„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 536
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.021556
536
08/11/2019
ვებგვერდი, 11/11/2019
040170020.10.003.021556
„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №536

2019 წლის 8 ნოემბერი

   ქ. თბილისი

„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/02/2014, 040170020.10.003.017740) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის:

ა) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება (შემდგომში − დაწესებულება) – საქართველოს სამინისტრო, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მათ სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და საჯარო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომში − სსიპ), საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის/საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს დაზვერვის სამსახური, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომში − ა(ა)იპ), 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმო;“;

ბ) მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, საქართველოს პრემიერ‑მინისტრის მრჩეველი, საქართველოს პრემიერ‑მინისტრის თანაშემწე და მათთან გათანაბრებული თანამდებობის პირი;

გ) საქართველოს მინისტრებისა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრების პირველი მოადგილე, მოადგილეები, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და მოადგილე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია