დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 539 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/11/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/11/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.023750 |
|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010240030.10.003.017555) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-11 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტი;“. 2. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16 საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს სისტემის კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო, კომერციულ და საოჯახო, მათ შორის, ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების, კომერციულ საქმეებზე საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების განხორციელება, საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ან/და საკუთარი ინიციატივის საფუძველზე; ბ) სამინისტროს სისტემის კომპეტენციის ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების განხორციელება, მათ შორის, სისხლის სამართლის სფეროში განაჩენთა აღსრულების, მსჯავრდებულ პირთა გადაცემისა (გადმოცემის) და ექსტრადიციის საქმეების მართვა, კოორდინაცია და პირთა გადაცემის (გადმოცემის) ორგანიზება საქართველოს ორმხრივი, მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით; გ) სამინისტროს სისტემის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება და/ან შესრულების კოორდინაცია და საერთაშორისო ანგარიშების მომზადება, გარდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოციირების შეთანხმებით გათვალისწინებული, აგრეთვე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული სხვა ვალდებულებებისა; დ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ ორგანოებში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესისა და პროცედურების განსაზღვრაში მონაწილეობა, აგრეთვე კანდიდატების შერჩევის პროცესის კოორდინაცია; ე) სამინისტროს სისტემის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინაცია და მონიტორინგი; ვ) სამინისტროს სისტემის საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა და კოორდინაცია; ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესრულება, შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი; თ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების მართვა და კოორდინაცია, მათ შორის, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულებთან კომუნიკაციის მიზნით, საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებთან თანამშრომლობა; ი) სამინისტროს სისტემის დონორებთან ურთიერთობის კოორდინაცია; კ) შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, თემატური უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოების/კომისიების სამდივნოს ფუნქციების შესრულება; ლ) ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა, ცენტრის საქმიანობის ორგანიზება და ტექნიკური დახმარება.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები