დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის N2-1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5-4 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 05/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/12/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 08/12/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.101.016431 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 19.07.2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.101.016001) და დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტში განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) მე-6 მუხლისმე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო.“; ბ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7 1. თუ საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს საკრებულოს მუშაობაში ან არღვევს კანონით განსაზღვრულ თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია არკვევს გაცდენის მიზეზს ან/და დაუყოვნებლივ ამოწმებს/გამოითხოვს ინფორმაციას თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დასადგენად. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია შეუთავსებლობის საკითხზე დასკვნას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს საკრებულოს. თუ დადასტურდა, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა ან საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი არღვევს თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრისთვის/თანამდებობის პირისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ძალაშია შესაბამისი ვადის (6 თვის) გასვლის/თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან. 2. საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობის მიუღებლობის საპატიო მიზეზად ითვლება ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა, სამსახურებრივი მივლინება. აღნიშნული მიზეზების თაობაზე სხდომამდე ინფორმირებული უნდა იყოს შესაბამისი ფრაქციისა და კომისიის თავმჯდომარე – ფრაქციისა და კომისიის სხდომის გაცდენის შემთხვევაში. საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს სხდომის გაცდენის შემთხვევაში ინფორმირებული უნდა იყოს შესაბამისი ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც ვალდებულია გაცდენის თაობაზე შეატყობინოს საკრებულოს თავმჯდომარეს. აღნიშნულ შემთხვევაში საკრებულოს წევრს საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობის მიუღებლობა ეთვლება საპატიოდ. საკრებულოს ის წევრი, რომელიც არ არის არცერთ ფრაქციაში გაერთიანებული, აღნიშნულ ინფორმაციას მიაწოდებს საკრებულოს თავმჯდომარეს. 3. საკრებულოს წევრს საკრებულოს სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ის პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს საკრებულოს სხდომაზე საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღებაზე. აღნიშნულის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ საკრებულოს სხდომაზე. 4. თუ საკრებულოს წევრს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ორგანოებიდან გამოითხოვს ამ ფაქტის დამადასტურებელ საბუთებს, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას. აღნიშნული ფაქტების შესახებ ინფორმაციას საკრებულო ცნობად იღებს და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით. 5. თუ საკრებულოს წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია გამოითხოვს განაჩენს, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას. აღნიშნული ფაქტების შესახებ ინფორმაციას საკრებულო ცნობად იღებს და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით. 6. საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას. კომისია ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას რომელიც დაედო საფუძვლად განცხადებას და შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაციას საკრებულო ცნობად იღებს და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით. 7. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტად ითვლება შესაბამისი განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღე. 8. საკრებულოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია გამოითხოვს გარდაცვალების მოწმობას და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარადგენს, რომელიც იღებს ცნობის სახით და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით. 9. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა იმავე პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა საკრებულოს წევრს/თანამდებობის პირს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება შესაბამისი ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან. 10. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რეგლამენტით დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია, რომელიც ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს. 11. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები საკრებულოს სხდომაზე განიხილება რიგგარეშედ.“; გ) მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს; დ) რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი II1: „თავი II1 მაჟორიტარული სისტემით არჩეული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის წარმომადგენლობა მუხლი 151 მაჟორიტარული სისტემით არჩეული საკრებულოს წევრის (შემდგომ მაჟორიტარი საკრებულოს წევრი) საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო მაჟორიტარი საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადით ქმნის წარმომადგენლობას. მუხლი 152 1. წარმომადგენლობის მიზანია მოსახლეობისთვის საკრებულოს მაჟორიტარ წევრთან შესაბამის საარჩევნო ოლქში კომუნიკაციის ხელმისაწვდომი პლატფორმის არსებობა. 2. წარმომადგენლობის ძირითადი ამოცანებია: ა) ამომრჩევლებთან შეხვედრების ორგანიზება; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობასა და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში მაჟორიტარი საკრებულოს წევრის მონაწილეობის ხელშეწყობა; გ) ადგილობრივი თვითმართველობის განხორციელებაში, მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა. მუხლი 153 წარმომადგენლობა თავისი მიზნის განსახორციელებლად უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს მაჟორიტარი წევრის მოქალაქეებთან შეხვედრის (მათ შორის, საჯარო შეხვედრის) ორგანიზებას; ბ) მოქალაქეთა წერილების, საჩივრების, განცხადებების საქმისწარმოების ერთიან ელექტრონულ აღრიცხვას, შესწავლას, მასში დასმული საკითხების ანალიზის შედეგად მომზადებული სათანადო დასკვნის რეკომენდაციის ან/და წინადადებების შესაბამისი მაჟორიტარი საკრებულოს წევრისთვის წარდგენას; გ) მაჟორიტარი საკრებულოს წევრის ხელშეწყობას საკანონმდებლო ან/და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, კერძო/საჯარო დაწესებულებებთან, საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მედია საშუალებებთან ურთიერთობისას; დ) მაჟორიტარი საკრებულოს წევრის ხელშეწყობას კანონის შესაბამისად ანგარიშის წარდგენაში; ე) მაჟორიტარი საკრებულოს წევრის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას; ვ) მაჟორიტარი საკრებულოს წევრისთვის სამაჟორიტარო ოლქში არსებული პრობლემებისა და აქტუალური საკითხების იდენტიფიცირებაში, მათი აღმოფხვრისა და გადაწყვეტის მაჟორიტარის უფლებამოსილების ვადის პერიოდით გეგმის შემუშავებაში ხელშეწყობას; ზ) წარმომადგენლობის საქმიანობისთვის საჭირო სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 154 1. წარმომადგენლობის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 3 და არაუმეტეს 6 თანამშრომლისაგან, რომელთაგან ერთ-ერთი ასრულებს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ფუნქციებს, ხოლო დანარჩენი დასაქმებული თანამშრომლები იკავებენ სპეციალისტის თანამდებობებს. 2. წარმომადგენლობაში თანამშრომელთა მიღება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და მათთან შრომით ხელშეკრულებას დებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 3. წარმომადგენლობის თანამშრომლების უფლება/მოვალეობები და ანაზღაურების წესი განისაზღვრება მათთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 155 1. ამ რეგლამენტის 153 მუხლის „ვ“ და 152 მუხლის „გ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი უფლებამოსილია 3 თვეში ერთხელ საყოველთაო განხილვის ფორმატში შეხვდეს მოსახლეობას/ამომრჩეველს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ჩატარებული შეხვედრის შესახებ შედგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს შესაბამისი მაჟორიტარი და წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. მუხლი 156 1. წარმომადგენლობის ფუნქციონირებისთვის ქ. თბილისის ბიუჯეტიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში ყოველთვიურად გამოიყოფა 5000 ლარი. მაჟორიტარი საკრებულოს წევრი საკრებულოს აპარატს წინასწარ, კვარტალში ერთხელ წარუდგენს მომდევნო კვარტალში განსახორციელებელი ხარჯების ძირითად პარამეტრებს. აღნიშნული 5000 ლარიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი მაჟორიტარი საკრებულოს წევრის წარდგინებით ახორციელებს: ა) ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ – ტექნიკური და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენას; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საოფისე ფართობის დაქირავებას და გამქირავებლისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურებას; გ) მაჟორიტარი საკრებულოს წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფას; დ) წარმომადგენლობაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული 5000 ლარის სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის მოთხოვნის საფუძველზე დარჩენილი თანხა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემდეგ თვეებში. 3. საკრებულოს მაჟორიტარ წევრს, მისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ქ. თბილისის ბიუჯეტიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში საჭიროების შემთხვევაში დამატებით ერთჯერადად გამოეყოფა 3000 ლარი წარმომადგენლობის ოფისის მოსაწყობად. საკრებულოს მაჟორიტარი წევრის წარდგინებით, გამოყოფილი თანხის შესაბამისად ქ. თბილისის საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს ნივთების შეძენას. 4. შეძენილი მატერიალურ – ტექნიკური საშუალებები არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის – ქ. თბილისის საკუთრება (საკრებულოს აპარატის ბალანსზე რიცხული) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; ე) მე-19 მუხლის: ე.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის“ ე.ბ) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ე.გ) პირველ პუნქტს დაემატოს „მ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) სატრანსპორტო საკითხთა“ ე.დ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია ამზადებს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნებს საკრებულოს მიერ განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე. აკონტროლებს საკრებულოს ცალკეული სამართლებრივი აქტებისა და პროცედურული საკითხების შესაბამისობას რეგლამენტთან, შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს, დასკვნებს წინამდებარე რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე, ასევე, შეიმუშავებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს და დასკვნებს, განიხილავს ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებულ საჩივრებსა და განცხადებებს.“ ; ე.ე) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ე.ვ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. სატრანსპორტო საკითხთა კომისია შექმნილია დედაქალაქში არსებული ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზებისა და კონტროლის საკითხების განხილვის, სატრანსპორტო სფეროში შემავალი საკითხების შესწავლისა და მუდმივი მონიტორინგის, ტრანსპორტის საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების შემუშავების, აგრეთვე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის ორგანიზების გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით.“; ე.ზ) მე-13 პუნქტი განისაზღვროს მე-14 პუნქტად და შესაბამისად მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. საკრებულოს კომისიების დამატებითი უფლებამოსილებანი განისაზღვრება კომისიების დებულებებით.“; ვ) 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისიის გადაწყვეტილებები წარედგინება საკრებულოს სხდომას და/ან იგზავნება დანიშნულებისამებრ. კომისიის გადაწყვეტილებები ასევე ეგზავნება იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას.“; ზ) 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისიის სამდივნოს შემადგენლობაში შედიან კომისიის სამდივნოს უფროსი, აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოსამსახურეები, ასევე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები და საზოგადოებრივ საწყისებზე მოწვეული სპეციალისტები.“; თ) 35-ე მუხლის: თ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფრაქციის რეგისტრაციისათვის, ფრაქციის შექმნიდან ერთი კვირის ვადაში ფრაქციის თავმჯდომარე მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს განცხადებით, რომელშიც მითითებულია ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების), მდივნის და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და ფრაქციის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი წესდება. საკრებულოს თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის შემოსულ მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე. თუ ბიურო იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის დასკვნის განხილვისას არ მიიღებს სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრაციაში გატარებულად ჩაითვლება საკრებულოს თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან.“; თ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს სამ წევრზე ნაკლები, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება, რის თაობაზეც იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს ბიუროს. ამასთან, აღნიშნულის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს წევრებს.“; ი) 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე სამი დღის ვადაში წერილობით ატყობინებს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას და საკრებულოს აპარატს.“; კ) 37-ე მუხლის: კ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციის შემადგენლობიდან, რის შესახებაც სამი დღის ვადაში წერილობით ატყობინებს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას, რომელიც აღნიშნულ ფაქტს უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს.“; კ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფრაქციიდან წევრის გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე წერილობით ატყობინებს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას.“; კ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ფრაქციის თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების და მდივნის არჩევის, გადაყენების, გადადგომის, აგრეთვე ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ სამი დღის ვადაში წერილობით ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარესა და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას.“; ლ) 67-ე მუხლის: ლ.ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. შევსებული ხელმოწერების ფურცლებსა და ნორმატიული აქტის პროექტს განმარტებით ბარათთან ერთად საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო დოკუმენტის მიღებიდან 20 დღის ვადაში წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ორი დღის ვადაში გადასცემს მათ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას. ნორმატიული აქტის პროექტი აგრეთვე გადაეცემა წამყვან კომისიას (კომისიებს).“; ლ.ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია ხელმოწერების ფურცლების მიღებიდან 5 დღის ვადაში, შერჩევითი პრინციპის საფუძველზე, ამოწმებს ხელმოწერების შესაბამისობას ამ მუხლის მოთხოვნებთან და შედეგებს წარუდგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შესრულებულ ხელმოწერათა რაოდენობა აღმოჩნდა ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1 პროცენტზე ნაკლები, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე ბიურო უარს ეუბნება საინიციატივო ჯგუფს ნორმატიული აქტის პროექტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარდგენაზე. შესაბამისად, ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება.“; ლ.გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. ამომრჩეველთა ხელმოწერების შესახებ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის დადებითი დასკვნა, წარმოდგენილი პროექტი, ამომრჩეველთა ხელმოწერები და ნორმატიული აქტის პროექტთან დაკავშირებით წამყვანი კომისიის (კომისიების) დასკვნა (დასკვნები) წარედგინება საკრებულოს ბიუროს, რომელსაც საკითხი შეაქვს საკრებულოს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში.“; მ) 68-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საკრებულოს აპარატის შესაბამისი განყოფილება ამზადებს სამართლებრივ დასკვნას, რომელიც პროექტთან ერთად ეგზავნება საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას, რომელიც კომისიის სხდომაზე განიხილავს წარმოდგენილ პროექტს აღნიშნულ დასკვნასთან ერთად.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 8 დეკემბრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები