„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 658
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.018278
658
05/12/2014
ვებგვერდი, 05/12/2014
040170020.10.003.018278
„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №658

2014 წლის 5 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 06/02/2014, 040170020.10.003.017740) დამტკიცებულ სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.    მე-6 მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგი­ნ­დება 100 ათას კილომეტრზე ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეუ­ლი საგარანტიო მოთხოვნების შესაბამისი ხარჯის და ავტომობილის შეს­ყიდვის ფასის ერთობლიობით. 100 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებუ­ლების კომპონენტებია:

ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი;

ბ) ძრავის ზეთის ხარჯი;

გ) ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი;

დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;

ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი;

ვ) კონდინციონერის ფილტრის ხარჯი;

ზ) ანთების სანთლები;

თ) ძრავის ღვედი;

ი) საწვავის ხარჯი საპასპორტო მონაცემებით.

ავტომან­ქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მო­ხ­დება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირო­ბით ფასზე, რომელიც ტოლია  1-ის. 100 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს წინა და უკანა ხუნდები საჭიროების შემთხვევაში, სულ მცირე ხუთჯერ, ხოლო წინა და უკანა ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა გადასახდელი იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით“.“

„5. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს ბაზრის კვლევას და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატის­ტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზ­ნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწი­ნებით), მაგრამ არა უმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღი­რე­ბულებისა თითოეული კლასის მიხედვით. შემსყიდველი ორგანიზაცია ბაზრის კვლევის ჩატარების და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ, ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ზღვრული ფლობის ღირებულების და საწვავის ფასი). მიმწოდებელი ვალდებულია ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარმოადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ფასი).  წინამდებარე კლასიფი­კაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე/ჩანაცვლებაზე და არ ითვა­ლისწინებს არსებული სახელმწიფო პარკის მყისიერ მორგებას წინამდე­ბარე წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედ­ვით.

6. ამ წესის მიზნებისათვის ავტომობილების კლასიფიკაცია ხორ­ციე­ლდება შემდეგი ნიშნით: I, II, III, IV კლასისა და სპეციალიზებული კლასის ავტომობილები. ავტომობილის თითოეული კლასით მოსარგებ­ლე პირთა კატეგორია, ასევე კონკრეტული კლასისათვის წაყენებული მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ამ წესის დანარ­თით. ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართის ცხრილი №3, ცხრილი №5,  ცხრილი №6,  ცხრილი №8 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ცხრილი №3

მე-3 კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილები

ძრავის მოცულობა არანაკლებ

1.3

ცხენის ძალა არანაკლებ

82

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

3665

სიგანე არანაკლებ

1600

სიმაღლე არანაკლებ

1575

წვა 100 კმ/ზე არაუმეტეს

9.3 ლიტრი

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი)

3 წელი ან 150000 კილომეტრი

სრულ ავტომანქანაზე, რომელიც ადრე შესრულდება 

უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი

NCAP (ევრო ქრაშ ტესტი) ან IIHS (ამერიკული

ქრაშ ტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშ ტესტი)

ელექტრო შუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

წინა 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიო სისტემა, უკანა საქარე მინის

ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

აუცილებელი მოთხოვნა

4X4“.

 

„ცხრილი №5

მე-2 კლასის მაღალი გამავლობის

მსუბუქი ავტომობილები

ძრავის მოცულობა არანაკლებ

1.5

ცხენის ძალა არანაკლებ

120

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5

საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4223

სიგანე არანაკლებ

1765

სიმაღლე არანაკლებ

1625

წვა 100 კმ/ზე არა უმეტეს

10.3 ლიტრი

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი)

3 წელი, ან 150000 კილომეტრი

სრულ ავტომანქანაზე, რომელიც ადრე შესრულდება 

უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი

NCAP (ევრო ქრაშ ტესტი) ან IIHS

(ამერიკული ქრაშ ტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშ ტესტი)

ელექტრო შუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

4X4

 

 

ცხრილი №6

პირველი კლასის მსუბუქი

ავტომობილები

ძრავის მოცულობა არანაკლებ

2

ცხენის ძალა არანაკლებ

154

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ

5 საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4820

სიგანე არანაკლებ

1825

სიმაღლე არანაკლებ

1455

წვა 100 კმ/ზე არა უმეტეს

15.5 ლიტრი

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე

(ძრავი, ხიდი, გადაცემათა

კოლოფი), 3 წელი ან

150000 კილომეტრი

სრულ ავტომანქანაზე, რომელიც

ადრე შესრულდება 

უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი

NCAP (ევრო ქრაშ ტესტი) ან IIHS

(ამერიკული ქრაშ ტესტი) ან

JNCAP (იაპონური ქრაშ ტესტი)

ელექტრო შუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის

გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების

საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

სავარძლის სიმაღლის

მარეგულირებელი

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის

მარეგულირებელი

აუცილებელი მოთხოვნა

უკანა საქარე მინის

ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების

ელ. რეგულირება“.

 „ცხრილი №8

სპეციალიზებული ავტომობილები

ძრავის მოცულობა არანაკლებ

2.2

ცხენის ძალა არანაკლებ

102

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ

 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

5000

სიგანე არანაკლებ

1755

სიმაღლე არანაკლებ

1760

წვა 100 კმ/ზე არაუმეტეს

10.3 ლიტრი

საგარანტიო პირობები

3 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი,

 გადაცემათა კოლოფი) ან 100 000

 კილომეტრი, რომელიც ადრე შესრულდება

უსაფრთხოების

დამადასტურებელი

დოკუმენტი

NCAP (ევრო ქრაშ ტესტი) ან

IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი) ან

JNCAP (იაპონური ქრაშ ტესტი)

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

აუცილებელი მოთხოვნა

4X4 მექანიკური  ჩართვის და

 გამორთვის  ფუნქციით

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის

 მარეგულირებელი

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. რეგულირება“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი