოს თანამდებობის პირები არიან:

ა) საკრებულოს თავმჯდომარე;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები;

გ)  საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე;

დ) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე.

მუხლი 45
1. საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.

2. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს არანაკლებ 3 წევრს.

3. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და კანდიდატებისაგან ითხოვს თანხმობას, კენჭი იყარონ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით.  

4. თუ  საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები.

5. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები.

6. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმები მიიღეს. მეორე ტურში კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები. თუ მეორე ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.

7. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ყოველი კენჭისყრის წინ მოხსნას თავისი კანდიდატურა.

8. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ერთი და იმავე პირის წარდგენა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

მუხლი 46
1. საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი  საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა.  საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საკრებულომ არ მიიღო გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია. 

მუხლი 47
1.   საკრებულოს თავმჯდომარე:

ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს, წარმართავს და  საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე დახურულად აცხადებს  საკრებულოს სხდომას;

ბ)  საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას უზრუნველყოფს  საკრებულოს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვას;

გ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და  საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი პროცედურების დაცვას;

დ) ადგენს  საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას,  საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;

ე) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ვ) კოორდინაციას უწევს  საკრებულოს კომისიების მუშაობას;

ზ) წარმოადგენს  საკრებულოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

თ)  საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების წარდგინებით  საკრებულოს კომისიებში იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს; მათთან დებს და აუქმებს ხელშეკრულებებს;

ი) ხელს აწერს  საკრებულოს დადგენილებებს, განკარგულებებსა და სხდომების ოქმებს;

კ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართებრივ აქტს - ბრძანებას.

ლ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს;

მ)  საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით  საკრებულოს წარუდგენს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს;

ნ)  საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს  საკრებულოს რეგლამენტს,  საკრებულოს  კომისიის დებულებას და  საკრებულოს აპარატის დებულებას;

ო) ამტკიცებს  საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

პ) იღებს გადაწყვეტილებებს  საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ჟ) უფლებამოსილია აპარატის საქმიანობის განხორციელებიდან გამომდინარე საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეული უფლებამოსილებანი დელეგირებით გადასცეს საკრებულოს აპარატის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით;

რ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას  საკრებულოში პირის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ;

ს) გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯომარეების და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა და შტატგარეშე მომსამსახურეთათვის შვებულების და ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მივლინების თაობაზე, ასევე ნიშნავს საკრებულოს დელეგაციის ხელმძღვანელს.

ტ) საკრებულოს სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებემოსილებებს, მათ შორის რწმუნებებს (მინდობილობებს);

უ) საკრებულოს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს;

ფ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს მისი არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს;

ქ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და  საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2.  საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია  საკრებულოს წინაშე.

 

მუხლი 48
1. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.

2. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა, საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს ხელახლა წარადგინოს იგივე კანდიდატი მხოლოდ ერთხელ ან დაასახელოს სხვა კანდიდატურა.

3. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებისას მის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნისას – ერთ-ერთი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები ახორციელებენ ფუნქციებს ამ რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს დავალებით.

4. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები გადაყენებულად ჩაითვლებიან, თუ წინადადებას მათი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

5. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადადგომის, თანამდებობიდან გადაყენების ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო უახლოეს სხდომაზე ირჩევს თავმჯდომარის ახალ მოადგილეს დადგენილი წესით.

6. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლება არა აქვთ ეკავოთ რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება.


თავი VII
საკრებულოს ბიურო

მუხლი 49
1.  საკრებულოს მუშაობის ორგანიზების მიზნით იქმნება საკრებულოს ბიურო (შემდგომში – ბიურო), რომლის შემადგენლობაში შედიან:  საკრებულოს თავმჯდომარე,  საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები,  საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები.

2. ბიურო:

ა) ადგენს  საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის,  საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის პროექტებს;

ბ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას;

გ) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებზე  საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებსა და წინადადებებს;

დ) ისმენს თანამდებობის პირთა ანგარიშებს;

ე) გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარის სხვა სახელმწიფოში მივლინების საკითხთან დაკავშირებით;

ვ) გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარისათვის შვებულების მიცემის თაობაზე;

ზ)  თანხმობას გასცემს ქ. თბილისის  ბიუჯეტის პროგრამების ფარგლებში განსაზღვრული პროექტების განხორციელებაზე საკრებულოს შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე;

თ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 50
1. ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე.

2. ბიუროს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, რის თაობაზეც ბიუროს წევრებს ეცნობებათ სხდომამდე ერთი დღით ადრე მაინც.

3. ბიუროს შემადგენლობაში შემავალ თანამდებობის პირებს ურიგდებათ ბიუროს სხდომის მასალები სხდომამდე გონივრულ ვადაში, მაგრამ ერთი საათით ადრე მაინც, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

4. ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ბიუროს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იგი გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

5. ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრის დასწრება სავალდებულოა.

6. ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

7. საკრებულოს ბიურო სხდომაზე განიხილავს ბიუროზე წარმოდგენილ ყველა მასალას (საკრებულოს დადგენილებებისა და განკარგულებების პროექტები, დასკვნები და სხვა).


თავი VIII
საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა

მუხლი 51
1. საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა გაიხსნება, თუ მას ესწრება (რეგისტრირებულია) ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული დროებითი მოწმობის საფუძველზე ახორციელებს საკრებულოს აპარატი. სხდომაზე დასწრებას საკრებულოს წევრები ადასტურებენ სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით ან ელექტრონული რეგისტრაციით.

2. საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა მოიწვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს სხდომებს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს სხდომაზე დამსწრე უხუცესი წევრი.

3. ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება თუ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკრებულომ არის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს.

4. თუ  საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკრებულომ, ნაკლებია საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე საკრებულოს სხდომა წყდება. ახალარჩეული საკრებულოს მომდევნო სხდომა მოიწვევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, მიმდინარეობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. საკრებულოს აპარატი ტექნიკურად უზრუნველყოფს საკრებულოს პირველი სხდომის მიმდინარეობას.

