„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 439
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.018825
439
26/08/2015
ვებგვერდი, 27/08/2015
040170020.10.003.018825
„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №439

2015 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06.02.2014წ., 040170020.10.003.017740) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის:

1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება (შემდგომში − დაწესებულება) – საქართველოს სამინისტრო, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მათ სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს დაზვერვის სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმო;“.

2. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს მინისტრებისა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრების პირველი მოადგილე, მოადგილეები, საქართველოს     პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში − სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე და მოადგილეები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი;“.

3. დანართის „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში − ეკონომიკური საბჭოს მდივანი; საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში − სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, პირველი მოადგილე და მოადგილეები; საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი; საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი