საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 389
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017555
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
389
30/12/2013
ვებგვერდი, 31/12/2013
010240030.10.003.017555
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/12/2013 - 27/08/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №389

2013 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხ­ლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს იუსტი­ციის სამინისტროს თანდართული დებულება.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრი­დან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

         

მუხლი 1

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდეგში ‑ სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინ­დო­ბილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახო­რ­ციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლე­ბამოსილებებს.

2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოად­გენს სახელმწიფოს.

3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს  მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, აგრეთვე საქართვე­ლოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

4. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0114, გორ­გასლის ქ., №24.

 

მუხლი 2

1. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სა­მინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშ­ვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისთვის.

2. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა.

3. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

4. სამინისტროს მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით.

5. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელების აბრებზე, აგრეთვე სამინის­ტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და შესასვლე­ლე­ბის აბრებზე.

6. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.

 

თავი II

სამინისტროს მმართველობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

         

მუხლი 3

სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:

ა) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებ­რივი ექსპერტიზა;

ბ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და სახელმწიფო რეგისტრაცია;

გ) სამართლებრივი ინფორმატიზაციისა და იურიდიული განათ­ლების საკითხთა გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება;

დ) ნორმატიული აქტების ოფიციალური გამოქვეყნება;

ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) განვითარების ხელშეწყობისა და კოორდინაციისათვის შესაბამისი სტანდარტების შე­მუშავება და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;

ვ) სახელმწიფო ვალის აღებასთან, კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, აგრეთვე იმ ად­მინისტრაციული ხელშეკრულებების (გარდა ადმინისტრაციული ხასია­თის საგრანტო ხელშეკრულებებისა) სამართლებრივი ექსპერტიზა საქარ­თველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელთა ღირებულება აღემატება მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვა­ლისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;

ზ) საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკ­რულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კა­ნონ­მდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უც­ხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;

თ) სახელმწიფო ვალის აღების და კრედიტებზე სახელმწიფო გარან­ტიების გაცემის შესახებ ხელშეკრულებათა, აგრეთვე საერთაშორისო საგ­რანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტუ­რე­ბა (იურიდიული დასაბუთება);

ი) არბიტრაჟებში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველ­ყოფის კოორდინაცია;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო სახელმწიფოში გა­საგზავნად საქართველოში გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების გაფორმება-ლეგალიზაცია ან კა­ნონმ­დებლობით დადგენილი წესით ოფიციალური დოკუმენტების აპოს­ტილით დამოწმება;

ლ) ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ფარგ­ლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდე­ბულებათა შესრულების უზრუნველყოფა;

მ) საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონ­მ­დებლობის ჰარმონიზაცია;

ნ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ადამიანის უფ­ლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო ორგანოებში სახელმწიფოს წარმო­მადგენლის ფუნქციის შესრულება, ამ სფეროში სახელმწიფო დაწესებუ­ლებათა საქმიანობის კოორდინაცია. სისხლის სამართლის საერთაშორი­სო სასამართლოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია;

ო) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგა­ნიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავე­ბა და წარმართვა;

პ) კანონით დადგენილ ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულე­ბათა და შეთანხმებათა შესრულების უზრუნველყოფა;

ჟ) სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული სხვა აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;

რ) მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;

ს) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურება, სა­ქა­რთველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა და ამ სფეროში კანონმდებ­ლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება;

ტ) კანონმდებლობის შესაბამისად ნოტარიატის საქმიანობის სახელ­მწიფო რეგულირება;

უ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში იურიდიულ პირთა სა­ხელმწიფო რეგისტრაცია;

ფ) კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენ­ზიის გაცემა, კანონით დადგენილი წესით კერძო აღმასრულებლების რეგის­ტრაცია და კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოება;

ქ) სახელმწიფო საარქივო საქმიანობის განხორციელება;

ღ) კანონით განსაზღვრული სახელმწიფო და სხვა რეესტრების  წარ­მოება;

ყ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალი­ფი­კაციის ამაღლების უზრუნველყოფა;

შ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება; სისხლის­სა­მარ­თლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტა­დიაზე საპროცესო ხელმძღვანელობა;

ჩ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სრული მოცულო­ბით წინასწარი გამოძიების ჩატარება;

ც) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატი­ულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; ოპერატიულ-სამძებრო ორ­გა­ნო­ების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ზედამხედველობა;

ძ) თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტე­ბის შემოწმება და საპროცესო მოვალეობების განხორციელება დაკავების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს;

წ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მხარის სტატუსით მონაწილეობა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

ჭ) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია;

ხ) რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქუ­რ­დული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუა­ლების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სა­მართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავ­რდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამარ­თალ­წარმოების წესით განსახილველ საქმეებში სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობა;

ჯ) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცა­ნე­ბის გადაწყვეტა.

 

მუხლი 4

სამინისტროს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების პრო­ექტების მომზადება;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი ნორმატიული აქტების პროექ­ტე­ბისა და ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

გ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და საკონტროლო მდგო­მარეობაში მოყვანა;

დ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის პროგრამის მომზადება, ერ­თიანი სისტემის ფორმირების უზრუნველყოფა, კანონმდებლობის ერთი­ანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემის განვითარება და სრულყოფა;

ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) განვითარების ხე­ლ­შეწყობისა და კოორდინაციისათვის შესაბამისი სტანდარტების შემუ­შავება და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;

ვ) ნორმატიული აქტების ოფიციალური გამოქვეყნება და ნორ­მა­ტიული აქტების ოფიციალური ტექსტების, აგრეთვე იურიდიული ლი­ტე­რატურის ბეჭდური სახით გამოცემა;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქართული სამართლის საერ­თა­შორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან დაახ­ლოებისა და ჰარმონიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაცია;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოსათვის უცხო­ეთის სახელმწიფოთა მიერ გაწეული სამართლებრივი დახმარების კოორ­დინაცია და ორგანიზება;

ი) სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებათა, სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნის გაცემა ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის თაობაზე;

კ) საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა პროექტების სამარ­თლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესა­ბა­მისობის დადგენის მიზნით;

ლ) სასესხო და სხვა ხასიათის იმ ადმინისტრაციულ ხელშეკ­რულებათა პროექტების (გარდა ადმინისტრაციული ხასიათის საგრანტო ხელშეკრულებათა პროექტებისა) სამართლებრივი ექსპერტიზა საქართ­ვე­ლოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელთა ღირებულება აღემატება მილიონ ლარს ან/და რომლებიც ით­ვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;

მ) საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წი­ლის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკ­რულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უც­ხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;

ნ) სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გა­რანტიების გაცემასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა, აგრეთვე სა­ერ­თაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულე­ბის დადასტურება (იურიდიული დასაბუთება) და შესაბამისი დასკვნის გაცემა;

ო) არბიტრაჟებში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველ­ყოფის კოორდინაცია;

პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების გაფორმება-ლეგალიზაცია;

ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური დოკუმენ­ტების აპოსტილით დამოწმება;

რ) ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ფარგ­ლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდე­ბულებათა შესრულების უზრუნველყოფა;

ს) სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადება, დადება და მათი შესრულების ორგა­ნი­ზება;

ტ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალის, საქმეების, დოკუმენტაციის გამოთხოვა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართ­ლოში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საქართველოს წინა­აღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსრულების მიზნით წინადა­დებების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

უ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამ­შრომლობის კოორდინაცია, ამ მიზნით შექმნილი საუწყებათაშორისო კო­მისიების ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის წარმართვა, სამთავრო­ბო და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალის, საქმეების, დოკუმენტაციის გამოთხოვა, სახელმწიფოს სახელით დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და სისხლის სამართლის საერთაშო­რისო სასამართლოში წარდგენა;

ფ) სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და კანონის შესაბამისად აღსრულებას დაქვემდებარებული სხვა აქტების აღსრულების განხორციე­ლება;

ქ) საზღვარგარეთის ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების სა­მართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობის შესრულება, სის­ხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წე­სით პირთა გადაცემისა და ექსტრადიციის საკითხების გადაწყვეტა;

ღ) საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;

ყ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვე­ტის საკითხთა განხილვა;

შ) ბინადრობის ნებართვის მინიჭებისა და უცხოელთა საქართვე­ლოდან გაძევების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;

ჩ) ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;

ც) ნოტარიუსებისა და ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ზედამხედ­ველობა;

ძ) ნოტარიატის სფეროში მინისტრის (სამინისტროს) კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნ­ველყოფა; ნოტარიატთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;

წ) ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინ­ტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;

ჭ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის განხილვა, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი წე­სით კონტროლის განხორციელება საქართველოს ნოტარიუსთა პალა­ტის მიერ კანონმდებლობის შესრულებაზე;

ხ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქ­მე­დებითი კავშირებისა და კერძო აღმასრულებლების რეგისტრაცია და რეგისტრირებული ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლი კანონით დადგენილი წესითა და შემთხვევებში; კერძო აღმასრულებელზე სააღს­რულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და კანონით დადგენილი წე­სით ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შეს­რუ­ლე­ბის კონტროლის განხორციელება;

ჯ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოში აღ­მას­რულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობის უზ­რუნველყოფა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარ­მოე­ბის წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღე­მატება 500 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალ­საზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება;

ჰ) ეროვნული საარქივო ფონდის შექმნა და შევსება;

1) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვა, კონსერვა­ცია და რესტავრაცია;

2) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზე­ბუ­ლი აღრიცხვა, აღწერა, აგრეთვე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველ­ყოფა კანონით დადგენილ ფარგლებში;

3) სამოქალაქო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;

4) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქ­მედებითი კავშირებისა და კერძო აღმასრულებელთა რეესტრების წარმო­ე­ბის უზრუნველყოფა;

5 ) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;

6 ) საჯარო რეესტრისა და მიწის ერთიანი კადასტრის წარმოების უზ­რუნველყოფა;

7) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხო­ელთა პირადობის დადასტურება, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა, ამ სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმია­ნობის განხორციელება და კანონმდებლობის შესრულების ზედამხედვე­ლობა;

8 ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია;

9) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღმასრულებლის მიერ სასა­მარ­თლოს გადაწყვეტილების აღსრულების წინააღმდეგ მიმართული და­ნა­შაულის აღკვეთა და გამოვლენა;

10) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საშტატო ნუსხე­ბის დამტკიცება და საქმიანობის გეგმების შემუშავება, მათთვის საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემის უზრუნველყოფა;

11) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამარ­თ­ლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სა­ხელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოხელეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;

12) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება; სისხლის­სა­მარ­თლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად გამოძიების სტადიაზე საპ­რო­ცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

13) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება;

14) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატი­ულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; ოპერატიულ-სამძებრო ორ­გა­ნო­ების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ზედამხედველობა;

15) თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტე­ბის შემოწმება და საპროცესო მოვალეობების განხორციელება დაკავების ადგილებსა და პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და სხვა დაწესე­ბუ­ლებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ და­ნიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს;

16) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მხარის სტატუსით მონაწილეობა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

17) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია;

18) რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურ­დული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული სა­შუა­ლების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკე­ტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში სახელმწიფოს სახე­ლით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობა;

19) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება­მო­სილებათა განხორციელება.

 

თავი III

სამინისტროს ხელმძღვანელობა და პერსონალი

         

მუხლი 5

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მი­ნის­ტრი (შემდეგში - მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომად­გენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;

გ) პასუხისმგებელია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყო­ფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სა­მართლის იურიდიული პირების მიერ საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, მთავრო­ბის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებაზე;  

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თვალყურს ადევნებს სა­მინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართვე­ლობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სა­მინისტროს შესაბამის მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმია­ნო­ბის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს პირველი მოადგი­ლისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლე­ბა­მოსილებას;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარ­გლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახუ­რეებს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართ­ლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, კანონმდებლობით გათვა­ლისწინებულ სხვა მოსამსახურეებს, წყვეტს სამინისტროს მოსამსახურე­ების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების წახალისების საკითხებს;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას სამინისტ­როს სისტემის მოსამსახურეთა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლე­ბისა და გადამზადების, მათ შორის, საამისოდ აუცილებელი ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ, მოსამსახურეთათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურები­სათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბა­მისად;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინის­ტროს სისტემის თანამშრომლებისათვის ადგენს სოციალური დაცვის და­მა­ტებით ღონისძიებებსა და შეღავათებს, სამინისტროსა და მის სისტე­მაში შემავალი დაწესებულებებისათვის განსაზღვრული სახსრების ფარგ­ლებში;

ი) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხე­ლე­ებისადმი;

კ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ნო­ტარიუსებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს მათი საქმიანობის ზედამხედველობას;

ლ) დადგენილი წესით საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;

მ) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ შემთხ­ვე­ვებში, კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორ­მატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებს, ინსტ­რუქციებსა და მითითებებს;

ნ) განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტ­რო­ნული სისტემის (ICCMS) წარმოების წესს;

ო) იღებს გადაწყვეტილებას უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხზე;

პ) „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომ­ლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით წყვეტს პირთა გადაცემისა და ექსტრადიციის საკით­ხებს;

ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარ­გლებში, ანიჭებს მოხელეებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;

რ) დადგენილი წესით მოხელეებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად;

ს) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში გრანტების გაცემის წესს და საგრანტო პროგრამას;

ტ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სა­მი­ნისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იუ­რი­დი­ული პირების დებულებებს; ადგენს მათ სტრუქტურასა და საქმის­წარმოების წესს;

უ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დე­ბუ­ლებებს;

ფ) უფლებამოსილია სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები - კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დას­კვნებისა და წინადადებების მომზადების წესი;

ქ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვე­დანაყოფებს, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქ­მედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის;

ღ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებათა მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება სამინისტროს გამ­გებლობის სფეროს;

ყ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქ­მი­ა­ნობის ანგარიშს;

შ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზ­ნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კა­ნონმდებლობით დადგენილი წესით;

ჩ) კანონით დადგენილი წესით, უწევს სამსახურებრივ ზედამხედ­ვე­ლობას (სახელმწიფო კონტროლს) სამინისტროს სტრუქტურული ქვე­დანაყოფების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სა­ჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, სამინისტროს თანამდებობის პირებისა და მოხე­ლე­ების აქტებსა და მოქმედებებს;

ც) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილე­ებ­ისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედე­ბებს (გარდა საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამდებო­ბის პირების მიერ საპრო­კუ­რორო უფლებამოსილების განხორციელე­ბასთან დაკავშირებით გამოცემული აქტებისა და განხორციელებული ქმედებებისა), რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, საქართ­ველოს მთავრობის დადგენილებებსა და  მინისტრის ბრძანებებს;

ძ) კანონით დადგენილი წესით აჩერებს სამინისტროს თანამდებო­ბის პირთა და მოხელეთა მიერ გამოცემული აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას (გარდა საქართველოს პროკურატურის უფლე­ბა­მოსილი თანამდებობის პირების მიერ საპრო­კუ­რორო უფლებამო­სი­ლების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტებისა და განხორციელებული ქმედებებისა), გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღ­მოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ;

წ) კანონით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობს სამინისტროს თანამდებობის პირთა აქტებსა და მოქმედებებს (გარდა საქართ­ველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საპრო­კუ­რორო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტებისა და განხორციელებული ქმედებებისა), მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;

ჭ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;

ხ) ამტკიცებს სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფე­როში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟირების გავ­ლის წესს და სტაჟიორის ანაზღაურების ოდენობას;

ჯ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინი­ჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. მინისტრი ახორციელებს პროკურატურის ორგანოების საერთო ხე­ლმძღვანელობას. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მი­ზ­ნებისთვის, მინისტრი:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მთა­ვარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის ან თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე;

ბ) მთავარი პროკურორის წარდგინებით ქმნის და აუქმებს პროკუ­რატურის ორგანოებს, განსაზღვრავს მათ სამოქმედო ტერიტორიას და ადგენს სტრუქტურულ ერთეულთა კომპეტენციას;

გ) მთავარი პროკურორის წარდგინებით, საქართველოს კანონმ­დებ­ლობით განსაზღვრულ საერთო უფლებამოსილებათა ფარგლებში, დრო­ებით ქმნის სპეციალიზებულ პროკურატურას და კანონით დადგენილი წესით განსაზღვრავს მისი საქმიანობის მიმართულებებსა და ფუნქცი­ონირების ვადას;

დ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს სის­ხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს;

ე) მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს პროკურატურის ორგანოების სტრუქტურას, საშტატო ერთეულებსა და მათ რაოდენობას;

ვ) მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს პროკურატურის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს;

ზ) მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს პროკურა­ტუ­რის მუშაკთა ატესტაციის წესს; საქართველოს მთავრობას დასამტკი­ცებლად წარუდგენს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო საგა­მოცდო კომისიის დებულებას და კომისიის შემადგენლობას;

თ) მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს პროკუ­რა­ტურის ორგანოებში დასაქმების მსურველ პირთა მონაცემების ერთიანი ბაზის შექმნის წესს;

ი) მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესს;

კ) მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსს;

ლ) მთავარი პროკურორის წარდგინებით, გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში ამტკიცებს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

მ) მთავარი პროკურორის წარდგინებით შეიმუშავებს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნვე­ლყოფის შესახებ;

ნ) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სხვა საერთა­შორისო სასამართლოებში, ტრიბუნალებსა და არბიტრაჟებში საქართვე­ლოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის ფარგლებში პროკურატურის ორ­განოსგან გამოითხოვს შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასა­ლებს;

ო) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრებსა და განცხადებებს;

პ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორ­მატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს ‑ ბრძანებებს, ინსტ­რუქციებსა და მითითებებს.

4. მინისტრი არ ერევა პროკურატურის მიერ ცალკეული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან ან/და სისხლისსამართლებრივ დევ­ნასთან დაკავშირებით განხორციელებულ მოქმედებებსა და მიღე­ბულ გადაწყვეტილებებში.

5. მინისტრის უფლებამოსილება წყდება საქართველოს კონსტიტუ­ციითა და კანონით დადგენილი წესით.

 

          მუხლი 6

1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე, რო­მელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარ­დგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას ან სხვა საფუძველზე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყ­დე­ბათ მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მინისტრის დანიშვნის­თანავე.

4. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორ­ციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

5. მინისტრის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთ­ხვევაში, ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამო­სილებებს ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო მინის­ტრის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ‑ მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.

         

მუხლი 7

1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო და­წესებულების ხელმძღვანელი და მათი მოადგილეები;

გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი  საჯარო სამა­რთლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.

2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუ­ალოდ ემორჩილება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.

3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქ­ტუ­რული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

ბ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანა­ყო­ფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვე­დანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) ანგარიშვალდებულია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანა­ყო­ფის მუშაობისათვის;

ე) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახე­ლით წარუდგენს დასკვნებს მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინის­ტ­რის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედა­ნაყოფს;

ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სა­მი­ნისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშა­ობის ორგანიზების, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურე­ების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესას­რუ­ლებლად;

თ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

ი) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვე­და­ნაყოფის დებულებით, მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მი­ერ განსაზღვრულ ამოცანებს.

 

მუხლი 8

1. სამინისტროს საშტატო შემადგენლობაში არიან:

ა) მინისტრის მრჩევლები;

ბ) მინისტრის (მინისტრის მოადგილეების) თანაშემწეები;

გ) სამინისტროს მრჩევლები;

დ) გამომძიებლები;

ე) აუდიტორები;

ვ) სამინისტროს სპეციალისტები;

ზ) დამხმარე მოსამსახურეები.

2. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები უშუალოდ ექვემდე­ბა­რებიან მინისტრს. მათ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვისუფლებს მინისტრი. მინისტრის მრჩეველი და თანაშემწე თანამ­დებობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით.

3. მინისტრის მოადგილის თანაშემწეს მინისტრის მოადგილის წარ­დგი­ნებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მოადგილის თანაშემწე უშუალოდ ექვემდებარება მინისტრის მოადგილეს. მინისტრის მოადგილის თანაშემწე თანამდე­ბობაზე ინიშნება მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადით.

4. სამინისტროს მრჩევლებს, გამომძიებლებს, აუდიტორებს,  სამი­ნის­ტროს სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი და თანამ­დებობიდან ათავისუფლებს კანონით დადგენილი წესით.

5. სამინისტროს მრჩევლების, გამომძიებლების, აუდიტორებისა და სამინისტროს სპეციალისტების მოვალეობანი და ქვემდებარეობა განისა­ზ­ღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რო­მე­ლსაც ამტკიცებს მინისტრი.

 

თავი IV

სამინისტროს სისტემა

         

მუხლი 9

სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო და­წესებულებაა საქართველოს პროკურატურა.

         

მუხლი 10

სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამარ­თ­ლის იურიდიული პირებია:

ა) საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი;

ბ) საქართველოს საკანონმდებლო მაცნე;

გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატა;

დ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

ე) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;

ვ) საქართველოს ეროვნული არქივი;

ზ) აღსრულების ეროვნული ბიურო;

თ) მონაცემთა გაცვლის სააგენტო;

ი) „სმართ ლოჯიქი“ (SMART LOGIC);

კ) იუსტიციის სახლი;

ლ) დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენ­ტ­რი.

         

მუხლი 11

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);

ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმ­წიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი;

გ) არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი;

დ) საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი;

ე) ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენ­ლობის დეპარტამენტი;

ვ) სამართალშემოქმედების დეპარტამენტი;

ზ) ანალიტიკური დეპარტამენტი;

თ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

ი) ეკონომიკური დეპარტამენტი;

კ) გენერალური ინსპექცია;

ლ) პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

მ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.

 

თავი V

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები

         

მუხლი 12

1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია და სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე სტრუქტურული ქვე­დანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს შიდა სტრუქტურულ ერთეულებად, რომელთა სახელწოდება და კომპე­ტენ­ცია განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დე­ბულებით.

         

მუხლი 13

ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობების კო­ორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერ­ძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთა­შორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომა­ტი­ურ წარმომადგენლობებთან;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა;

დ) სამინისტროში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირ ‑ „სმართ ლოჯიქში“ (SMART LOGIC) დოკუმენტბრუნვის მოწეს­რი­გება;

ე) სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის ‑ „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) მუშაობის ეფექტიანობის ამაღ­ლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება;

ვ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დო­კუმენტების შემუშავება და დანერგვა;

ზ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შეს­რულების კონტროლის უზრუნველყოფა;

თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გა­მოქვეყნების უზრუნველყოფა.

 

მუხლი 14

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელ­მწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახე­ლ­მწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის ორგანიზება;

ბ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის, მასალის, საქმე­ების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიღების ორგანიზება და დამუშავება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართ­ლო­ებში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადების მიზნით;

გ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის წინადადებათა შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

დ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ სა­გამოძიებო მოქმედებათა განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველ­ყოფა;

ე) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილე­ბებ­თან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველ­ყოფის მიზნით წინადადებათა შემუშავება და წარდგენა; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ვ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევ­როპული კონვენციის, ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო სამარ­თლებრივი აქტებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამარ­თლოების პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაცია.

         

მუხლი 15

არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის კოორდი­ნაცია;

ბ) საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არსებული და/ან საქარ­თველოს სახელმწიფოს მიერ ინიციირებული დავის მორიგებით დასრუ­ლების მიზნით, დავის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოწინააღმდეგე მხარესთან ან მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გამართვა;

გ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მოლაპარაკების წარ­მატებით დასრულების შემთხვევაში მორიგების ხელშეკრულებების გა­ფორმებაში მონაწილეობის მიღება, ან/და ასეთი ხელშეკრულებების გა­ფორმება;

დ) არბიტრაჟებისა და უცხო ქვეყნის სასამართლოების მიერ გამო­ტანილი გადაწყვეტილებების ანულირების/გასაჩივრების შესაძლებლო­ბის შემთხვევაში, სათანადო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;

ე) არბიტრაჟებისა და უცხო ქვეყნის სასამართლოების მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულე­ბის კოორდინაცია;

ვ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიღების ორ­განიზება და დამუშავება, არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართ-ლოებში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზა­დება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

 

მუხლი 16

საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ სა­ერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, სამართლებრივი ურთი­ერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება და/ან შესრულების კოორდინაცია;

ბ) საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზა­ციის ხელშეწყობა, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება და თანამშრომლობა ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოთა შესაბამის უწყებებთან;

გ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანი­ზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა;

დ) სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარე­თის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაცი­ებთან;

ე) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშ­რომ­ლობა, მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კო­ორდინაცია;

ვ) სხვა სახელმწიფოებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პი­რებისათვის სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევა საქართვე­ლოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება და წარდგენა;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა.

 

მუხლი 17

ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენ­ლობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გა­რანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებათა სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნის გაცემა ხელშეკრულების დადების მიზან­შეწონილობის თაობაზე;

ბ) საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა პროექტების სამარ­თლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესა­ბა­მისობის დადგენის მიზნით;

გ) საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სასესხო და სხვა ხასიათის იმ ადმინისტრაციულ ხელშეკრუ­ლე­ბათა პროექტების (გარდა ადმინისტრაციული ხასიათის საგრანტო ხელ­შეკრულებათა პროექტებისა) სამართლებრივი ექსპერტიზა, რომელთა ღი­რებულება აღემატება მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასა­მარ­თლოს მიერ;

დ) საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წი­ლის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრუ­ლებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონ­მდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უც­ხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;

ე) სახელმწიფო ვალის აღების და კრედიტებზე სახელმწიფო გარან­ტიების გაცემის შესახებ ხელშეკრულებათა, აგრეთვე საერთაშორისო საგ­რანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტუ­რება (იურიდიული დასაბუთება);

ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, შეჩერებისა და შეწყვეტის თა­ო­ბაზე წინადადებების შემუშავება, სამართლებრივი დასკვნის მომზადება საერთაშორისო ხელშეკრულებების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის, აგრეთვე მათი სავალდებულოდ აღიარების, მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების სამართლებრივი შედეგების შესახებ;

ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელ­შეკრულებების, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესა­ხებ საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

ი) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოში აღ­მასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობის უზ­რუნველყოფა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარ­მოე­ბის წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღე­მატება 500 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება;

კ) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ლ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავ­შირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენ­დაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;

მ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავ­შირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;

ნ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა.

 

მუხლი 18

სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და სამინისტროს საპარლამენტო მდივ­ნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;

ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

გ) მინისტრის სათათბირო ორგანოს - კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ადმინისტ­რი­რება, ორგანიზაციული და ანალიტიკური მხარდაჭერა, კერძო სამარ­თ­ლის რეფორმის პროცესში ჩართული მხარეების საქმიანობის კოორდინაცია;

დ) მინისტრის მიერ გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქ­ტების პროექტების მომზადება, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემა­ვალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტე­ბის ვიზირება;

ე) სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებ­ლობისა და პერსპექტივების შესწავლა, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სხვა სამინისტროებისა და დარ­გობრივი უწყებების პრობლემატიკის შესწავლა სამართალშემოქმედე­ბი­თი საქმიანობის განხორციელების მიზნით;

ვ) ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესა­ბამისობის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო წინადადე­ბათა წარდგენა;

ზ) მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადა­დებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესა­ბამისობის დადგენა;

ი) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებ­რივი აქტების პროექტების ვიზირება;

კ) თვითმმართველი ერთეულების რეესტრის წარმოება.

 

მუხლი 19

ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით მინისტ­რი­სათვის რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა, სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის, განახლებისა და დახვეწის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და კანონპროექტების შემუშავება;

ბ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს განვითარების მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და კანონპროექტების შემუშავება;

გ) სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით (სისხლის სამარ­თალი, კორუფციასთან ბრძოლა, ღია მმართველობა და სხვ.) რეფორმის გატარების მიზნით რეკომენდაციების, წინადადებებისა და საკანონმ-დებლო აქტების პროექტების მომზადება;

დ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორ­დინაციო საბჭოსა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო­ების ფუნქციების განხორციელება, აღნიშნული საბჭოებისა და მათ ფარგ­ლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობა, ანალი­ტი­კური და ორგანიზაციული მხარდაჭერა. ცალკეული სამუშაო ჯგუფის მომხსენებლის ფუნქციების შესრულება, თემატური სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, მათი შესრულების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშების მომზადება;

ე) ღია მმართველობის პარტნიორობის კოორდინირება ეროვნულ დო­ნეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, ღია მმართველობის პარ­ტ­ნი­ორობის სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების გან­ხორციელების ხელშეწყობა; 

ვ) სისხლის სამართლის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ღია მმართველობისა და სხვა დაკავშირებულ თემებზე სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და შედეგების ანალიზი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა,  კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების მართვა;

ზ) სამართლებრივი კვლევების მომზადება, საერთაშორისო სამარ­თ­ლის, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სფეროში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ღია მმართველობის თემებზე ძირითადი ტენდენციებისა და სიახლეების კვლევა, სახელმწიფოთა კა­ნონმდებლობის კვლევა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამარ­თლოების პრაქტიკის ანალიზი;

თ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა: ანგარიშგება, საერთაშორისო წარმომადგენლობა, სახელმწიფოთა შეფასებასა და მონი­ტორინგში მონაწილეობა;

ი) მართლმსაჯულების სექტორში ევროპის კავშირის დახმარების კოორდინაცია,  ფინანსური შეთანხმებების გაფორმების მიზნით მოლაპა­რაკებების წარმოება, ფინანსური შეთანხმების შესრულების ხელშეწყობა, ამ და სხვა საკითხებზე ევროპის კავშირთან ურთიერთობა.

 

მუხლი 20

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპ­ტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ბ) სამინისტროს მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად და­ნიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფ­ლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძი­ების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;

გ) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება ნამსახურობის მიხედვით;

დ) სამინისტროს მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წო­დებათა მინიჭების საკითხების მომზადება;

ვ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე სტაჟირე­ბას­თან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;

ზ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლის განხორციელება, სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დი­ს­ციპლინის დაცვის კონტროლი;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებების რე­ესტრის წარმოება;

ი) სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო სამობილიზაციო საქმია­ნობის განხორციელება;

კ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქე­თა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.

 

მუხლი 21

ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდი­ნა­ცია და მართვა, სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ბ) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანო­ბის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

გ) სამინისტროს სისტემის ფინანსური და სამეურნეო საქმია­ნო­ბის კოორდინაცია.

 

მუხლი 22

1. გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პი­რებში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრუ­ლების კონტროლი;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წინასწარი გამოძიების ჩა­ტარება სამინისტროს სტრუქტურული ერთეულისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე, 335-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშა­ულთა ჩადენის შემთხვევაში;

გ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შე­საბამისი რეაგირება;

დ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;

ე) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და შეტყობინებების, სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის, ასევე მინისტრის დავალების საფუძველზე სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლის განხორციელება, შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;

ვ) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და შეტყობინებების, აგრეთვე სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველ­ზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება;

ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმია­ნობის ზედამხედველობა.

2. გენერალური ინსპექცია უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს.

 

მუხლი 23

პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძი­რითადი ამოცანებია:

ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა;

ბ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;

გ) კომპეტენციის ფარგლებში თანამედროვე ტექნიკური საშუალე­ბებით ინფორმაციის დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნა;

დ) სამინისტროს სამარკეტინგო სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა, განახლება და მის შესრულებაზე კონტროლი.

 

მუხლი 24

1. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობის განხორციელებით:

ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატუ­რობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ბ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სის­რულის შეფასება; 

დ) აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და შესაბა­მისი რეკომენდაციების გაცემა;

ე)   შიდა აუდიტორული საქმიანობის შესახებ მინისტრის პერიოდული ინფორმირება;

ვ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

2. შიდა აუდიტის დეპარტამენტი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს.

 

თავი VI

სათათბირო ორგანოები

         

მუხლი 25

1. მინისტრს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით (შემდეგში ‑ სათათბირო ორგანოები).

2. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში - თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი და სათათბირო ორგანოს საქმიანობის უზრუნველმყოფი სტრუქტურული ქვედა-ნაყოფები/სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.

4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს მინისტრს.

5. მოხელე ან პირი, რომელიც მოხელე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ თავისი თანხმობით.

6. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომე­ლიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის/სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მი­ნის­ტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან,  სამინისტროს სტრუქტუ­რული ქვედანაყოფების/სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.

7. სათათბირო ორგანოს საქმიანობისა და სხდომაზე საოქმო წარ­მოებას უზრუნველყოფს მისი საქმიანობის უზრუნველმყოფი სამინის­ტ­როს სტრუქტურული ქვედანაყოფი/სამინისტროს მმართველობის სფე­როში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

8. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მი­ნის­ტრის წინაშე, თუ სათათბირო ორგანოს შექმნის დროს სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.

9. სათათბირო ორგანოს მუშაობისას დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს მოქმედი კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.