მუხლი 52
საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, როგორც წესი, ირჩევს:

ა) საკრებულოს თავმჯდომარეს;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს;

გ) საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებს.


თავი IX
საკრებულოს სხდომები

მუხლი 53
1. საკრებულოს ბიურო განსახილველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა საკითხების ნუსხის საფუძველზე ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს.

2. საკრებულო სხდომაზე რიგგარეშედ განიხილავს:

ა) საკითხს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შესახებ;

ბ) თანამდებობის პირთათვის უნდობლობის (თანამდეობიდან გადაყენების) გამოცხადების საკითხს.

3. საკრებულოს წევრს უფლება აქვს მოითხოვოს განცხადების გაკეთება ისეთ საკითხზე, რომელიც არ შეეხება სხდომის დღის წესრიგს. ასეთი განცხადებისათვის საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს თითოეულ ფრაქციას დღის წესრიგის დამტკიცებამდე აძლევს ხუთწუთიან სიტყვას, ხოლო საკრებულოს იმ წევრს, რომელიც არ არის არცერთ ფრაქციაში გაერთიანებული, ეძლევა ორწუთიანი სიტყვა. კამათი ასეთი განცხადებების გამო შეიძლება გაიმართოს მხოლოდ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ. საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები სიტყვის უფლებით სარგებლობენ შეუზღუდავად.

4. საკრებულოს თავმჯდომარე სხდომას არ ხურავს დღის წესრიგით დამტკიცებული საკითხების ამოწურვამდე. თუ დღის წესრიგის საკითხების განხილვა ვერ მოესწრო საკრებულოს სხდომაზე, საკრებულო უფლებამოსილია გააგრძელოს სხდომა ან გამოაცხადოს იგი შეწყვეტილად, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარე აკეთებს განცხადებას სხდომის გაგრძელების თარიღისა და დროის შესახებ. საკრებულო აგრეთვე უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომის ვადამდე დამთავრების ან შეწყვეტის შესახებ. 

მუხლი 54
1. საკრებულოს სხდომები საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც, ყოველი თვის ბოლო სრულ კვირას.

2. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება საკრებულოს სხდომის ჩატარების შესახებ სხდომის ადგილის, დროისა და დღის წესრიგის მითითებით, გამოეკვრება საჯარო გაცნობისთვის საკრებულოს შენობაში, სხდომის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას და განთავსდება საკრებულოს ოფიციალურ                       ვებგვერდზე, რაც ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეცნობებთ საკრებულოს წევრებს.

3. საკრებულოს შეუძლია გამართოს გასვლითი სხდომები.

4. გადაუდებელი აუცილებლობისას, საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, რაც დაუყოვნებლივ ეცნობებათ საკრებულოს წევრებს.

5. საკრებულოს მიერ გადაუდებელი აუცილებლობისას სხდომის ჩატარების ან სხდომის დახურვის შემთხვევაში, საკრებულო ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში განმარტოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.

6. საკრებულოს წევრებს საკრებულოს მორიგი სხდომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების ადგილი, თარიღი, დაწყების დრო, დღის წესრიგი და მიეწოდოთ შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები. აღნიშნულს ორგანიზებას უწევს და პასუხისმგებელია საკრებულოს აპარატი.

მუხლი 55
1. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;

ბ) ქალაქ თბილისის მერის წინადადებით;

გ)  საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით;

დ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით;

ე) ქალაქ თბილისში რეგისტრირებული  არანაკლებ 10 000 ამომრჩევლის მოთხოვნით.

2. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა (წინადადება) წერილობითი ფორმით გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებასა და სხდომის დღის წესრიგის პროექტს.

3. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში  საკრებულოს თავმჯდომარე იწვევს  რიგგარეშე სხდომას. თუ საკრებულოს თავმჯდომარე ერთი კვირის ვადაში არ მოიწვევს რიგგარეშე სხდომას, საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს.

4. საკრებულოს წევრთა ინფორმირებას საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. რიგგარეშე სხდომაზე  საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას კანონმდებლობით დადგენილი წესით თავმჯდომარეობს  საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო მათი არყოფნისას – სხდომაზე დამსწრე უხუცესი  საკრებულოს  წევრი.

 5. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილება მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. 

მუხლი 56
1. საკრებულოს სხდომა იწყება საკრებულოს სხდომის დანიშვნის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებაში მითითებულ დროსა და ადგილზე.

2. სხდომაზე შესვენება ცხადდება საკრებულოს თავმჯდომარის შეხედულებით ან საკრებულოს დამსწრეთა უმრავლესობის მოთხოვნით. 

მუხლი 57
1. საკრებულოს სხდომები ტარდება ღიად, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 

2. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა ნუსხა განისაზღვრება საკრებულოს მიერ.

3. საკრებულოს სხდომის მსვლელობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

4. საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომაზე წესრიგის დაცვას.

5. საკრებულოს აპარატი ასევე უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომების ოქმის წარმოებას, სადაც ფიქსირდება შემდეგი მონაცემები: სხდომის გამართვის თარიღი, დღის წესრიგი, დამსწრეთა და მოწვეულ პირთა სახელი, გვარი და თანამდებობა, გამომსვლელთა გვარები და მათი გამოსვლების მოკლე შინაარსი, მიღებული გადაწყვეტილება. სხდომის დღის წესრიგის ყველა საკითხი ოქმში შეიტანება შემდეგნაირად: მოისმინეს, აზრი გამოთქვეს, გადაწყვიტეს. თუ არსებობს მოხსენების ტექსტი ან მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტები, აგრეთვე სხვა მასალა, ისინი დაერთვის ოქმს, ხოლო ოქმში კეთდება მითითება: „მოხსენების ტექსტი” (გადაწყვეტილების პროექტი, ან სხვა მასალა სხდომის ოქმს თან ერთვის).

6. საკრებულოს სხდომის მსვლელობა იწერება საკრებულოს სხდომათა დარბაზში არსებული შესაბამისი აპარატურის მეშვეობით და ჩანაწერის ფაილი ინახება საქმისწარმოების განყოფილებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

მუხლი 58
1. საკრებულოს სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრები გადიან რეგისტრაციას.

2. როგორც წესი საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაცია ელექტრონული სისტემით ვერ ხერხდება, საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს რეგისტრაციას შესაბამის რეესტრში საკრებულოს წევრების მიერ ხელმოწერების მეშვეობით.

3. ელექტრონული სისტემის მეშვეობით საკრებულოს წევრთა დასწრების რეგისტრაციას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის ის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს საკრებულოს სხდომათა დარბაზის რადიოფიცირებისა და კენჭისყრის აპარატურის მართვას.

4. ელექტრონული სისტემით რეგისტრაციის დროს საკრებულოს თითოეული წევრი სარეგისტრაციო ელექტრონული ბარათის მეშვეობით ადასტურებს სხდომაზე დასწრების ფაქტს. რეგისტრაციის მომენტისათვის სარეგისტრაციო ბარათის არქონის შემთხვევაში საკრებულოს წევრს საკრებულოს აპარატის მიერ მიეცემა სათადარიგო ბარათი, რომელიც სხდომის დასრულებისთანავე უბრუნდება აპარატს.

5. სარეგისტრაციო ელექტრონული ბარათის დაკარგვის შემთხვევაში საკრებულოს წევრი დაუყოვნებლივ აცნობებს საკრებულოს აპარატს, რომელიც შესაძლო მოკლე ვადაში უზრუნველყოფს ახალი ბარათის დამზადებას, ხოლო საკრებულოს წევრის მიერ ბარათის განმეორებით დაკარგვის შემთხვევაში, იგი საკუთარი სახსრებით აანაზღაურებს ბარათის დამზადების ხარჯებს.

6. საკრებულოს გასვლითი სხდომების დროს რეგისტრაციისა და კენჭისყრის ელექტრონული სისტემა არ გამოიყენება.

7. რეგისტრაციის შემდეგ რეგისტრაციის შედეგების სიზუსტეს საჭიროების შემთხვევაში ადასტურებს საკრებულოს აპარატი.

8. თუ რეგისტრაციის შედეგი ეჭვს იწვევს, საკრებულოს წევრს უფლება აქვს მოითხოვოს რეგისტრაციის შედეგების შემოწმება რეგისტრაციაში გატარებულ წევრთა სიის ამოკითხვით. ხელახალი რეგისტრაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულოს თავმჯდომარე იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს.

9. საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

10. საკრებულოს წევრს საკრებულოს სხდომა არ ჩაეთვლება გაცდენილად თუ იგი ერთხელ მაინც მიიღებს მონაწილეობას საკითხის განხილვასა და კენჭისყრაში.

11. თუ საკრებულოს სხდომის გახსნისას რეგისტრაციის შედეგების მიხედვით სხდომათა დარბაზში არ იმყოფება საკრებულოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარის ინიციატივით ცხადდება ათწუთიანი შესვენება, რის შემდეგაც მომდევნო 15 წუთის განმავლობაში ტარდება ხელახალი რეგისტრაცია. თუ არც ამ შემთხვევაში არ აღმოჩნდა საკრებულოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

12. კენჭისყრის ელექტრონული მოწყობილობის ტექნიკური შეფერხებისას სხდომის თავმჯდომარე ან აცხადებს შესვენებას აღნიშნული შეფერხების აღმოსაფხვრელად ან/და იღებს სხვა გადაწყვეტილებას.

მუხლი 59
1. საკრებულოს თავმჯდომარე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საკრებულო ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. დღის წესრიგის პროექტში საკითხების თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს საკრებულოს გადაწყვეტილებით.

2. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით საკრებულოს წევრს ეძლევა სამწუთიანი სიტყვა.

3. საკრებულოს მიმდინარე სხდომის დღის წესრიგში საკითხი არ შეიტანება მისი ბიუროზე რეგლამენტით დადგენილი წესით განხილვის გარეშე. თუ საკრებულოს წევრი მოითხოვს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში საკითხის შეტანას, საკრებულო ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას საკითხის წამყვანი კომისიის (კომისიების) უახლოეს სხდომაზე განხილვისა და რეგლამენტით საკითხის განხილვისათვის გათვალისწინებული შემდეგი პროცედურების გავლის თაობაზე.

 4. სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა, კვორუმი სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, ასევე სხვა ინფორმაცია გამოისახება საკრებულოს სხდომათა დარბაზში დამონტაჟებულ სპეციალურ მონიტორზე.

მუხლი 60
1. საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ საკითხის განხილვა იწყება საკითხის წარმომდგენი პირის მოხსენებით, რომელიც აღნიშნულ მოხსენებას წარმოადგენს ტრიბუნასთან გამოსვლით. აღნიშნულ საკითხზე საჭიროების შემთხვევაში თანამომხსენებელი წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. მოხსენების მოსმენის შემდეგ, სხდომის თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს საშუალებას აძლევს მათთვის საინტერესო კითხვებით მიმართონ მომხსენებელს. გამომსვლელთა რიგითობა დგინდება ავტომატურად მსურველი დეპუტატის მიერ განკუთვნილ ადგილას დამონტაჟებულ მიკროფონთან ღილაკზე თითის დაჭერით.

3. საკრებულოს დანარჩენი წევრები სიტყვას წარმოთქვამენ სხდომათა დარბაზში მათთვის განკუთვნილ ადგილას დამონტაჟებულ მიკროფონთან.

4. საკრებულოს წევრი, რომელიც სიტყვის მიცემისას არ აღმოჩნდება სხდომათა დარბაზში კარგავს ამ საკითხზე რიგით გამოსვლის უფლებას.

5. ქ. თბილისის მერს, ვიცე-მერსა და ქ. თბილისის მთავრობის წევრებს უფლება აქვთ რიგგარეშედ და დროის შეუზღუდავად გამოვიდნენ საკითხის განხილვისას.

6. პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წევრს სიტყვა მიეცემა რიგგარეშედ. წინადადება უნდა შეეხებოდეს მხოლოდ სხდომის დღის წესრიგს ან განსახილველ საკითხს.

7. საკრებულოს წევრს შეუძლია უარი თქვას სიტყვით გამოსვლაზე.

მუხლი 61
საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმებია:

ა) მოხსენება;

ბ) თანამოხსენება;

გ) განსახილველ საკითხზე სიტყვით გამოსვლა;

დ) დასკვნითი სიტყვა;

ე) რეპლიკა;

ვ) შეკითხვა, განმარტება, განცხადება, ინფორმაცია, მიმართვა;

ზ) წინადადების შეტანა კენჭისყრისა და სხდომის წარმართვის წესის შესახებ.

მუხლი 62
1. საკრებულოს სხდომაზე მომხსენებელს ან/და თანამომხსენებელს გამოსვლისათვის ეძლევა არა უმეტეს 20 წუთისა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს გონივრული დროით.

2. მომხსენებლის ან/და თანამომხსენებლის სიტყვით გამოსვლის შემდეგ კომისიების, ფრაქციების წარმომადგენლებს, ცალკეულ საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ დაუსვან განსახილველ საკითხთან დაკავშირებული, მათთვის საინტერესო შეკითხვები მომხსენებელს ან/და თანამომხსენებელს, რისთვისაც მათ ეძლევათ სამი წუთი, ხოლო დამატებით დაზუსტებული კითხვისათვის 1 წუთი.

3. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს ან/და თანამომხსენებელს უფლება აქვს ერთიანად უპასუხოს ყველა დასმულ შეკითხვას, რისთვისაც მას ეძლევა არა უმეტეს ხუთი წუთისა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს გონივრული დროით.

 4. ზემოაღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ საკრებულოს თითოეულ წევრს ეძლევა ხუთი წუთი სიტყვით გამოსვლისათვის (რეპლიკისათვის).

5. ერთიდაიმავე საკითხზე რეპლიკის უფლებით საკრებულოს წევრი სარგებლობს მხოლოდ ერთხელ.

6. სიტყვით გამოსვლის (რეპლიკის ამოწურვის) შემდეგ მომხსენებელს ან/და თანამომხსენებელს ეძლევა დრო დასკვნითი სიტყვისათვის არა უმეტეს ხუთი წუთისა.

7. ფრაქციის და კომისიის სახელით საკრებულოს წევრს უფლება აქვს მომხსენებლის ან/და თანამომხსენებლის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ისარგებლოს სიტყვის უფლებით არა უმეტეს ხუთი წუთისა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს გონივრული დროით. 

მუხლი 63
1. საკრებულო გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. ფარული კენჭისყრა იმართება მხოლოდ პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტისას.

2. ელექტრონული სისტემით ხმის მიცემის დროს, საკრებულოს წევრი ხმას აძლევს პირადად, სარეგისტრაციო ელექტრონული ბარათის მეშვეობით, სხდომათა დარბაზში მისთვის განკუთვნილი ადგილიდან. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს წევრი არის მომხსენებელი ან თანამომხსენებელი, მას უფლება აქვს სარეგისტრაციო ელექტრონული ბარათით ხმა მისცეს ტრიბუნიდან.

3. საკრებულოს წევრის მიერ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა ხორციელდება, სარეგისტრაციო ელექტრონული ბარათის მოთავსებით, ამისათვის სპეციალურად განკუთვნილ მოწყობილობაში და შესაბამის ღილაკზე თითის დაჭერით.

4. დაუშვებელია ხმის მიცემის უფლების სხვისთვის გადაცემა ან/და საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს სხვა წევრის სარეგისტრაციო ელექტრონული ბარათის გამოყენება.

5. საკრებულოს სხდომაზე ღია კენჭისყრა ტარდება ხელის აწევით ან კენჭისყრის ელექტრონული სისტემით (გვარების ამობეჭდვით), ხოლო ფარული - ბიულეტენებით ან კენჭისყრის ელექტრონული სისტემის გამოყენებით, გვარების აღუნიშნავად.

6. ყოველი კენჭისყრის წინ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის ფორმას. საკრებულოს წევრის მიერ კენჭისყრის დროს საკუთარი ნების გამოხატვის ფორმებია: მომხრე, წინააღმდეგი ან თავი შეიკავა.

7. კენჭისყრის პროცედურის დროს იკრძალება საკრებულოს წევრის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება.

მუხლი 64
1. საკრებულოს სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, გარდა კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი შემთხვევებისა.

2. საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს აგრეთვე საჭიროებს:

ა) გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისა და გადაყენების თაობაზე;

ბ) გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევისა და გადაყენების თაობაზე;

გ) გადაწყვეტილება საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევის და გადაყენების თაობაზე;

დ) გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების თაობაზე;

ე) თუ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან მერიის/გამგეობის თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება  საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ.

3. საკრებულო  ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისებაზე ქ. თბილისის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულებას იღებს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით. 

მუხლი 65
1. ბიულეტენების მეშვეობით ფარული კენჭისყრის გამართვისას, საკრებულოს აპარატი ამზადებს კენჭისყრის ადგილსა და ბიულეტენის ფორმას. ბიულეტენები ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს.

2. ბიულეტენების შევსებისას საკრებულოს წევრი შემოხაზავს მისთვის სასურველი კანდიდატის სახელს და გვარს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევით შევსებული ბიულეტენი ბათილად ითვლება.


თავი X
საკრებულოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღების წესი

მუხლი 66
1. საკრებულოს სამართლებრივი აქტებია:

ა) ნორმატიული აქტი - საკრებულოს დადგენილება;

ბ) ინდივიდუალური აქტი – საკრებულოს განკარგულება.

2.ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით და მოცემული რეგლამენტით.

3. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და მოცემული რეგლამენტით.

4.  საკრებულო გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. ფარული კენჭისყრა იმართება მხოლოდ პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტისას.

5.  საკრებულო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს იღებს საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 

მუხლი 67
1. საკრებულოსათვის სამართლებრივი აქტის პროექტის ინიციირების წესით წარდგენის უფლება აქვს:

ა) ქ. თბილისის მერს;

ბ) საკრებულოს ფრაქციას;

გ) საკრებულოს კომისიას;

დ) საკრებულოს წევრს;

ე)ქალაქ თბილისის  ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტს, შესაბამის პეტიციაზე ხელმოწერის გზით.

2. საკრებულოში ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის პროექტი შეიტანება წერილობითი ფორმით, საკრებულოს დადგენილების პროექტის სახით, ხოლო ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი საკრებულოს განკარგულების პროექტის სახით.

3. საკრებულოში შეტანილ ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის პროექტს თან უნდა დაერთოს:

ა) განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) მიზეზი და მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რასაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა). განმარტებით ბარათში უნდა აღინიშნოს აგრეთვე პროექტის ავტორი (ავტორები) და პროექტის წარმდგენი;

ბ) პროექტი სხვა ნორმატიულ აქტებში იმ ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის შესახებ, რასაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა).

4. კომისიის მიერ ინიცირების წესით წარდგენილ პროექტს უნდა დაერთოს კომისიის სხდომის ოქმი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.

5. კანონით დადგენილი წესით შეტანილ პეტიციას რეგისტრაციაში ატარებს  საკრებულოს აპარატი.

6. ქალაქ თბილისის  ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტის ინიციატივით, საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, ქალაქ თბილისის ამომრჩეველთა მიერ იქმნება საინიციატივო ჯგუფი არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით.

7. საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადებით მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს. განცხადებას უნდა დაერთოს საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი და ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და საკონტაქტო ტელეფონი.

8. საკრებულოს თავმჯდომარე განცხადების მიღებიდან ხუთი დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების ან რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის თაობაზე, რომელსაც წერილობით აცნობებს საინიციატივო ჯგუფს. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევა.

9. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს რეგისტრაციაში გატარებამდე გამოითხოვოს რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადება.

10. საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარების დღიდან უფლებამოსილია დაიწყოს ნირმატიული აქტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება.

11. ხელმოწერების შესაგროვებლად საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებით დამტკიცებული ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არა უმეტეს 25 ამომრჩევლისა. ხელმოწერების სისწორეზე პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერს, მისამართს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, საკონტაქტო ტელეფონს და ხელმოწერის თარიღს, რასაც ხელმოწერით ადასტურებს ამომრჩეველი. თითოეულ ასეთ გვერდს ხელმოწერით ადასტურებს საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორეზე და პასუხს აგებს ხელმოწერების გაყალბებისათვის.

12. შევსებული ხელმოწერების ფურცლებსა და ნორმატიული აქტის პროექტს განმარტებით ბარათთან ერთად საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო დოკუმენტის მიღებიდან 20 დღის ვადაში წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ორი დღის ვადაში გადასცემს მათ იურიდიულ საკითხთა კომისიას. ნორმატიული აქტის პროექტი აგრეთვე გადაეცემა წამყვან კომისიას (კომისიებს).

13. იურიდიულ საკითხთა კომისია ხელმოწერების ფურცლების მიღებიდან 5 დღის ვადაში, შერჩევითი პრინციპის საფუძველზე, ამოწმებს ხელმოწერების შესაბამისობას ამ მუხლის მოთხოვნებთან და შედეგებს წარუდგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შესრულებულ ხელმოწერათა რაოდენობა აღმოჩნდა ქალაქ თბილისის  ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1 პროცენტზე ნაკლები, იურიდიულ საკითხთა კომისიის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე ბიურო უარს ეუბნება საინიციატივო ჯგუფს ნორმატიული აქტის პროექტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარდგენაზე. შესაბამისად, ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება.

14. ბათილად მიიჩნევა ყველა ხელმოწერა, რომელიც:

ა) არ შეიცავს ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მონაცემებს;

ბ) შესრულებულია ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ ფორმას ან/და რომელიც ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ან დამოწმებული;

გ) შესრულებულია მოტყუებით ან სხვა პირის მიერ, თუ ამას წერილობით დაადასტურებს ამომრჩეველი.

15. ამომრჩეველთა ხელმოწერების შესახებ იურიდიულ საკითხთა კომისიის დადებითი დასკვნა, წარმოდგენილი პროექტი, ამომრჩეველთა ხელმოწერები და ნორმატიული აქტის პროექტთან დაკავშირებით წამყვანი კომისიის (კომისიების) დასკვნა (დასკვნები) წარედგინება საკრებულოს ბიუროს, რომელსაც საკითხი შეაქვს საკრებულოს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში.

16. საკრებულო ვალდებულია პეტიციის წესით შეტანილი პროექტი რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში განიხილოს  საკრებულოს სხდომაზე.

17. პეტიციის წესით წარმოდგენილი ნორმატიული აქტის პროექტზე საკრებულოში მომხსენებლად გამოდის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ან საინიციატივო ჯგუფის უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო თანამომხსენებლად – წამყვანი კომისიის წარმომადგენელი. 

მუხლი 68
1. სამართლებრივი აქტის ინიცირების უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული და საკრებულოსათვის წარსადგენი პროექტი გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს სხდომის გამართვამდე 10 დღით ადრე მაინც, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით და ამ რეგლამენტით დადგენილი შემთხვევებისა.

2. საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, გადაუდებელი აუცილებლობისას ან საკითხის აქტუალურობის შემთხვევაში, პროექტი განიხილება დაჩქარებული წესით, თუ იგი საკრებულოს სხდომამდე 7 დღით ადრე მაინც გადაეცა საკრებულოს თავმჯდომარეს.

3. საკრებულოს თავმჯდომარე წარმოდგენილ პროექტს გადასცემს საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, წამყვან კომისიას (კომისიებს), სხვა კომისიებს, ფრაქციებს და საკრებულოს აპარატის შესაბამის განყოფილებას. საკრებულოს კომისიები უზრუნველყოფენ, რომ კომისიების ყველა წევრს წარმოდგენილი პროექტები მიეწოდოს კომისიის სხდომამდე შესაძლო მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ერთი დღისა. აღნიშნული ერთდღიანი ვადა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

4. საკრებულოს იმ წევრს, რომელიც არ შედის საკრებულოს არც ერთი ფრაქციის შემადგენლობაში, წარმოდგენილი პროექტები გადაეცემა შესაძლოდ მოკლე ვადაში საკრებულოს სხდომამდე 3 დღით ადრე მაინც.

5. საკრებულოს აპარატის შესაბამისი განყოფილება ამზადებს სამართლებრივ დასკვნას, რომელიც პროექტთან ერთად ეგზავნება საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას, რომელიც კომისიის სხდომაზე განიხილავს წარმოდგენილ პროექტს აღნიშნულ დასკვნასთან ერთად.

6. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვამდე, პროექტს ამ მუხლის პირველ პუნქტში პროექტის წარდგენისათვის გათვალისწინებული ვადის ბოლო დღიდან არა უგვიანეს მესამე დღისა კომისიის სხდომაზე განიხილავს წამყვანი კომისია. სხდომაზე საჭიროების შემთხვევაში კენჭი ეყრება შენიშვნებს. იმ შემთხვევაში, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე დაჩქარებული წესით გადაწყვეტს პროექტის განხილვას, აღნიშნული პროექტის განხილვა საკრებულოს წამყვანი კომისიის მიერ ხდება პროექტის მიღებიდან დაუყოვნებლივ.

7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტში გათვალისწინებულ ვადაში წამყვანი კომისია არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას პროექტთან დაკავშირებით, ინიციატორი უფლებამოსილია ბიუროს წინაშე დასვას წამყვანი კომისიის დასკვნის გარეშე პროექტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი.

8. სამართლებრივი აქტის პროექტზე წამყვანი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება კომისიის დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.

9. წარმყვანი კომისია თავის დასკვნას უგზავნის საკრებულოს აპარატს, რომელიც უზრუნველყოფს დასკვნის საკრებულოს ბიუროს სხდომისათვის წარდგენას.

10. საკრებულოს უკვე დანიშნულ სხდომაზე სამართლებრივი აქტის პროექტი (შემდგომში - პროექტი) არ იქნება გატანილი და განხილული, თუ:

ა) პროექტი წარმოდგენილია ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევით;

ბ) პროექტი არ იქნა განხილული საკრებულოს წამყვანი კომისიის (კომისიების) სხდომაზე და საკრებულოს ბიუროს სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული კომისიის (კომისიების) დასკვნა (დასკვნები), გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

11. წამყვანი კომისიის უარყოფითი დასკვნა არ შეიძლება იყოს დაბრკოლება საკრებულოს სხდომაზე პროექტის განხილვის დაწყებისათვის.

12. თუ წარდგენილ პროექტს თან არ ერთვის ამ რეგლამენტის 67-ე მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია ხარვეზის გამოსასწორებლად პროექტი დაუბრუნოს მის ინიციატორს.

მუხლი 69
1. სამართლებრივი აქტის პროექტის განხილვის შემდეგ, თუ მასში ცვლილებების შეტანა არ იქნა მოთხოვნილი, დაუყოვნებლივ იმართება კენჭისყრა. საკრებულოს სამართლებრივი აქტი მიღებულად ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, თუ კანონით ან მოცემული რეგლამენტით სხვა წესი არ არის დადგენილი.

2. თუ სამართლებრივი აქტის პროექტში მოთხოვნილ იქნა ცვლილების შეტანა, ჯერ კენჭი ეყრება ცვლილების წინადადებას, შემდეგ კი, თუ ეს წინადადება არ იქნა მიღებული – თავდაპირველად წარდგენილ პროექტს. თუ არც ცვლილება იქნა მიღებული და არც თავდაპირველად წარდგენილი ტექსტი, პროექტი უარყოფილად ითვლება, რაზედაც სხდომის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 


თავი XI
 ქ. თბილისის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება

მუხლი 70
1. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის  საკრებულოს მიერ დამტკიცებული,  ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა.

2.  ბიუჯეტის პროექტის მომზადების, წარდგენის, განხილვის, დამტკიცების, ბიუჯეტში ცვლილების შეტანის, ბიუჯეტის შესრულების, ანგარიშგებისა და კონტროლის წესები განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 

მუხლი 71
თბილისის  ბიუჯეტი დამოუკიდებელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების და სხვა თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისაგან. 
მუხლი 72
1.  მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად არაუგვიანეს 15 ნოემბრისა  მერი წარუდგენს  საკრებულოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის,  საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის   და ამ რეგლამენტის შესაბამისად.

2.  საკრებულო ბიუჯეტის პროექტს მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში აქვეყნებს საჯარო განხილვისთვის.

3.  საკრებულო საჯაროდ განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას  ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ.

4. ქ. თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია ორგანიზებას უწევს ქ. თბილისის ბიუჯეტის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განხილვასა და შეთანხმებას.

5. ქ. თბილისის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად ეგზავნება ყველა კომისიასა და ყველა ფრაქციას. ისინი ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც ბიუჯეტის პროექტის წარდგენიდან არაუგვიანეს 20 ნოემბრისა ეგზავნება ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, რომელიც მათ თავის დასკვნასთან და წინადადებებთან (შენიშვნებთან) ერთად უგზავნის საკრებულოს თავმჯდომარეს არა უგვიანეს 22 ნოემბრისა.

6. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში  საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს  მერს.

7. ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა  მერი წარუდგენს  საკრებულოს.

8.  საკრებულოს მიერ განხილვისას ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ  მერთან შეთანხმებით.

9. თუ  საკრებულომ არ დაამტკიცა  მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან მერის მიერ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში − ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი რედაქცია,  საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედით დაამტკიცოს  საკრებულოს ფრაქციის ან  საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ საკრებულოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მერისთვის გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი.

10.  ბიუჯეტის პროექტის დასაგეგმი წლის დაწყებამდე დაუმტკიცებლობის შემთხვევაში  მერი უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების ერთი მეთორმეტედისა. ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში  ბიუჯეტის პროექტის  დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი წესით  საკრებულოსა და მერს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას.

11. საკრებულოს სხდომას თბილისის ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს:

ა) ქალაქ თბილისის მერი;

ბ) ქალაქ თბილისის მერის მოადგილე;

გ) ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი.

12. წლიური ბიუჯეტი ქვეყნდება და ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის.


თავი XII
საკრებულოს სამართლებრივი აქტების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, გამოქვეყნება და ძალაში შესვლა

მუხლი 73
1. ნორმატიული აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე პირველად გამოქვეყნება.

2. ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ სარეგისტრაციოდ და გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, ელექტრონული ფორმით.

3. საკრებულოს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე აქტით ან „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

მუხლი 74
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 

თავი XIII
საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

მუხლი 75
1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფaს ახორციელებს საკრებულოს აპარატი, რომლის სტრუქტურა, ფუნქციები და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და მის შესაბამისად აპარატის დებულებით.

2. საკრებულოს აპარატის ფუნქციაა საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, საკრებულოს წევრების, კომისიების, ფრაქციების საქმიანობის ორგანიზაციული, იურიდიული, დოკუმენტური, საინფორმაციო, საფინანსო, მატერიალურ-ტექნიკური და სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურება. 

მუხლი 76
1. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს:

ა) საკრებულოს სხდომების მომზადებას;

ბ) საკრებულოს, კომისიების, ფრაქციების სამართლებრივი, მატერიალურ-ტექნიკური, საფინანსო და სხვა საკითხების გადაწყვეტას;

გ) საკრებულოს წევრებისათვის მათი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეწყობას;

დ) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, კომისიების დავალებების შესრულებას;

ე) საკრებულოს ხელმძღვანელობისა და საკრებულოს წევრებისათვის საინფორმაციო-საცნობარო და სხვა მასალების მომზადებას;

ვ) სხდომებს შორის პერიოდში საჭირო საინფორმაციო მასალების მომზადებასა და საკრებულოს წევრებისათვის მიწოდებას;

ზ) საკრებულოს სხდომების ოქმის წარმოებას;

თ) პრესით, ტელევიზიითა და რადიოთი საკრებულოს საქმიანობის გამოქვეყნებასა და გაშუქებას;

ი) საკრებულოში სხვა სახელმწიფოთა დელეგაციების, ცალკეულ სახელმწიფო, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა, დიპლომატიურ წარმომადგენელთა მიღების ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარეს;

კ) საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომაზე წესრიგის დაცვას.

2. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და საკრებულოს აპარატის დებულებით. 

მუხლი 77
1. საკრებულოს აპარატს ხელმძღვანელობს საკრებულოს აპარატის უფროსი.

2. საკრებულოს აპარატის უფროსს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

3. საკრებულოს აპარატის უფროსი არ შეიძლება იყოს საკრებულოს წევრი.

4. საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და საკრებულოს აპარატის სხვა თანამშრომლებს – მრჩევლებს და ტექნიკურ პერსონალს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

მუხლი 78
1. საკრებულოს აპარატში სტრუქტურული ერთეულების სახით შედიან განყოფილებები, საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილეების, მუდმივი კომისიებისა და აპარატის უფროსის სამდივნოები.

2. საკრებულოს აპარატის მუშაკთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება კანონმდებლობით, აპარატის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით.

3. საკრებულოს აპარატის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულო.

4. საკრებულოს აპარატის  საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს ამტკიცებს  საკრებულოს თავმჯდომარე.


თავი XIV
საკრებულოს წევრისა და თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა ამ რეგლამენტის დარღვევისათვის

მუხლი 79
საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას რეგლამენტის დარღვევისათვის საკრებულოს წევრის მიმართ გამოიყენება ზემოქმედების შემდეგი ფორმები:

ა) საკრებულოს სხდომაზე სიტყვის ჩამორთმევა;

ბ) გაფრთხილება ოქმში შეტანით;

გ) სხდომათა დარბაზის დატოვება.

მუხლი 80
1. საკრებულოს (სხდომის) თავმჯდომარე საკრებულოს წევრს გაუთიშავს მიკროფონს ან ავალებს აპარატის შესაბამის თანამშრომელს გაუთიშოს მიკროფონი, თუ იგი სიტყვით გამოსვლისას არ მსჯელობს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ განსახილველ საკითხზე.

2. გაფრთხილება ოქმში შეტანით გამოიყენება საკრებულოს იმ წევრის მიმართ, რომელიც:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიტყვის ჩამორთმევის (მიკროფონის გათიშვის) შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას (საუბარს);

ბ) სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის დროს არასაპატიო მიზეზით არ იმყოფება სხდომათა დარბაზში (იმ შემთხვევაში თუ მას ევალება სამართლებრივი აქტის პროექტის სხდომაზე წარდგენა).

3. სხდომათა დარბაზის დატოვების მოთხოვნა გამოიყენება საკრებულოს იმ წევრის მიმართ:

ა) რომელმაც იმავე სხდომაზე უკვე მიიღო გაფრთხილება ოქმში შეტანით და ამის მიუხედავად კვლავ არღვევს წესრიგს;

ბ) რომელიც სხდომის დარბაზში გამოცხადდა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით;

გ) რომელიც სჩადის ძალადობას ან ამგვარი მოქმედებისაკენ მოუწოდებს საკრებულოს წევრებს;

დ) რომელიც სჩადის სხვა ისეთ მოქმედებას, რაც იწვევს რეგლამენტით განსაზღვრული წესით წარმართული სხდომის შეფერხებას;

ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გაფრთხილების შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას (საუბარს);

ვ) არღვევს პერსონალურ საკითხებზე კენჭისყრის ფორმას;

ზ) თავისი საუბრით ან საქციელით აშკარა შეურაცხყოფას აყენებს სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას ან მის რომელიმე წევრს;

თ) კენჭისყრის პროცედურის დროს საკუთარი სარეგისტრაციო ელექტრონული ბარათის გარდა იყენებს საკრებულოს სხვა წევრის სარეგისტრაციო ელექტრონულ ბარათს.

4. საკრებულოს წევრი, რომლის მიმართაც საკრებულოს (სხდომის) თავმჯდომარემ გამოიყენა სხდომის დარბაზის დატოვების მოთხოვნა, ვალდებულია დატოვოს სხდომის დარბაზი. იმ შემთხვევაში, თუ არ დაემორჩილება აღნიშნულ მოთხოვნას, იგი გაყვანილი იქნება იძულების წესით.

მუხლი 81
საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის მიერ, რეგლამენტის სისტემატური და უხეში დარღვევისათვის შეიძლება კენჭისყრაზე დაისვას საკითხი მისთვის ოქმში შეტანით შენიშვნის გამოცხადების შესახებ. საკითხის დასმის უფლება აქვს ფრაქციას და საკრებულოს წევრთა სამკაციან ჯგუფს. გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით.
მუხლი 82
დაუშვებელია საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტის, ოქმის და საკრებულოს სხვა დოკუმენტების გადაკეთება ან გასწორება საბოლოო კენჭისყრის შემდეგ. აღნიშნული ქმედების განხორციელება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.


ქ. თბილისის   საკრებულოს ფრაქციის წევრის მიერ ფრაქციის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ფორმა №1

 ქ. თბილისის  საკრებულოს თავმჯდომარეს --------------------

საკრებულოს ფრაქცია --------------------------- წარმოგიდგენთ ფრაქციის წევრების ფრაქციის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ფორმა:

20  წლის ___________ თვე

 

ფრაქციის წევრის გვარი, სახელი

              

 

სხდომებზე დასწრება

 განსახილველ საკითხებში მონაწილეობა

 გასაცემი თანხა

 

 

სხდომათა რაოდენობა

დასწრების რაოდენობა

საპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა

 

 

 

 

 

 

 

უნდა შეესწავლა საკითხი

შეისწავლა საკითხი

 

1.

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფრაქციის თავმჯდომარე (სახელი, გვარი, ხელმოწერა):

შენიშვნა: ფორმის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.


 

ქ. თბილისის   საკრებულოს მუდმივი კომისიის წევრის მიერ კომისიის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული

ხარჯების ანაზღაურების ფორმა №2


ქ. თბილისის  საკრებულოს თავმჯდომარეს --------------------

 

ქ. თბილისის  საკრებულოს ------------------------------ კომისია წარმოგიდგენთ წევრების სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ფორმა:

 

20     წლის ---------------- თვე

 

 

კომისიის წევრის გვარი, სახელი

განსახილველ საკითხებში მონაწილეობა

 

გასაცემი თანხა

 

 

უნდა შეესწავლა საკითხი

შეისწავლა საკითხი

 

   1.

 

 

 

 

  

 

 

    2.

 

 

 

 

 

 

 

 

    3

 

 

 

 

 

 

 

 

 

    4.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი, ხელმოწერა):

 ---------------------------------------------------------------------------------

შენიშვნა: ფორმის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

 


 

ქ. თბილისის  საკრებულოს წევრების საკრებულოს სხდომებზე დასწრებისა  და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ფორმა №3


 ქ. თბილისის  საკრებულოს თავმჯდომარეს

წარმოგიდგენთ ქ. თბილისის  საკრებულოს წევრების საკრებულოს სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ფორმას:

  20 წლის ---------------- თვე

 

საკრებულოს წევრის გვარი, სახელი

სხდომებზე დასწრება

განსახილველ საკითხებში მონაწილეობა

გასაცემი თანხა

 

 

სხდომათა რაოდენობა

დასწრების რაოდენობა

საპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა

 

 

 

 

 

 

 

უნდა შეესწავლა საკითხი

შეისწავლა საკითხი

 

1.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   5.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნო  

--------------------------------------------------------------------------------                                         

შენიშვნა: ნუსხის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.


 

განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ფორმა №4


ვამტკიცებ

ქ. თბილისის  საკრებულოს თავმჯდომარე (სახელი, გვარი, ხელმოწერა):

----------------------------------------------------------------------------------------

------  -------------- 20  წელი

განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ფორმა

 

საკრებულოს წევრის გვარი, სახელი

მისაღები თანხის ოდენობა

ხელმოწერა

 

 

სხდომებზე დასწრების და საკითხების შესასწავლად გაწეული საქმიანობიდან

კომისიიდან

ფრაქციიდან

სულ

 

1.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნო

-------------------------------------------------


14. 28/12/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 35-112 - ვებგვერდი, 28/12/2023 13. 30/06/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 27-56 - ვებგვერდი, 03/07/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 29/12/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 20-126 - ვებგვერდი, 30/12/2022 11. 18/03/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 8-35 - ვებგვერდი, 21/03/2022 10. 25/01/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 6-6 - ვებგვერდი, 26/01/2022 9. 29/12/2021 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 5-19 - ვებგვერდი, 30/12/2021 8. 02/12/2021 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 92-97 - ვებგვერდი, 02/12/2021 7. 17/03/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 55-40 - ვებგვერდი, 18/03/2020 6. 28/12/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 35-121 - ვებგვერდი, 03/01/2019 5. 16/01/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 10-25 - ვებგვერდი, 16/01/2018 4. 05/12/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 5-4 - ვებგვერდი, 07/12/2017 3. 15/11/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 2-1 - ვებგვერდი, 16/11/2017 2. 01/11/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 26-79 - ვებგვერდი, 03/11/2016 1. 22/12/2014 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 19-79 - ვებგვერდი, 24/12/2014