„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 50-107
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.101.017277
50-107
27/12/2024
ვებგვერდი, 28/12/2024
010250040.35.101.017277
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №50-107

2024 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 19.07.2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.101.016001) და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“:  

1. მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა შეადგენს თვეში 5150 ლარს.

3. ხარჯების განსაზღვრა ხდება ამ თანხის ზღვრული მოცულობიდან:

ა) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს უფლება აქვთ ფრაქციის თითოეულ წევრს აუნაზღაურონ ფრაქციაში მუშაობისთვის გაწეული ხარჯი არაუმეტეს 1160 ლარისა, თანახმად ფორმა N1-ისა;

ბ) საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებს უფლება აქვთ კომისიის თითოეულ წევრს აუნაზღაურონ შესაბამის კომისიაში მუშაობისთვის გაწეული ხარჯი არაუმეტეს 1330 ლარისა, თანახმად ფორმა N2-ისა;  

გ) საკრებულოს წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში ყოველთვიურად, საკრებულოს უფლებამოსილების ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების, მოსახლეობასთან  შეხვედრებისა და სხვა აქტივობების განხორცილებისთვის აუნაზღაურდეს გაწეული ხარჯი, არაუმეტეს 1160 ლარის ოდენობით თანახმად ფორმა №3-ისა;

დ) დარჩენილი 1330 ლარის საკრებულოს წევრზე გაცემის უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრის საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისთვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.“

2. 156 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წარმომადგენლობის  ფუნქციონირებისთვის ქ. თბილისის ბიუჯეტიდან საკრებულოსთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში ყოველთვიურად გამოიყოფა შემდეგი ოდენობის თანხები:

ა) სამგორის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი;

ბ) ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი;

გ) გლდანის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი;

დ) საბურთალოს რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

ე) ისნის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

ვ) ვაკის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 16 00 (თექვსმეტი ათასი) ლარი;

ზ) დიდუბის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 16 00 (თექვსმეტი ათასი) ლარი;

თ) მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

ი) კრწანისის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

კ) ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 10 000 (ათი ათასი) ლარი.“.

მუხლი 2
დადგენილება  ძალაშია 2025 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე