„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 157
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.020473
157
30/03/2018
ვებგვერდი, 03/04/2018
040170020.10.003.020473
„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №157

2018 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/02/2014, 040170020.10.003.017740) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხ­ლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სახელმ­წიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი.“;

გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

1. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს სა­კონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს საერთო სასამართლოებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ეროვნულ ბანკს, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებს, ავტომობილების შესყიდვისა და განაწილებისას იხელმძღვანელონ ამ დადგენილებით განსაზღვრული პრინციპებით.

2. ეთხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე მიიღონ ნორმატიული აქტი, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პრინციპების შესაბამისად.“;

დ) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებზე, გარდა ამ დადგენილების 41 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;

ე) მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით ჩანაცვლება ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის“:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი“;

ბ)  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და სამ­სა­ხურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი“ (შემდგომ­ში – წესი) ადგენს ერთიან სტანდარტს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის მსუბუქი ავტომობილების განპიროვნებული და მორიგე ფუნქციების განაწილებისას, ახდენს ავტომობილების კლასი­ფი­კა­ციასა და კლასების განაწილებას, განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებსა და ზღვრული ფლობის ღირებულებას.“;

გ) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება (შემდგომში − დაწესებულება) – საქართველოს სამინისტრო, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მათ სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს დაზვერვის სამსახური, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპი, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმო;“;

დ) მე-3 მუხლის „ბ“, „გ“ და „ე“  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, სა­ხელმწიფო დაც­ვის სპეციალური სამსახურის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამ­სახურის უფროსი, საქართველოს პრემიერ‑მინისტრის მრჩე­ველი, საქართველოს პრე­მი­ერ‑მინისტრის თანაშემწე და მათთან გათა­ნა­ბრებული თანამდებობის პირი;

გ) საქართველოს მინისტრებისა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრების პირველი მოადგილე, მოადგილეები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი;“;

„ე) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სსიპის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპის, 50%-ზე მე­ტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძ­ღვანელი, გარდა ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლი­სებისა;“;

ე)  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ავტომობილის კლასიფიკაციის წესი ადგენს მინიმალურ ტექნი­კურ მოთხოვნებს თითოეული კლასისათვის, რომელიც გამოიყენება შემ­დ­გომი შესყიდვისათვის; დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში და­დ­გენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლა­სის ცვლილებისა, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართვე­ლოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექ­მნილი სამთავრობო კომისია შესაბამისი ობიექტურად დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე; მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ, შეთა­ვა­ზე­ბისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები, (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ძრავის კუბატურის ან ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა), მაგრამ  აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყვე­ლაზე დაბალი ფასის და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად, შესაბამისი პროცედუ­რის დაცვით.“;

ვ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი) ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში. შემსყიდველი  ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტთან აფორმებს მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ – „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავტომობილის ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, შემსყიდველი  ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ან მის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციასთან (მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას იმ საგარანტიო პირობების ანალოგიურად, რომელსაც თავდაპირველი მიმწოდებელი სთავაზობს შემსყიდველს) დებს ხელშეკრულებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წლოვანებას ან/და გარანტიის პირობებს. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას, ეროვნულ ვალუტაში, საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დად­გენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.“;

ზ) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს ბაზრის კვლევას და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა თითოეული კლასის მიხედვით. შემსყიდველი ორგანიზაცია ბაზრის კვლევის ჩატარების და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ზღვრული ფლობის ღირებულების და საწვავის ფასი). მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარმოადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული სახელმწიფო პარკის მყისიერ მორგებას წინამდებარე წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით.“;

თ) დანართის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს დანართი განსაზღვრავს ავტომობილების კონკრეტული კლასისა­თვის მიკუთვნების კრიტერიუმებს, ასევე განსაზღვრული ნიშნით მათი თანამდებობრივი ან ზოგადი დანიშნულებით გამოყენების წინაპი­რო­ბებს. ვალუტის კურსი წარმოადგენს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღისათვის სა­ქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ გაცვლით კურსს.“;

ი) დანართის პრეამბულის „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე;“;

კ) დანართის პრეამბულას დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.“;

ლ)  დანართის  №1 − №7  ცხრილები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
1. საქართველოს სამინისტროებმა 2018 წლის 25 აპრილამდე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიას (შემდგომში – კომისია) წარუდგინონ სამინისტროებისა და მათ დაქვემდებარებაში არსებულ უწყებათა ავტოპარკის ოპტიმიზაციის გეგმები.

2. დაევალოთ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს, მათ ბალანსზე არსებული ავტომანქანები, რომელთა გამოყენება ვერ ხერხდება  გაუმართაობის გამო, ხოლო მათი შეკეთება არარენტაბელურია, უზრუნველყონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების (დანართი №1) მე‑2 მუხლის შესაბამისად, 2018 წლის  15 მაისამდე აღნიშნული ავტომანქანების სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემა. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, მათთვის გადაცემული ავტომობილების შემდგომში განკარგვისა და განაწილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს კომისიას შესაბამის ფორმატში, auto121@gov.ge – ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

3. ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს საერთო სასამართლოებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ეროვნულ ბანკს, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ავტომანქანებთან, რომლებიც გამოსულია მწყობრიდან და არარენტაბელურია მათი შეკეთება, დაკავშირებით იხელმძღვანელონ ამ დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი წესით.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დანართი

 


ცხრილი №1

მე-4 კლასი

ძრავას მოცულობა არანაკლებ

(მონაცემები დამრგვალებულია

მეათედებამდე)

1.0

ცხენის ძალა არანაკლებ

68

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

3500

სიგანე არანაკლებ

1595

სიმაღლე არანაკლებ

1470

წვა (შერეული წვის პირობებში)

100 კმ/ზე არაუმეტეს

6 ლიტრი

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა,

ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან

150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება)

სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა

(ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი

ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, საყრდენი

დისკი და მომჭიმი საკისარი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ

დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული

მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე

აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი)

ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

წინა 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

 

ცხრილი №2

მე-3 კლასი მსუბუქი ავტომობილები

ძრავას მოცულობა არანაკლებ

(მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე)

1.1

ცხენის ძალა არანაკლებ

77

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

3850

სიგანე არანაკლებ

1695

სიმაღლე არანაკლებ

1455

წვა (შერეული წვის პირობებში)

100 კმ/ზე არაუმეტეს

8 ლიტრი

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,

გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი

(რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე,

გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები,

ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები,

გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ

დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული

მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე

აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი)

ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

 

აუცილებელი მოთხოვნა

წინა 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა,  უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

 

ცხრილი №3

მე-3 კლასის მაღალი გამავლობის

მსუბუქი ავტომობილები

ძრავას მოცულობა არანაკლებ

(მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე)

1.0

ცხენის ძალა არანაკლებ

82

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

3665

სიგანე არანაკლებ

1600

სიმაღლე არანაკლებ

1575

წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ/ზე არაუმეტეს

9.3 ლიტრი

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,

გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი

(რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე,

გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები,

ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები,

გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ

დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული

მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე

აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი)

ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

წინა 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

აუცილებელი მოთხოვნა

4X4

 

ცხრილი №4

მე-2 კლასის მსუბუქი ავტომობილები

ძრავას მოცულობა არანაკლებ

(მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე)

1.0

ცხენის ძალა არანაკლებ

105

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4483

სიგანე არანაკლებ

1760

სიმაღლე არანაკლებ

1445

წვა (შერეული წვის პირობებში)

100 კმ/ზე არაუმეტეს

8.5

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,

გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი

(რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე,

გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები,

ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები,

გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი)

 

უსაფრთხოების დამადასტურებელ

დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული

მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე

აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი)

ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

აუცილებელი მოთხოვნა

უკანა საქარე მინის  ელ. გათბობა

 

ცხრილი №5

 

მე-2 კლასის მაღალი გამავლობის

მსუბუქი ავტომობილები

ძრავას მოცულობა არანაკლებ

(მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე)

1.4

ცხენის ძალა არანაკლებ

120

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4223

სიგანე არანაკლებ

1765

სიმაღლე არანაკლებ

1570

წვა (შერეული წვის პირობებში)

100 კმ/ზე არაუმეტეს

10.3 ლიტრი

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,

გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი

(რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე,

გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები,

ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები,

გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ

დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული

მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე

აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი)

ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

4X4

 

ცხრილი №6

 

პირველი კლასის მსუბუქი ავტომობილები

ძრავას მოცულობა არანაკლებ

(მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე)

1.5

ცხენის ძალა არანაკლებ

154

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4820

სიგანე არანაკლებ

1825

სიმაღლე არანაკლებ

1455

წვა (შერეული წვის პირობებში)

100 კმ/ზე არაუმეტეს

15.5 ლიტრი

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,

გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი

(რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე,

გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები,

ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები,

გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ

დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული

მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე

აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი)

ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

სავარძლის სიმაღლის მარეგულირებელი

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის მარეგულირებელი

აუცილებელი მოთხოვნა

უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. რეგულირება

 

 

ცხრილი №7

პირველი კლასის მაღალი გამავლობის

მსუბუქი ავტომობილები

ძრავას მოცულობა არანაკლებ

(მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე)

2.3

ცხენის ძალა არანაკლებ

187

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4623

სიგანე არანაკლებ

1885

სიმაღლე არანაკლებ

1760

წვა (შერეული წვის პირობებში)

100 კმ/ზე არაუმეტეს

16 ლიტრი

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,

გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი

(რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე,

გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები,

ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები,

გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ

დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული

მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე

აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი)

ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

4X4 მექანიკური ან ავტომატური ჩართვის

და გამორთვის ფუნქციით

აუცილებელი მოთხოვნა

სავარძლის სიმაღლის მარეგულირებელი

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის მარეგულირებელი

აუცილებელი მოთხოვნა

შუშების ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. რეგულირება

“.