„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 92-97
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.101.016916
92-97
02/12/2021
ვებგვერდი, 02/12/2021
010250040.35.101.016916
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32-97

2021 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 19.07.2014წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.101.016001) და დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 10 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით, ხოლო 40 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე, 10 საარჩევნო ოლქის მიხედვით.“ 

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებითა და  პარლამენტის თანხმობით უფლებამოსილია დაითხოვოს საკრებულო ან შეაჩეროს მისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტით  განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ წარმომადგენლობითი ორგანოს მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას.“

3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1113 პუნქტი:

,,11. თუ საკრებულოს წევრს სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია გამოითხოვს სასამართლოს განჩინებას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების  შესახებ, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაციას საკრებულო ცნობად იღებს და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით.

12. თუ საკრებულოს წევრს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია გამოითხოვს სასამართლოს დადგენილებას ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაციას საკრებულო ცნობად იღებს და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით.“

13.  საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებული საკითხი საკრებულოს სხდომაზე განიხილება მე-7 მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესით.“

4. 151 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი151.

1. მაჟორიტარული სისტემით არჩეული საკრებულოს წევრის (შემდგომ მაჟორიტარი საკრებულოს წევრი) საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე საკრებულო მაჟორიტარი საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადით ქმნის წარმომადგენლობებს.

2. წარმომადგენლობა შეიძლება შეიცავდეს წარმომადგენლობის ტერიტორიულ ერთეულებს.“

5. 154 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წარმომადგენლობის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 3 თანამშრომლისაგან, რომელთაგან ერთ-ერთი ასრულებს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ფუნქციებს, ხოლო დანარჩენი დასაქმებული თანამშრომლები იკავებენ სპეციალისტის თანამდებობებს. „

6. 156 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 156.

1. წარმომადგენლობის  ფუნქციონირებისთვის ქ. თბილისის ბიუჯეტიდან საკრებულოსთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში ყოველთვიურად გამოიყოფა შემდეგი ოდენობის თანხები:

ა) სამგორის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

ბ) ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 20 000 (ოცი ათასი)ლარი;

გ) გლდანის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

დ) საბურთალოს რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;

ე) ისნის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;

ვ) ვაკის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

ზ) დიდუბის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

თ) მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 5 000 (ხუთი ათასი) ლარი;

ი) კრწანისის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 5 000 (ხუთი ათასი) ლარი;

კ) ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 5 000 (ხუთი ათასი) ლარი;

2. მაჟორიტარი საკრებულოს წევრი საკრებულოს აპარატს წინასწარ, კვარტალში ერთხელ, წარუდგენს მომდევნო კვარტალში განსახორციელებელი ხარჯების ძირითად პარამეტრებს. პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსებიდან საკრებულოს აპარატი მაჟორიტარი საკრებულოს წევრის  წარდგინებით ახორციელებს:

ა) ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ – ტექნიკური და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენას;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საოფისე ფართობის დაქირავებას და გამქირავებლისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურებას;

გ) მაჟორიტარი საკრებულოს წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხის უზრუნველყოფას;

დ) წარმომადგენლობაში  დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის მოთხოვნის საფუძველზე დარჩენილი თანხა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემდეგ თვეებში.

4. საკრებულოს მაჟორიტარ წევრს, მისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში,  ქ. თბილისის ბიუჯეტიდან საკრებულოსთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში საჭიროების შემთხვევაში დამატებით ერთჯერადად გამოეყოფა 3000 (სამი ათასი) ლარი წარმომადგენლობის ოფისის/წარმომადგენლობის ტერიტორიული ერთეულის  ოფისის მოსაწყობად. საკრებულოს მაჟორიტარი წევრის წარდგინებით, გამოყოფილი თანხის შესაბამისად ქ. თბილისის საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს ინვენტარის შეძენას.

5. შეძენილი მატერიალურ – ტექნიკური საშუალებები არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის – ქ. თბილისის საკუთრება (საკრებულოს აპარატის ბალანსზე რიცხული) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

7. მე-17 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე აირჩევა საკრებულოს კომისიის წევრთაგან. საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია რეგლამენტით დადგენილი წესით და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ხოლო ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე მათ განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი.“

ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ ჩაემატოს შემდეგი შინაარსის 31-33 პუნქტები:

„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს) მიერ საკრებულოს კომისიებში საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომისიაში წევრებს.

32. საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას (საკრებულოს) და საკრებულოს ბიუროს. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია (საკრებულო) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე.

33. თუ საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.“.

8. მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-171 მუხლი:

მუხლი 171.

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გავიდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრმა კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას.

2. საკრებულოს კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება:

ა) მის მიერ საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან;

ბ) მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;

გ) ამ რეგლამენტის 361-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

9. მე-19 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია ამზადებს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნებს საკრებულოს მიერ განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე. აკონტროლებს საკრებულოს ცალკეული სამართლებრივი აქტებისა და პროცედურული საკითხების შესაბამისობას რეგლამენტთან, შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს, დასკვნებს წინამდებარე რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე, ასევე, შეიმუშავებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს და დასკვნებს, განიხილავს ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებულ საჩივრებსა და განცხადებებს, განსაზღვრავს და დასამტკიცებლად წარუდგენს ბიუროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის  კვოტებს (გარდა ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომისა).“

ბ) ამოღებულ იქნას მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი.

10. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედსა და საკრებულოს ფრაქციას.“

11. ამოღებულ იქნას 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი.

12. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.“.

13. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34.

ფრაქციის შექმნის მსურველი საკრებულოს წევრები შეიმუშავებენ საკრებულოს ფრაქციის წესდებას. საკრებულოს ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესები და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება ამ რეგლამენტით.“.

14. 35-ე მუხლი მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ფრაქციის ყოველ სამ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს შვიდისა.

3. ფრაქციის რეგისტრაციისათვის, ფრაქციის შექმნიდან ერთი კვირის ვადაში ფრაქციის თავმჯდომარე მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს განცხადებით, რომელშიც მითითებულია ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების) და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი წესდება. საკრებულოს თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის შემოსულ მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე. თუ ბიურო იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის დასკვნის განხილვისას არ მიიღებს სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრაციაში გატარებულად ჩაითვლება საკრებულოს თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან.”

15. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 მუხლი:

„მუხლი 361.

1. საკრებულოს ორგანოებში საკრებულოს ფრაქციის წარმომადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად.

2. საკრებულოს ფრაქციის მიერ საკრებულოს ორგანოში ან საკრებულოს თანამდებობაზე წარდგენილი წევრი საქმიანობას წყვეტს ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გაწვევის შესახებ განცხადების საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. ფრაქციას უფლება აქვს, ახალი კანდიდატურა წარადგინოს.

3. თუ საკრებულოს ფრაქციის შექმნის, გაუქმების, ფრაქციაში წევრთა შესვლის, ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.

4. საკრებულოს ფრაქციებისთვის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაზრდის შემთხვევაში საკრებულოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.

5. თუ საკრებულოს ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი ვალდებულია ხელახლა, ახალი კვოტების შესაბამისად წარადგინოს ფრაქციის წევრები საკრებულოს შესაბამის ორგანოში.“.

16. 37-ე მუხლის პირველი, მე-3-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციის შემადგენლობიდან, რის შესახებაც სამი დღის ვადაში წერილობით ატყობინებს ფრაქციის თავმჯდომარეს, ბიუროს და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას, რომელიც აღნიშნულ ფაქტს უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს.

3. ფრაქციიდან წევრის გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე წერილობით ატყობინებს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას და ბიუროს.

4. ფრაქციის თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, აგრეთვე ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ სამი დღის ვადაში წერილობით ეცნობება ბიუროს  და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას.“

17. მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფრაქციის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ფრაქციის გადაწყვეტილებით, ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.”

18. 48-ე მუხლის:

ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს თავმჯდომარის სამ მოადგილეს, მათ შორის, პირველ მოადგილეს, თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიით შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.“

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით − ერთ-ერთი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 34-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში  საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან ამავე კანონის  43-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიების თავმჯდომარეთაგან უხუცესი თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები ახორციელებენ ფუნქციებს ამ რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.“

19. 49-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს მუშაობის ორგანიზების მიზნით იქმნება საკრებულოს ბიურო (შემდგომში   – ბიურო), რომლის შემადგენლობაში შედიან:  საკრებულოს თავმჯდომარე,  საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები,  საკრებულოს კომისიების  თავმჯდომარეები და ფრაქციების თავმჯდომარეები.“.

ბ) მე-2 პუნქტს „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ და „ზ2“ ქვეპუნქტები:

1) ამტკიცებს (გარდა ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომისა) საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის მიერ განსაზღვრულ და წარდგენილ საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;

2) ცნობად იღებს საკრებულოს კომისიის შემადგენლობაში შეტანილ ცვლილებას;“.

20. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 52.

საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ როგორც წესი:

ა) ირჩევს საკრებულოს თავმჯდომარეს;

ბ) ირჩევს საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს;

გ) ირჩევს მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს;

დ) იღებს გადაწყვეტილებას ფრაქციების რეგისტრაციის შესახებ;

ე) განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და    პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს.

ვ) ირჩევს საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებს.“

21. 52-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 521 მუხლი, რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 521

„სხდომის თავმჯდომარე  საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი  სხდომის მიმდინარეობისას აცხადებს შესვენებებს საკრებულოს ფრაქციების რეგისტრაციისთვის და კომისიის წევრთა წარდგენისთვის გონივრული ვადით.“

22. 55-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ საკრებულოს წევრთა ინფორმირებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მისი არყოფნის შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.

23. 62-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 621 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 621.

1. საკრებულო ისმენს მერის ყოველწლიურ ანგარიშს.  მერის  მოხსენების შემდეგ შეიძლება გამოცხადდეს შესვენება არა უმეტეს 1 საათისა.

2. მერის ანგარიშის მოსმენის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) სიტყვისთვის ეძლევა 10 (ათი) წუთი,  საკრებულოს თითოეულ  წევრს – 3 (სამი) წუთი. კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ თითოეულ ფრაქციას დამატებით შეფასებებისთვის ეძლევა – 15 (თხუთმეტი) წუთი), ხოლო საკრებულოს წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, – 5 (ხუთი) წუთი.

3. ფრაქცია, მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავს გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია. გამომსვლელთა თანამიმდევრობას განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე.

4. საკრებულოს წევრების შეფასებების დასრულების შემდგომ მერი წარმოთქვამს შემაჯამებელ სიტყვას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 3 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე