„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27-56
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.101.017122
27-56
30/06/2023
ვებგვერდი, 03/07/2023
010250040.35.101.017122
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27-56

2023 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 19.07.2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.101.016001) და დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტში განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობაზე ნაკლები დარჩება, ამასთანავე, აღნიშნული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის ჩამოყალიბება შეუძლებელია;“.

2. ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი.  

3. მე-7 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები საკრებულოს სხდომაზე განიხილება რიგგარეშედ.“.

4.  მე-9 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტს  „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) საკრებულოს წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში ყოველთვიურად, საკრებულოს უფლებამოსილების ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების, მოსახლეობასთან  შეხვედრებისა და სხვა აქტივობების განხორცილებისთვის აუნაზღაურდეს გაწეული ხარჯი, არაუმეტეს 950 ლარის ოდენობით თანახმად ფორმა №3-ისა.“;

ბ)   მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნო საკითხების შესასწავლად გაწეული საქმიანობისა და  საკრებულოს წევრების საკრებულოს სხდომებზე დასწრების  მიხედვით  ადასტურებს საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურების №4 ფორმას და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.

5. განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ფორმას საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნო წარუდგენს ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს  №5 ფორმის თანახმად.“

5. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ეკავოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირის თანამდებობა, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირის თანამდებობისა.“.

6. 47-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) წარმოადგენს  საკრებულოს, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;“;

ბ)  „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) ახორციელებს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და  საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე