„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 290
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.025182
290
24/07/2025
ვებგვერდი, 28/07/2025
040170020.10.003.025182
„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №290 

2025 წლის 24 ივლისი

   ქ. თბილისი

„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/02/2014, 040170020.10.003.017740) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლენილი დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლების ავტომობილებზე, გარდა ამ დადგენილების 4​3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;

ბ) 42 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 მუხლი:

მუხლი 43. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლენილი დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლებისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩანაცვლება ხდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, ამავე სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.“.      

2. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის“:

ა) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება (შემდგომში − დაწესებულება) – საქართველოს სამინისტრო, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მათ სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და საჯარო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომში − სსიპ), საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის/ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომში − ა(ა)იპ), 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმო;“;

ბ) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) საქართველოს მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე და მათთან გათანაბრებული თანამდებობის პირი;“;

გ) დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე