„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5-19
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.101.016936
5-19
29/12/2021
ვებგვერდი, 30/12/2021
010250040.35.101.016936
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №5-19

2021 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის N2-1 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 19.07.2014წ; სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.101.016001) და დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-9  მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„2. საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა შეადგენს თვეში 3830 ლარს.

3. ხარჯების განსაზღვრა ხდება ამ თანხის ზღვრული მოცულობიდან:

ა) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს უფლება აქვთ ფრაქციის თითოეულ წევრს აუნაზღაურონ ფრაქციაში მუშაობისთვის გაწეული ხარჯი არაუმეტეს 830 ლარისა, თანახმად ფორმა N1-ისა; 

ბ) საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებს უფლება აქვთ კომისიის თითოეულ წევრს აუნაზღაურონ შესაბამის კომისიაში მუშაობისთვის გაწეული ხარჯი არაუმეტეს 1000 ლარისა, თანახმად ფორმა N2-ისა;   

გ) დარჩენილი 1000 ლარის საკრებულოს წევრზე გაცემის უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრის საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისთვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.“       

2. 154 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:                                                                                           

„1. წარმომადგენლობის თანამშრომელთაგან ერთ-ერთი ასრულებს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ფუნქციებს, ხოლო დანარჩენი დასაქმებული თანამშრომლები იკავებენ სპეციალისტის თანამდებობებს.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე