დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 633 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 23/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.021652 |
|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010240030.10.003.017555) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) უფლებამოსილების ფარგლებში, დანაშაულის პრევენცია, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ამ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;“. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) უფლებამოსილების ფარგლებში, დანაშაულის პრევენცია, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ამ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;“. 3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ჩ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩ1) უშუალოდ ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს გენერალური ინსპექციის, შიდა აუდიტის დეპარტამენტისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობაზე;“. 4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე შესაძლებელია, იმავდროულად, იყოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი.“. 5. მე-10 მუხლის: ა) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო; ნ) მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი.“. 6. მე-11 მუხლის „კ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 7. 221 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები