დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 35-112 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 28/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.101.017176 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 19.07.2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.101.016001) და დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტში განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა შეადგენს თვეში 4675 ლარს. 3. ხარჯების განსაზღვრა ხდება ამ თანხის ზღვრული მოცულობიდან: ა) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს უფლება აქვთ ფრაქციის თითოეულ წევრს აუნაზღაურონ ფრაქციაში მუშაობისთვის გაწეული ხარჯი არაუმეტეს 1045 ლარისა, თანახმად ფორმა N1-ისა; ბ) საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებს უფლება აქვთ კომისიის თითოეულ წევრს აუნაზღაურონ შესაბამის კომისიაში მუშაობისთვის გაწეული ხარჯი არაუმეტეს 1210 ლარისა, თანახმად ფორმა N2-ისა; გ) საკრებულოს წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში ყოველთვიურად, საკრებულოს უფლებამოსილების ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების, მოსახლეობასთან შეხვედრებისა და სხვა აქტივობების განხორცილებისთვის აუნაზღაურდეს გაწეული ხარჯი, არაუმეტეს 1045 ლარის ოდენობით თანახმად ფორმა №3-ისა; დ) დარჩენილი 1210 ლარის საკრებულოს წევრზე გაცემის უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრის საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისთვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.“ 2. რეგლამენტის 156 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წარმომადგენლობის ფუნქციონირებისთვის ქ. თბილისის ბიუჯეტიდან საკრებულოსთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში ყოველთვიურად გამოიყოფა შემდეგი ოდენობის თანხები: ა) სამგორის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 23 000 (ოცდასამი ათასი) ლარი; ბ) ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 23 000 (ოცდასამი ათასი) ლარი; გ) გლდანის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 23 000 (ოცდასამი ათასი) ლარი; დ) საბურთალოს რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარი; ე) ისნის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარი; ვ) ვაკის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 13 500 (ცამეტიათას ხუთასი) ლარი; ზ) დიდუბის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 13 500 (ცამეტიათას ხუთასი) ლარი; თ) მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 8 500 (რვაათას ხუთასი) ლარი; ი) კრწანისის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 8 500 (რვაათას ხუთასი) ლარი; კ) ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარული ოლქი – 8 500 (რვაათას ხუთასი) ლარი.”
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები