„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 544
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.023755
544
30/11/2022
ვებგვერდი, 30/11/2022
040170020.10.003.023755
„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №544

2022 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების  შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/02/2014, 040170020.10.003.017740) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის“:

) მე-6 მუხლის:

.) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ, შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა, საწვავის ტიპი − ჰიბრიდი, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში Plug-In მოდიფიკაცია), მაგრამ  აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასისა და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად შესაბამისი პროცედურის დაცვით.“;

.) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის (ელექტრომობილის შემთხვევაში − კილოვატ/საათი (კვტ/სთ)) ფასის ერთობლიობით. 150 ათას კილომეტრზე ზღვრული ფლობის ღირებულების კომპონენტებია:

ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი;

ბ) ძრავის ზეთის ხარჯი;

გ) ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი;

დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;

ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი;

ვ) კონდიციონერის ფილტრის ხარჯი;

ზ) ანთების სანთლების ხარჯი;

თ) ძრავის ღვედის ხარჯი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ი) მწარმოებლის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა ხარჯები;

კ) შიდა წვისა და ჰიბრიდული ავტომობილებისათვის საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით, ხოლო ელექტრომობილის შემთხვევაში − მოხმარებული კილოვატ/საათი (კვტ/სთ) საპასპორტო მონაცემებით.“;

.) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. შიდა წვისა და ჰიბრიდული ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 1-ის,  ხოლო ელექტრომობილის შემთხვევაში − შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი კილოვატ/საათის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 0.20-ის.“;

.) მე-18 და მე-19 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. შემსყიდველი ორგანიზაცია ბაზრის კვლევის ჩატარებისა და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილის და საწვავის ან კილოვატ/საათის ღირებულების ჯამი) დადგენის შემდეგ ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული  ფლობის ღირებულების ფასი და საწვავის ან კილოვატ/საათის ფასი).

19. მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისისა და საწვავის ან კილოვატ/საათის ღირებულების მიხედვით). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული სახელმწიფო პარკის მყისიერ მორგებას ამ წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით.“.

2. დანართის − „კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება“:

) მე-3  მუხლის  მე-2  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  21 პუნქტი:

„21.  IV კლასის ჰიბრიდული ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №11-ის შესაბამისად.“;

) მე-3  მუხლის  მე-3  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  31 პუნქტი:

„31. IV კლასის ჰიბრიდული ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 25300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.“;

) მე-4 მუხლის მე-2  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21   პუნქტი:

„21. III კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია  ცხრილი №21-ის შესაბამისად.“;

) მე-4   მუხლის მე-3  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  31 პუნქტი:

„31. III კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 32000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.“;

) მე-4 მუხლის მე-4  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41   პუნქტი:

„41. III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია  ცხრილი №31-ის შესაბამისად.“;

) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51   პუნქტი:

„51. III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 30600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.“;

) მე-5 მუხლის  მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  21 და 22 პუნქტები:            

„21. II კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია  ცხრილი №41-ის შესაბამისად.

22. II კლასის მსუბუქი ელექტრომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №42-ის შესაბამისად.“;

) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  31 და 32 პუნქტები:            

„31. II კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 33900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

32. II კლასის მსუბუქი ელექტრომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 42900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.“;

) მე-5 მუხლის მე-4  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  41 პუნქტი:            

„41. II კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია  ცხრილი №51-ის შესაბამისად.“;

) მე-5 მუხლის მე-5  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:             

„51. II კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 41100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.“;

) მე-6 მუხლის  მე-2  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  21 და 22 პუნქტები

„21. I კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №61-ის შესაბამისად.

22. I კლასის მსუბუქი ელექტრომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №62-ის შესაბამისად.“;

) მე-6 მუხლის  მე-3  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  31 და 32 პუნქტები:  

„31. I კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 40300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

32. I კლასის მსუბუქი ელექტრომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 54600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.“;

) მე-6 მუხლის  მე-4  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  41 და 4პუნქტები:

„41. I კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია  ცხრილი №71-ის შესაბამისად.

42. I კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ელექტრომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №72-ის შესაბამისად.“;

) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები:

„51. I კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 53400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

52. I კლასის  მსუბუქი მაღალი გამავლობის ელექტრომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 58700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.“;

) მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. დანართის ცხრილი №8 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 „ცხრილი №8

 

სპეციალიზებული კლასის ავტომობილი

ცხენის ძალა არანაკლებ

102

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ

 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

5000

სიგანე არანაკლებ

1755

სიმაღლე არანაკლებ

1760

უსაფრთხოების დამადასტურებელ

დოკუმენტად შეიძლება, ჩაითვალოს

შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ

მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი

ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი)

ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე  (ძრავი, ხიდი,

გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი

(რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, 

გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა

(ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები,

ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები,

გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო,

გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი,

გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი

და საყრდენი დისკი);

ექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

აუცილებელი მოთხოვნა

4X4 მექანიკური ჩართვისა და გამორთვის ფუნქციით

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის მარეგულირებელი

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების მექანიკური ან  ელრეგულირება.“.

 

4. დანართს დაემატოს ცხრილები: №11, №21, №31, №41, №51, №61 და №71 ჰიბრიდული ავტომობილებისათვის, თანდართული სახით.

5. დანართს დაემატოს ცხრილები: №42, №62, №72 ელექტროავტომობილებისათვის, თანდართული სახით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი




 

ცხრილი11

 

IV კლასის ავტომობილი

საწვავის ტიპი

ჰიბრიდი

კომბინირებული ცხენის ძალა არანაკლებ

70

კარები

4/5 (4 სალონის + 1 საბარგულის)

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

3521

სიგანე არანაკლებ

1746

სიმაღლე არანაკლებ

1433

საგარანტიო პირობები

7 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,
გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის აგრეგატი (მათ შორის ჰიბრიდის ელემენტები)), 3 წელი ან 150000
კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება)
სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი
ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი,
ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები,
ელექტრომცველები, შუშის საწმენდი
ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის
გადაბმულობის ქურო, გადაცემათა
კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა
კოლოფის გადაბმულობის დისკი და
საყრდენი დისკი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა 2

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიცირება

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

ESC – სტაბილურობის ელ. კონტროლი

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის ელექტრო- ან ჰიდროგამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ცენტრალური საკეტი დისტანციური მართვით

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. რეგულირება

 

 

 

 

ცხრილი №21

III კლასის მსუბუქი ავტომობილი

საწვავის ტიპი

ჰიბრიდი

კომბინირებული ცხენის ძალა არანაკლებ

122

კარები

4/5 (4 სალონის + 1 საბარგულის)

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4136

სიგანე არანაკლებ

1492

სიმაღლე არანაკლებ

1385

საგარანტიო პირობები

7 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,
გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის აგრეგატი(მათ შორის ჰიბრიდის ელემენტები)), 3 წელი ან 150000
კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება)
სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი
ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი,
ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები,
ელექტრომცველები, შუშის საწმენდი
ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის
გადაბმულობის ქურო, გადაცემათა
კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა
კოლოფის გადაბმულობის დისკი და
საყრდენი დისკი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიცირება

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

ESC – სტაბილურობის ელ. კონტროლი

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის ელექტრო- ან ჰიდროგამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ცენტრალური საკეტი დისტანციური მართვით

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელექტრო- ან/და მექანიკური რეგულირება


 

 

ცხრილი31

III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილი

საწვავის ტიპი

ჰიბრიდი

კომბინირებული ცხენის ძალა არანაკლებ

140

კარები

4/5 (4 სალონის + 1 საბარგულის)

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4125

სიგანე არანაკლებ

1725

სიმაღლე არანაკლებ

1535

საგარანტიო პირობები

7 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,
გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის აგრეგატი(მათ შორის ჰიბრიდის ელემენტები)), 3 წელი ან 150000
კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება)
სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი
ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი,
ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები,
ელექტრომცველები, შუშის საწმენდი
ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის
გადაბმულობის ქურო, გადაცემათა
კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა
კოლოფის გადაბმულობის დისკი და
საყრდენი დისკი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 7 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიცირება

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემ

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

ESC – სტაბილურობის ელ. კონტროლი

აუცილებელი მოთხოვნა

4X4 მექანიკური ან ავტომატური ჩართვის
და გამორთვის ფუნქციით

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის ელექტრო- ან ჰიდროგამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის და სიგრძის რეგულირება

აუცილებელი მოთხოვნა

ცენტრალური საკეტი დისტანციური მართვით

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. ან მექანიკური რეგულირება

 

 

 

 

ცხრილი41

II კლასის მსუბუქი ავტომობილი

საწვავის ტიპი

ჰიბრიდი

კომბინირებული ცხენის ძალა არანაკლებ

141

კარები

4/5 (4 სალონის + 1 საბარგულის)

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4347

სიგანე არანაკლებ

1775

სიმაღლე არანაკლებ

1452

საგარანტიო პირობები

7 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,
გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის აგრეგატი(მათ შორის ჰიბრიდის ელემენტები)), 3 წელი ან 150000
კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება)
სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი
ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი,
ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები,
ელექტრომცველები, შუშის საწმენდი
ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის
გადაბმულობის ქურო, გადაცემათა
კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა
კოლოფის გადაბმულობის დისკი და
საყრდენი დისკი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 6 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიცირება

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემ

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

ESC – სტაბილურობის ელ. კონტროლი

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის ელექტრო- ან ჰიდროგამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ცენტრალური საკეტი დისტანციური მართვით

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. რეგულირება

 

 

 

 

ცხრილი №42

II კლასის მსუბუქი ავტომობილი

საწვავის ტიპი

ელექტრო

კარები

4/5 (4 სალონის +1 საბარგულის)

ცხენის ძალა არანაკლებ

118

მანძილი სრული დამუხტვით (WLTP) არანაკლებ

250

აკუმულატორის მოცულობა (კვტ.სთ) არანაკლებ

39

სიგრძე არანაკლებ

3582

სიგანე არანაკლებ

1738

სიმაღლე არანაკლებ

1490

საგარანტიო პირობები

7 წელი ძირითად აგრეგატებზე (ხიდი,
გადაცემათა კოლოფი, ელექტროობა (მართვის ბლოკები) მაღალი ძაბვის ელემენტები (ბატარეები), 3 წელი ან 150000
კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება)
სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი
ნაწილებისა და მასალებისა (საბურავები, ელექტრონათურები,
ელექტრომცველები, შუშის საწმენდი
ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის
გადაბმულობის ქურო, გადაცემათა
კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა
კოლოფის გადაბმულობის დისკი და
საყრდენი დისკი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 6 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კლიმატკონტროლი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

ESC – სტაბილურობის ელ. კონტროლი

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის ელექტრო- ან ჰიდროგამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის და სიგრძის რეგულირება

აუცილებელი მოთხოვნა

ცენტრალური საკეტი დისტანციური მართვით

აუცილებელი მოთხოვნა

უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. რეგულირება


 

 

 

 

ცხრილი №51

II კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილი

საწვავის ტიპი

ჰიბრიდი

კომბინირებული ცხენის ძალა არანაკლებ

222

კარები

4/5 (4 სალონის + 1 საბარგულის)

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4465

სიგანე არანაკლებ

1805

სიმაღლე არანაკლებ

1595

საგარანტიო პირობები

7 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,
გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის აგრეგატი (მათ შორის, ჰიბრიდის ელემენტები)), 3 წელი ან 150000
კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება)
სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი
ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი,
ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები,
ელექტრომცველები, შუშის საწმენდი
ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის
გადაბმულობის ქურო, გადაცემათა
კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა
კოლოფის გადაბმულობის დისკი და
საყრდენი დისკი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 7 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კლიმატკონტროლი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

ESC – სტაბილურობის ელ. კონტროლი

აუცილებელი მოთხოვნა

4X4 მექანიკური ან ავტომატური ჩართვის
და გამორთვის ფუნქციით

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის ელექტრო- ან ჰიდროგამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის და სიგრძის რეგულირება

აუცილებელი მოთხოვნა

ცენტრალური საკეტი დისტანციური მართვით

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. რეგულირება


 

 

ცხრილი №61

I კლასის მსუბუქი ავტომობილი

საწვავის ტიპი

ჰიბრიდი

კომბინირებული ცხენის ძალა არანაკლებ

195

კარები

4/5 (4 სალონის + 1 საბარგულის)

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4835

სიგანე არანაკლებ

1790

სიმაღლე არანაკლებ

1395

საგარანტიო პირობები

7 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,
გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის აგრეგატი (მათ შორის, ჰიბრიდის ელემენტები)), 3 წელი ან 150000
კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება)
სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი
ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი,
ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები,
ელექტრომცველები, შუშის საწმენდი
ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის
გადაბმულობის ქურო, გადაცემათა
კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა
კოლოფის გადაბმულობის დისკი და
საყრდენი დისკი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 6 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კლიმატკონტროლი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

ESC – სტაბილურობის ელ. კონტროლი

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის ელექტრო- ან ჰიდროგამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის და სიგრძის რეგულირება

აუცილებელი მოთხოვნა

ცენტრალური საკეტი დისტანციური მართვით

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. რეგულირება


 

 

ცხრილი62

I კლასის მსუბუქი ავტომობილი

საწვავის ტიპი

ელექტრო

კარები

4/5 (4 სალონის +1 საბარგულის)

ცხენის ძალა არანაკლებ

228

მანძილი სრული დამუხტვით (WLTP) არანაკლებ

507

აკუმულატორის მოცულობა (კვტ.სთ) არანაკლებ

77

სიგრძე არანაკლებ

4585

სიგანე არანაკლებ

1830

სიმაღლე არანაკლებ

1445

საგარანტიო პირობები

7 წელი ძირითად აგრეგატებზე (ხიდი,
გადაცემათა კოლოფი, ელექტროობა (მართვის ბლოკები) მაღალი ძაბვის ელემენტები (ბატარიები), 3 წელი ან 150000
კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება)
სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი
ნაწილებისა და მასალებისა (საბურავები, ელექტრონათურები,
ელექტრომცველები, შუშის საწმენდი
ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის
გადაბმულობის ქურო, გადაცემათა
კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა
კოლოფის გადაბმულობის დისკი და
საყრდენი დისკი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 7 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კლიმატკონტროლი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემ

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

ESC – სტაბილურობის ელ. კონტროლი

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის ელექტრო- ან ჰიდროგამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის და სიგრძის რეგულირება

აუცილებელი მოთხოვნა

ცენტრალური საკეტი დისტანციური მართვით

აუცილებელი მოთხოვნა

უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. რეგულირება

 

 

 

ცხრილი №71

I კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილი

საწვავის ტიპი

ჰიბრიდი

კომბინირებული ცხენის ძალა არანაკლებ

190

კარები

4/5 (4 სალონის + 1 საბარგულის)

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4735

სიგანე არანაკლებ

1850

სიმაღლე არანაკლებ

1660

საგარანტიო პირობები

7 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,
გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის აგრეგატი(მათ შორის ჰიბრიდის ელემენტები)), 3 წელი ან 150000
კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება)
სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი
ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი,
ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები,
ელექტრომცველები, შუშის საწმენდი
ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის
გადაბმულობის ქურო, გადაცემათა
კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა
კოლოფის გადაბმულობის დისკი და
საყრდენი დისკი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 7 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კლიმატკონტროლი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

ESC – სტაბილურობის ელ. კონტროლი

აუცილებელი მოთხოვნა

4X4 მექანიკური ან ავტომატური ჩართვის
და გამორთვის ფუნქციით

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის ელექტრო- ან ჰიდროგამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის და სიგრძის რეგულირება

აუცილებელი მოთხოვნა

ცენტრალური საკეტი დისტანციური მართვით

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. რეგულირება


 

 

ცხრილი72

I კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილი

საწვავის ტიპი

ელექტრო

კარები

4/5 (4 სალონის +1 საბარგულის)

ცხენის ძალა არანაკლებ

325

მანძილი სრული დამუხტვით (WLTP) არანაკლებ

450

აკუმულატორის მოცულობა (კვტ.სთ) არანაკლებ

77

სიგრძე არანაკლებ

4585

სიგანე არანაკლებ

1840

სიმაღლე არანაკლებ

1500

საგარანტიო პირობები

7 წელი ძირითად აგრეგატებზე (ხიდი,
გადაცემათა კოლოფი, ელექტროობა (მართვის ბლოკები) მაღალი ძაბვის ელემენტები (ბატარიები), 3 წელი ან 150000
კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება)
სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი
ნაწილებისა და მასალებისა (საბურავები, ელექტრონათურები,
ელექტრომცველები, შუშის საწმენდი
ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის
გადაბმულობის ქურო, გადაცემათა
კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა
კოლოფის გადაბმულობის დისკი და
საყრდენი დისკი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 7 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კლიმატკონტროლი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემ

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

ESC – სტაბილურობის ელ. კონტროლი

აუცილებელი მოთხოვნა

4X4 მექანიკური ან ავტომატური ჩართვის
და გამორთვის ფუნქციით

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის ელექტრო- ან ჰიდროგამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის და სიგრძის რეგულირება

აუცილებელი მოთხოვნა

ცენტრალური საკეტი დისტანციური მართვით

აუცილებელი მოთხოვნა

უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. რეგულირება