„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის N2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის N2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10-25
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.101.016457
10-25
16/01/2018
ვებგვერდი, 16/01/2018
010250040.35.101.016457
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის N2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10-25

2018 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 19.07.2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.101.016001) და დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტში განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა)  35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2) ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო ფრაქციის ყოველ ცხრა წევრზე იგი უფლებამოსილია ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე. ამასთანავე, ფრაქციის თავმჯდომარეს შეუძლია ჰყავდეს არაუმეტეს სამი მოადგილისა.“;

ბ) 44-ე მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ე“ პუნქტი:

„ე) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.“;

გ) 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5) კომისიის სამდივნოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიმართ გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.“;

დ) 43-ე მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2) ფრაქციას, თავისი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, უფლება აქვს ჰყავდეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.“;

დ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3) ფრაქციისათვის ყოველწლიურად გამოიყოფა შრომითი ხელშეკრულებით ასაყვან პირთა წლიური სახელფასო ლიმიტი, რომელიც მტკიცდება საკრებულოს განკარგულებით.“;

დ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4) ფრაქციაში შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს ფრაქციის თავმჯდომარის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.“;

ე) 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთათვის შვებულების და ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მივლინების თაობაზე, ასევე ნიშნავს საკრებულოს დელეგაციის ხელმძღვანელს.“;

ვ) 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1)  საკრებულოს მუშაობის ორგანიზების მიზნით იქმნება საკრებულოს ბიურო (შემდგომში – ბიურო), რომლის შემადგენლობაში შედიან:  საკრებულოს თავმჯდომარე,  საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები,  საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები, ფრაქციების თავმჯდომარეები და ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე