კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

“სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ”საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილებით დამტიცდა სამსახურებრივი ავტომანქანების შესყიდვისა, განაწილების და გამოყენების წესი. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს ,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულება, რომელიც შინაარსობრივად იდენტურია და იგივე სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებს, რასაც არეგულირებს ზემოხსენებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილება.

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მთავრობის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული ისევე როგორც ამ მუხლში ჩამოთვლილი ორგანოები, ამდენად ხომ არ არის საჭირო მუხლში მიწთითოს ხსენებულ სამსახურზე ცალკე?

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

კომენტარი ეხება მე–2 მუხლს. ყველა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ავტოტექნიკის შესყიდვა რეგულაციაში რომ მოექცეს ხომ არ ჯობია კანონი იქნეს მიღებული?