დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58-66 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.101.017353 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 19.07.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.101.016001) და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ III1 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III1 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო მუხლი 31 1 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთნ კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საკრებულო ქმნის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს“. მუხლი 312 1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად საჭიროებების ანალიზი, შეფასება, პრიორიტეტების განსაზღვრა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, საბჭოს მიერ განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის შემუშავება, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა და დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაცია; ბ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად საჭიროებების ანალიზი, შეფასება, პრიორიტეტების განსაზღვრა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შესამუშავებლად აღმასრულებელი ორგანოსთვის წინადადებების მომზადება და რეკომენდაციების გაცემა; გ) ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის და ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; დ) ქალთა და ბავშვთა დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის პრევენციისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის პოლიტიკის დოკუმენტის, პროგრამების, გეგმებისა და ბიუჯეტის პროექტების განხილვა, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ე) მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის და ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადებებისა და რეკომედაციების შემუშავება და შესაბამისი ორგანოსათვის წარდგენა; ვ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება; ზ) ქალთა და ბავშვთა უფლებების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ შესრულებული ან/და მიმდინარე აქტივობების მონიტორინგი და შეფასება; თ) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობა, შესაბამისი ინფორმაციისა და წინადადებების მიწოდება; ი) საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისთვის წარდგენა; კ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით ცალკეული ღონისძიებების შემუშავება, დაგეგმვა და მონაწილეობის მიღება; ლ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით რეკომენდაციების მომზადება; მ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის და ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის შესახებ წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ნ) ქალთა და ბავშვთა უფლებების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ ინტეგრირებული საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება. 2. საბჭოს უფლება აქვს: ა) ჩაატაროს თემატური მოკვლევა მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საჭიროებების, ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის მიზეზების დასადგენად, შეისწავლოს მოკვლევის საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევები, მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები; ბ) ითანამშრომლოს სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები; გ) საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით; დ) მოითხოვოს და მიიღოს ქალთა და ბავშვთა უფლებების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელია საბჭოს ფუნქციების განსახორციელებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება, რომელიც ამ დებულებაში პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ აუცილებელია საბჭოს ამოცანების შესასრულებლად. მუხლი 313 საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა 1. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისა და სხვა წევრებისგან. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 9-ზე ნაკლები. 2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე ან/და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს სხვა წევრები და საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, მერიის (შემდგომში „მერია“) სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები (არაუმეტეს 5 წარმომადგენლისა) და მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში, ასევე შეიძლება შედიოდნენ: კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები. 3. საბჭოს რაოდენობრივ და სახელობით შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 4. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე. მუხლი 31 4 ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობა განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები