დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 20-126 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.101.017061 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 19.07.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.101.016001) და დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტში განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა შეადგენს თვეში 4250 ლარს. 3. ხარჯების განსაზღვრა ხდება ამ თანხის ზღვრული მოცულობიდან: ა) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს უფლება აქვთ ფრაქციის თითოეულ წევრს აუნაზღაურონ ფრაქციაში მუშაობისთვის გაწეული ხარჯი არაუმეტეს 950 ლარისა, თანახმად ფორმა №1-ისა; ბ) საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებს უფლება აქვთ კომისიის თითოეულ წევრს აუნაზღაურონ შესაბამის კომისიაში მუშაობისთვის გაწეული ხარჯი არაუმეტეს 1100 ლარისა, თანახმად ფორმა №2-ისა; გ) დარჩენილი 1100 ლარის საკრებულოს წევრზე გაცემის უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრის საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისთვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.“. 2. რეგლამენტის 15 6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წარმომადგენლობის ფუნქციონირებისთვის ქ. თბილისის ბიუჯეტიდან საკრებულოსთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში ყოველთვიურად გამოიყოფა შემდეგი ოდენობის თანხები: ა) სამგორის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი; ბ) ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი; გ) გლდანის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი; დ) საბურთალოს რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 16 000 (თექვსმეტი ათასი) ლარი; ე) ისნის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 16 000 (თექვსმეტი ათასი) ლარი; ვ) ვაკის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 11 500 (თერთმეტიათას ხუთასი) ლარი; ზ) დიდუბის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 11 500 (თერთმეტიათას ხუთასი) ლარი; თ) მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 7 500 (შვიდიათას ხუთასი) ლარი; ი) კრწანისის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 7 500 (შვიდიათას ხუთასი) ლარი; კ) ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 7 500 (შვიდიათას ხუთასი) ლარი.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია 2023 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები