„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 600
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.022321
600
24/09/2020
ვებგვერდი, 25/09/2020
040170020.10.003.022321
„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №600

2020 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების  შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/02/2014, 040170020.10.003.017740) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. მე-3 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშეებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ავტომობილებზე, გარდა ამ დადგენილების 42 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;“.

2. 41 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 მუხლი:

მუხლი 42. საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშეებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩანაცვლება ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია