დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62-83 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/10/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 29/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.101.017370 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 19.07.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.101.016001) და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, 10 საარჩევნო ოლქის მიხედვით.“; ბ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საკრებულოს თანამდებობის პირს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.“; გ) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) იმუშაოს სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში;“; დ) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) იმუშაოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს მუნიციპალიტეტის ორგანოებს;“; ე) 15 6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წარმომადგენლობის ფუნქციონირებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საკრებულოსთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში ყოველთვიურად გამოიყოფა 10 000 (ათი ათასი) ლარი.“; ვ) 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო ან საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“; ზ) 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 51 1. ახალარჩეული საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის/ოქმების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება მოქმედ საკრებულოს. 2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 30 დღეში იწვევს საკრებულოს პირველ სხდომას. საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საკრებულოს სხდომებს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი წევრი. 3. საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა გაიხსნება, თუ მას ესწრება (რეგისტრირებულია) ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული მოწმობის საფუძველზე ახორციელებს საკრებულოს აპარატი. სხდომაზე დასწრებას საკრებულოს წევრები ადასტურებენ სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით ან ელექტრონული რეგისტრაციით. 4. საკრებულოს აპარატი ტექნიკურად უზრუნველყოფს საკრებულოს პირველი სხდომის მიმდინარეობას.“; თ) 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 52 საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ გახსნის შემდეგ, როგორც წესი, მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგის შესაბამისად: ა) ირჩევს საკრებულოს თავმჯდომარეს; ბ) ირჩევს საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს; გ) ირჩევს მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს; დ) იღებს გადაწყვეტილებას ფრაქციების რეგისტრაციის შესახებ; ე) განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს; ვ) ცნობად იღებს საკრებულოს კომისიების შემადგენლობას; ზ) ირჩევს საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებს.“; ი) 69-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამართლებრივი აქტის პროექტის განხილვის შემდეგ, თუ მასში ცვლილებების შეტანა არ იქნა მოთხოვნილი, დაუყოვნებლივ იმართება კენჭისყრა. საკრებულო სამართლებრივ აქტს იღებს საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.“; კ) თავი XIV-ის შემდგომ დაემატოს თავი XV შემდეგი რედაქციით: „თავი XV გარდამავალი დებულებები მუხლი 83 2029 წლის არჩევნებში არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე 1 პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით საკრებულოს ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შექმნან სხვა ფრაქცია, თუ ისინი პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა, როგორც საკრებულოს წევრობის უპარტიო კანდიდატები, ან თუ ისინი დატოვებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას და გაწევრდებიან სხვა პოლიტიკურ პარტიაში.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 29 ოქტომბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები