„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.021097
82
15/02/2019
ვებგვერდი, 18/02/2019
010240030.10.003.021097
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №82

2019 წლის 15 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010240030.10.003.017555) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელების აბრებზე, აგრეთვე სამინის­ტროს მმართველობის სფეროში მოქმედ დაწესებულებათა ბლანკებსა და შესასვლე­ლე­ბის აბრებზე.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით პირთა გადაცემისა და ექსტრადიციის საკითხების გადაწყვეტა;“;

ა.ბ) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ ქვეპუნქტი:

„ს1) სასჯელის აღსრულების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა;“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი:

„ჟ1) არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს, რომლებსაც იგი ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სპეციალური პენიტენციური სამსახური) მეშვეობით, განეკუთვნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანიზება, პენიტენციური დაწესებულებების ერთიანი მართვა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით პირთა გადაცემისა და ექსტრადიციის საკითხების გადაწყვეტა;“;

ა.ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) უწყებათაშორისი საბჭოების/კომისიების, რომელთაც თავმჯდომარეობს იუსტიციის მინისტრი, სამდივნოს ფუნქციის შესრულება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;“;

ა.გ) „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საშტატო ნუსხის დამტკიცება და საქმიანობის გეგმების შემუშავება, მათთვის საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემის უზრუნველყოფა;

ღ) სამინისტროს, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;“;

ა.დ) „ჩ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ1“ ქვეპუნქტი:

„ჩ1) სასჯელის აღსრულების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა;“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საჯარო რეესტრის – უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების, აგრეთვე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა (პარტიებისა) და მუნიციპალიტეტების რეესტრის ფორმირება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;“;

ბ.ბ) „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ1“ ქვეპუნქტი:

„ღ1) არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულება;“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სამინისტროს უფლებამოსილებებს, რომლებსაც იგი ახორციელებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მეშვეობით, განეკუთვნება:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება;

ბ) პენიტენციური დაწესებულებების ერთიანი მართვა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

გ) პენიტენციური დაწესებულებებისა და სამართლებრივი რეჟიმის დაცვა;

დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;

ე) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ მონაცემთა დამუშავება და მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება;

ზ) პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ან/და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია;

თ) პენიტენციურ დაწესებულებებში კრიზისული ვითარების მართვა;

ი) პენიტენციურ დაწესებულებათა საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი, პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება; პენიტენციური დაწესებულებების სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმება; 

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.

4. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ბ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პასუხისმგებელია სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფებისა (შემდგომში − ქვედანაყოფი), სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ კანონმდებლობის შესრულებაზე;“;

ა.გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თვალყურს ადევნებს      სა­მინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართვე­ლობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სა­მინისტროს შესაბამის მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმია­ნო­ბის სამსახურებრივ ზედამხედველობას;“;

ა.დ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები;

„ე1) საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საპროკურორო საბჭოს წევრის კანდიდატურას;

2) სამინისტროს თანამშრომელთაგან წარადგენს წევრს იურიდიული დახმარების საბჭოში;“;

ა.ე) „ვ2“ და „ვ3“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ​​​2) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისათვის სახელფასო დანამატის გაცემის თაობაზე; კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გასცემს ფულად ჯილდოს ამავე პირებზე;

3) უფლებამოსილია, სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან/და, ნომენკლატურის ფარგლებში, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, მათ მივლინებებსა და შვებულებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის, ასევე შესაბამის პირებთან შრომითი ან/და ადმინისტრაციული ხელშეკრულებების, თანამშრომელთან გასაფორმებელი სხვა ხელშეკრულებების/შეთანხმებების ხელმოწერის უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსზე;“;

ა.ვ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინის­ტროს სისტემის თანამშრომლებისათვის ადგენს სოციალური დაცვის და­მა­ტებით ღონისძიებებსა და შეღავათებს, სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი დაწესებულებებისათვის განსაზღვრული სახსრების ფარგ­ლებში;“;

ა.ზ) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.თ) „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს, ადგენს მათი საქმისწარმოების წესს;

უ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი სტრუქტურული ერთეულების დე­ბუ­ლებებს;“;

ა.ი) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის;“;

ა.კ) „ჩ“ – „წ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) კანონით დადგენილი წესით, უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას (სახელმწიფო კონტროლს) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, სამინისტროს თანამდებობის პირებისა და მოხელეების აქტებსა და მოქმედებებს;

1) უშუალოდ ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს გენერალური ინსპექციის, საგამოძიებო დეპარტამენტის, შიდა აუდიტის დეპარტამენტისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობაზე;

ც) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და  მინისტრის ბრძანებებს;

ძ) კანონით დადგენილი წესით, აჩერებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ გამოცემული აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ;

წ) კანონით დადგენილი წესით, ძალადაკარგულად ცნობს სამინისტროს თანამდებობის პირთა აქტებსა და მოქმედებებს, მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;“;

ა.ლ) „ხ“ და „ჯ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ) ამტკიცებს სამინისტროს, სამინისტროს მმართველობის სფე­როში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟირების გავ­ლის წესს და სტაჟიორის ანაზღაურების ოდენობას;

ჯ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით მისთვის მინი­ჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“ და „42“ პუნქტები:

„41. ამ დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, მინისტრი:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზედამხედველობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობას;

ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინებით – მის მოადგილეებს;

გ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინებით, ამტკიცებს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს; 

დ) ქმნის და აუქმებს პენიტენციურ დაწესებულებას;

ე) თანხმობას აძლევს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებაზე;

ვ) თანხმობას აძლევს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს სამსახურის საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე;

ზ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვის მიზნით, ქმნის საკონსულტაციო საბჭოს და განსაზღვრავს მისი დაკომპლექტებისა და ფუნქციონირების წესს;

თ) განსაზღვრავს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების რაოდენობასა და ტერიტორიულ განსჯადობას, აგრეთვე სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს;

ი) განსაზღვრავს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს უფლება-მოვალეობებსა და საქმიანობის წესს;

კ) განსაზღვრავს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ფსიქიატრიული კომისიის უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს;

ლ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მინისტრისათვის მიმართვის შემთხვევაში, განიხილავს საჩივარს, რომელიც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის საქმიანობას უკავშირდება;

მ) პატიმრობის კოდექსით, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტებს (მათ შორის, ერთობლივ ნორმატიულ აქტებს) და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ნ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

42. მინისტრს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე თავისი უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს მინისტრის პირველ მოადგილეზე/მოადგილეზე, აგრეთვე, ცალკეულ შემთხვევებში – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელზე.“.

5. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე შესაძლებელია იმავდროულად იყოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი.“.

 

6. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, მინისტრის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან/და, ნომენკლატურის ფარგლებში, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მათ მივლინებებსა და შვებულებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე ხელს აწერს შესაბამის პირებთან დასადებ შრომით ან/და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს, თანამშრომელთან გასაფორმებელ სხვა ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს.“.

7. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პროფესიული საჯარო მოხელეები (მათ შორის, გამომძიებლები, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლები, ინსპექტორ-გამომძიებლები და შიდა აუდიტორები);“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა სპეციალური პენიტენციური სამსახური.“.

9. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:

„მ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო;

ნ) პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრი.“.

10. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) საგამოძიებო დეპარტამენტი;“.

11. მე-13 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია;“.

12. მე-16 მუხლის:

ა) „ა“ – „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება და/ან შესრულების კოორდინაცია, გარდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოციირების შეთანხმებით გათვალისწინებული, აგრეთვე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული სხვა ვალდებულებებისა;

ბ) სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესრულება და/ან შესრულების კოორდინაცია;

გ) სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება და/ან შესრულების კოორდინაცია;

დ) სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების ზოგადი კოორდინაცია;

ე) სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები:

„ე1) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, პირთა გადაცემის (გადმოცემის) და ექსტრადიციის ორგანიზება/კოორდინირება;

2) პენიტენციური, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;“.

13. მე-18 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მინისტრის მიერ გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში, მათში შესწორებების შეტანა და, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათი შემდგომი მსვლელობის უზრუნველყოფა;“.

14. მე-19 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით (სისხლის სამარ­თალი და სხვ.) რეფორმის გატარების მიზნით რეკომენდაციების, წინადადებებისა და საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ვ) სისხლის სამართლის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა დაკავშირებულ თემებზე სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და შედეგების ანალიზი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა,  კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების მართვა;

ზ) სამართლებრივი კვლევების მომზადება; საერთაშორისო სამარ­თ­ლის, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სფეროში, აგრეთვე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თემებზე ძირითადი ტენდენციებისა და სიახლეების კვლევა; სახელმწიფოთა კანონმდებლობის კვლევა; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამარ­თლოების პრაქტიკის ანალიზი;“.

15. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გამოძიების ჩატარება კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად;“.

16. 22-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:

მუხლი 221. საგამოძიებო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) გამოძიების ჩატარება კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად;

ბ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ხელშემწყობი მიზეზების შესწავლა, ანალიზი, აგრეთვე რეკომენდაციების შემუშავება და სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის მიწოდება;

გ) დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში სტატისტიკური მონაცემების დამუშავება.“.

17. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

„11. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სისტემაზე.“.

18. 25-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი და სათათბირო ორგანოს საქმიანობის უზრუნველმყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფი, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარ­მოებას უზრუნველყოფს მისი საქმიანობის უზრუნველმყოფი სამინის­ტ­როს სტრუქტურული ქვედანაყოფი, სამინისტროს მმართველობის სფე­როში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.“.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება.

 

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე