დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 407 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170020.10.003.025300 |
|
„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/02/2014, 040170020.10.003.017740) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვეპუნქტი: „ბ2) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეებსა და მეკავშირე ოფიცრებზე რიცხულ/განპიროვნებულ ავტომობილებზე, გარდა ამ დადგენილების 44 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;“. 2. 43 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 44 მუხლი: „მუხლი 44. საზღვარგარეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეებსა და მეკავშირე ოფიცრებზე რიცხული/განპიროვნებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით ჩანაცვლება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები