დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 121 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 06/02/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 040170020.10.003.017740 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/02/2014 - 19/11/2014)
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესი. |
მუხლი 2 |
ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს საერთო სასამართლოებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ეროვნულ ბანკს, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ავტომობილების შესყიდვის, ჩანაცვლებისა და განაწილებისას იხელმძღვანელონ ამ დადგენილებით განსაზღვრული პრინციპებით. |
მუხლი 3 |
ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება:
ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ავტომობილებზე; ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშეების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ავტომობილებზე; გ) „ოპერატიულ‑სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებზე „ოპერატიულ‑სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების ნაწილში; დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე შეიარაღებული ძალების სამხედრო ფუნქციების განხორციელების ნაწილში; ე) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საპროტოკოლო/სასტუმრო ავტომობილებზე. |
მუხლი 4 |
საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა 2014 წლის 1 აპრილამდე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიას წარუდგინონ საკუთარი სპეციფიკის და თავისებურების გათვალისწინებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, აგრეთვე თავდაცვის ატაშეების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ავტომობილების გადანაწილების, კუთვნილების და კლასიფიკაციის წესის, ასევე საპროტოკოლო/სასტუმრო ავტომობილების კლასიფიკაციისა და გამოყენების წესის პროექტი შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. |
მუხლი 5 |
2014 წლის 1 ივლისამდე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიას საკუთარი სპეციფიკის და თავისებურებების გათვალისწინებით:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარუდგინოს სახელმწიფო ავტომობილების, მათ შორის ოპერატიული და სპეციალიზირებული ავტომობილების გადანაწილების წესისა და დამატებითი კლასიფიკაციის პროექტი; ბ) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელმა ორგანოებმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა წარუდგინოს ოპერატიული და სპეციალიზირებული ავტომობილების გადანაწილების წესისა და დამატებითი კლასიფიკაციის პროექტი. |
მუხლი 6 |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ავტომობილების მინების დამუქებისა და სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალების მონტაჟის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების განახლებული რეგულაციების შემუშავება არაუგვიანეს 2014 წლის 28 თებერვლამდე. |
მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების კლასიფიკაციის ნაწილში ახალ შესასყიდ/ჩანაცვლებულ ავტომობილებზე, ხოლო არსებული ავტოპარკის ოპტიმიზაციის გეგმა აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა დაწესებულებამ წარუდგინოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიას 2014 წლის 1 აპრილამდე. |
|
სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესი
|
მუხლი 1. მოქმედების სფერო
სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესი (შემდგომში ‑ წესი) ადგენს ერთიან სტანდარტს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის მსუბუქი ავტომობილების განპიროვნებული და მორიგე ფუნქციების განაწილებისას, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციას და კლასების განაწილებას, განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს და ზღვრულ ფლობის ღირებულებას.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება (შემდგომში ‑ დაწესებულება) ‑ საქართველოს სამინისტრო, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მათ სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს მთავრობის კანცელარია და საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს დაზვერვის სამსახური, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმო; ბ) განპიროვნებული ავტომობილი ‑ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება კონკრეტული დაწესებულების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე; გ) სამორიგეო ავტომობილი ‑ ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე (გარდა საპროტოკოლო/სასტუმრო ავტომობილებისა) დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა ყოველი კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე; დ) საშტატო რიცხოვნობა ‑ ფაქტიურ საშტატო რიცხოვნობას (გარდა ამ წესის მე‑4 მუხლით განსაზღვრული, მაგრამ საგანმანათლებლო რესურსცენტრების გათვალისწინებით საშტატო რიცხოვნობისა) გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა; ე) გათანაბრებული თანამდებობის პირი ‑ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, რომელსაც განპიროვნებული ავტომობილით სარგებლობის უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს პრემიერ‑მინისტრის ან მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ‑სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
მუხლი 3. განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე თანამდებობობის პირები განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირებს: ა) საქართველოს პრემიერ‑მინისტრი; ბ) საქართველოს მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, საქართველოს პრემიერ‑მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში ‑ ეკონომიკური საბჭოს მდივანი, საქართველოს პრემიერ‑მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში ‑ სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი; საქართველოს პრემიერ‑მინისტრის მრჩეველი; საქართველოს პრემიერ‑მინისტრის თანაშემწე და მათთან გათანაბრებული თანამდებობის პირი; გ) საქართველოს მინისტრების და საქართველოს სახელმწიფო მინისტრების პირველი მოადგილე, მოადგილეები, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე და მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი; დ) დეპარტამენტის უფროსი ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი; ე) სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი, გარდა ამ წესის მე‑4 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა; ვ) სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს გამგეობის/სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ზ) იმ სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელის მოადგილე, რომლის საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 100-ს, გარდა ამ წესის მე‑4 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა; თ) იმ სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს დეპარტამენტის უფროსი ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი, რომლის საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 500‑ს, გარდა ამ წესის მე‑4 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა; ი) ამ მუხლით განსაზღვრული დაწესებულებების რეგიონალური ან/და რაიონული წარმომადგენლობების ხელმძღვანელები.
მუხლი 4. დაწესებულებები, რომლებზეც არ ვრცელდება განპიროვნებული ავტომობილებით სარგებლობის უფლება ამ წესის მე‑3 მუხლით განსაზღვრული განპიროვნებული ავტომობილებით სარგებლობის უფლება არ ვრცელდება შემდეგ დაწესებულებებზე: ა) საჯარო სკოლა; ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება; გ) საგანმანათლებლო რესურსცენტრი; დ) თეატრი; ე) ანსამბლი; ვ) მუზეუმისა და ნაკრძალის ადმინისტრაცია; ზ) სპორტული სახეობების ფედერაცია.
მუხლი 5. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი 1. სამორიგეო ავტომობილის რიცხვი დგინდება შემდეგი პროპორციით: 100 საშტატო რიცხოვნობამდე დაწესებულების შემთხვევაში ‑ 1 ავტომობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ავტომობილი. 2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაანგარიშების შედეგი ნაკლებია 1‑ზე, როდესაც დამრგვალება, მიუხედავად მეათედის ოდენობისა ხდება 1 მთელამდე. 3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს. 4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული ვითარება გრძელდება 6 თვეზე მეტი პერიოდით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიას შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მუხლი 6. ავტომობილების კლასიფიკაციის წესი 1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილის ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის. 2. ავტომობილის კლასიფიკაციის წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს თითოეული კლასისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის; დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლასის ცვლილებისა, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისია შესაბამისი ობიექტურად დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე; მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები, მაგრამ აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასის და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად შესაბამისი პროცედურის დაცვით. 3. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 100 ათას კილომეტრზე ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეული საგარანტიო მოთხოვნების შესაბამისი ხარჯის და ავტომობილის შესყიდვის ფასის ერთობლიობით. 100 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია: ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი; ბ) ძრავის ზეთის ხარჯი; გ) ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი; დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი; ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი; ვ) კონდინციონერის ფილტრის ხარჯი; ზ) ანთების სანთლები; თ) ძრავის ღვედი; ი) საწვავის ხარჯი საპასპორტო მონაცემებით. ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 1-ის. 4. ელექტრონულ ან გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს კალკულაციას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი) ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში და ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან; საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს გამოცხადების დღით ეროვნული ბანკის კურსით აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას ეროვნულ ვალუტაში ‑ საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით. ავტომობილების ჩანაცვლება ხდება მხოლოდ ელექტრონული და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, ხოლო ჩასანაცვლებელი ავტომობილების ჩაბარება წარმოადგენს ზემოხსენებული ტენდერების განუყოფელ პირობას. 5. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს ბაზრის კვლევას და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა თითოეული კლასის მიხედვით. წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე/ჩანაცვლებაზე და არ ითვალისწინებს არსებული სახელმწიფო პარკის მყისიერ მორგებას წინამდებარე წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით. 6. ამ წესის მიზნებისათვის ავტომობილების კლასიფიკაცია ხორციელდება შემდეგი ნიშნით: I, II, III, IV კლასისა და სპეციალიზირებული კლასის ავტომობილები. ავტომობილის თითოეული კლასით მოსარგებლე პირთა კატეგორია, ასევე კონკრეტული კლასისათვის წაყენებული მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ამ წესის დანართით.
მუხლი 7. წესით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენა 1. დაწესებულების სპეციფიკიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე წინამდებარე წესიდან გამონაკლისების შესახებ მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისია შესაბამისი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე (მათ შორის, ფუნქციონალური საჭიროების ავტომობილების და შესაბამისი კლასის განსაზღვრის, ხელშეკრულებით არსებული საშტატო რიცხოვნობის და კლასის ცვლილების შესახებ). 2. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას.
დანართი
კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება
ეს დანართი განსაზღვრავს ავტომობილების კონკრეტული კლასისათვის მიკუთვნების კრიტერიუმებს, ასევე განსაზღვრული ნიშნით მათი თანამდებობრივი ან ზოგადი დანიშნულებით გამოყენების წინაპირობებს. ვალუტის კურსი წარმოადგენს ელექტრონული ტენდერის და/ან გამარტივებული ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ გაცვლით კურსს.
ა) IV კლასის ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ზოგადი დანიშნულების: ა.ა) საკურიერო-საფელდეგერო; ა.ბ) მცირე მომარაგების; ა.გ) ქალაქის შიგნით თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის; ა.დ) მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები – ცხრილი №1-ის შესაბამისად. ა.ე) ზღვრული ფლობის ღირებულება – $15400 დოლარის ეკვივალენტი ლარში.
ბ) III კლასის ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ბ.ა) ზოგადი დანიშნულების: ბ.ა.ა) სამორიგეო; ბ.ა.ბ) მომარაგების; ბ.ა.გ) თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით; ბ.ა.დ) მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები ‑ ცხრილი №2-ის შესაბამისად; ბ.ა.ე) მსუბუქი მაღალი განმავლობის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები - ცხრილი №3‑ის შესაბამისად; ბ.ა.ვ) ზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი ავტომობილებისათვის-$16800 დოლარის ეკვივალენტი ლარში; ბ.ა.ზ) ზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის -$24300 დოლარის ეკვივალენტი ლარში.
ბ.ბ) განპიროვნებული: ბ.ბ.ა) რეგიონალური და/ან რაიონული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისათვის, რომელთა საშტატო რიცხოვნობა ნაკლებია 300 საშტატო ერთეულზე; ბ.ბ.ბ) სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი და ხელმძღვანელის მოადგილე ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ნაკლებია 300 საშტატო ერთეულზე; ბ.ბ.გ) სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელის მოადგილე ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 300 საშტატო ერთეულს; ბ.ბ.დ) სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს დეპარტამენტის უფროსი ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 500 საშტატო ერთეულს.
გ) II კლასის ავტომობილები განკუთვნილია შემდეგი თანამდებობის პირებისათვის: გ.ა) დეპარტამენტის უფროსი ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი; გ.ბ) სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 300 საშტატო ერთეულს; გ.გ) რეგიონალური და/ან რაიონული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი, რომელთა საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 300 საშტატო ერთეულს. მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №4-ით; ხოლო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები - ცხრილი №5-ით. მსუბუქი ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულებაა $21000 დოლარის ეკვივალენტი ლარში, ხოლო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულება - $26500 დოლარის ეკვივალენტი ლარში.
დ) I-კლასის ავტომობილები განკუთვნილია შემდეგი თანამდებობის პირებისათვის: დ.ა) მინისტრების და სახელმწიფო მინისტრების პირველი მოადგილე, მოადგილეები და მათთან გათანაბრებული თანამდებობის პირები; დ.ბ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე და მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი; დ.გ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში ‑ ეკონომიკური საბჭოს მდივანი, საქართველოს პრემიერ‑მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში ‑ სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი; საქართველოს პრემიერ‑მინისტრის მრჩეველი; საქართველოს პრემიერ‑მინისტრის თანაშემწე; დ.დ) სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა აღემატება 500 საშტატო ერთეულს. I-კლასის მაღალი გამავლობის ავტომობილები ასევე შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს, რომელიც შეიძლება იქნეს გამოყენებული, როგორც ზამთრის პერიოდში, ასევე მძიმე რელიეფური პირობებისათვის. სეზონური ავტომობილების საჭიროების დადგენა ხდება კომისიის გადაწყვეტილებით. მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №6-ით, ხოლო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები - ცხრილი №7-ით. მსუბუქი ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულებაა $31500 დოლარის ეკვივალენტი ლარში, ხოლო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულება ‑ $47000 დოლარის ეკვივალენტი ლარში.
ე) სპეციალიზირებული კლასის ავტომობილები: ე.ა) გამოიყენება სპეციალური დანიშნულებით, კონკრეტული საქმიანობის შესასრულებლად; ე.ბ) პიკაპი; ე.გ) მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები დადგენილია ცხრილი №8‑ით; ე.დ) ზღვრული ფლობის ღირებულებაა 30000$.
ცხრილი №1
ცხრილი №2
ცხრილი №3
ცხრილი №4
ცხრილი №5
ცხრილი №6
ცხრილი №7
ცხრილი №8
|
დოკუმენტის კომენტარები