„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 518
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.018138
518
27/08/2014
ვებგვერდი, 29/08/2014
010240030.10.003.018138
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №518

2014 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების  დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010240030.10.003.017555) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 3

1. სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:

ა) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებ­რივი ექსპერტიზა;

ბ) სახელმწიფო ვალის აღებასთან, კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, აგრეთვე, იმ ად­მინისტრაციული ხელშეკრულებების (გარდა ადმინისტრაციული ხასია­თის საგრანტო ხელშეკრულებებისა) სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელთა ღირებულება აღემატება მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვა­ლისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;

გ) საწარმოთა  მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკ­რულებათა  პროექტების  სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კა­ნონ­მდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უც­ხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;

დ) საქართველოს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებების, სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, აგრეთვე, საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, შეჩერებისა და შეწყვეტის შესაძლო სამართლებრივი შედეგების შეფასება;

ე) სახელმწიფო ვალის აღების და კრედიტებზე სახელმწიფო გარან­ტიების გაცემის შესახებ ხელშეკრულებათა, აგრეთვე, საერთაშორისო საგ­რანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტუ­რე­ბა (იურიდიული დასაბუთება);

ვ) არბიტრაჟებში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველ­ყოფის კოორდინაცია;

ზ) ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის ფარგ­ლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდე­ბულებათა შესრულების უზრუნველყოფა;

თ) საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონ­მ­დებლობის ჰარმონიზაცია;

ი) გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში,  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო ორგანოებში სახელმწიფოს წარმომადგენლის ფუნქციის შესრულება, ამ სფეროში სახელმწიფო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია;

კ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგა­ნიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავე­ბა და წარმართვა; საზღვარგარეთის ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობა, კანონით დადგენილი წესით;

ლ) საზღვარგარეთის ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების სა­მართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობის შესრულება, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წე­სით პირთა გადაცემისა და ექსტრადიციის საკითხების გადაწყვეტა;

მ) კანონით დადგენილ ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულე­ბათა და შეთანხმებათა შესრულების უზრუნველყოფა;

ნ) უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობისათვის გასატარებელი სამართლებრივი ღონისძიებების შესრულება და/ან შესრულების კოორდინაცია;

ო) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებაში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი დაახლოებისათვის/ჰარმონიზაციისათვის აუცილებელი ზომების განხორციელება;

პ) უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება და/ან შესრულების კოორდინაცია;

ჟ) კანონმდებლობის შესაბამისად, ნოტარიატის საქმიანობის სახელ­მწიფო რეგულირება;

რ) უფლებამოსილების ფარგლებში, სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრისათვის წინადადებების მომზადება;

ს) უფლებამოსილების ფარგლებში, გამოძიების ჩატარება;

ტ) უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატი­ულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;

უ) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცა­ნე­ბი.

2. სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს, რომლებსაც იგი ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით, განეკუთვნება:

ა) ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და სახელმწიფო რეგისტრაცია; ნორმატიული აქტების ოფიციალური გამოქვეყნება;

ბ) სამართლებრივი ინფორმატიზაციისა და იურიდიული განათ­ლების საკითხთა გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება;

გ) სანოტარო საქმიანობა - სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში, პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება;

დ) კანონით განსაზღვრული სახელმწიფო და სხვა რეესტრების  წარ­მოება;

ე) უძრავი ქონების ერთიანი საკადასტრო მონაცემების შექმნა და გეოდეზიურ-კარტოგრაფიული საქმიანობის წარმოება;

ვ) მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;

ზ) საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირთა აღრიცხვისა და მათზე დოკუმენტების გაცემის მოწესრიგებული სისტემის შექმნა და შეუფერხებელი ფუნქციონირება, ასევე, შესაბამის მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების ხელშეწყობა კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში;

ი) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა, კანონით გათვალისწინებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა და ამ სფეროებში კანონმდებ­ლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება;

კ) უცხო სახელმწიფოში გა­საგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლეგალიზაცია ან აპოს­ტილით დამოწმება;

ლ) სახელმწიფო საარქივო საქმიანობის განხორციელება;

მ) სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული სხვა აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;

ნ) კერძო აღმასრულებლების რეგისტრაცია, კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და კანონით დადგენილი წესით, ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;

ო) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) განვითარების ხელშეწყობისა და კოორდინაციისათვის შესაბამისი სტანდარტების შე­მუშავება და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ინფორმაციული უსაფრთხოების სახელწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა;

პ) მომხმარებელთათვის მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება სამინისტროს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;

ჟ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალი­ფი­კაციის ამაღლების უზრუნველყოფა;

რ) უფლებამოსილების ფარგლებში, დანაშაულის პრევენცია, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ამ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

ს) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცა­ნე­ბი.

 

მუხლი 4

1. სამინისტროს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნორმატიული აქტების პრო­ექტების მომზადება;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

გ) უფლებამოსილების ფარგლებში, ქართული სამართლის საერ­თა­შორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან დაახ­ლოებისა და ჰარმონიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაცია;

დ) ევროკავშირის სამართლის, მათ შორის, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესწავლა და ანალიზი; ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებაში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი დაახლოებისათვის/ჰარმონიზაციისათვის აუცილებელი ზომების განხორციელება - ევროკავშირის სამართლის წყაროებთან (რეგულაციები, დირექტივები, გადაწყვეტილებები) ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტის მომზადება; 

ე) უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოსათვის უცხო­ეთის სახელმწიფოთა მიერ გაწეული სამართლებრივი დახმარების კოორ­დინაცია და ორგანიზება;

ვ) სახელმწიფო ვალის აღებასა და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა, მათ შორის,  საერთაშორისო  ხელშეკრულებათა, სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნის გაცემა ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის თაობაზე;

 ზ)  საქართველოს მიერ დასადები საერთაშორისო  ხელშეკრულებების, მათ შორის, საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, აგრეთვე, საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, შეჩერებისა და შეწყვეტის შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ დასკვნის მომზადება;

თ) სასესხო და სხვა ხასიათის  იმ ადმინისტრაციულ ხელშეკ­რულებათა პროექტების (გარდა ადმინისტრაციული ხასიათის საგრანტო ხელშეკრულებათა პროექტებისა) სამართლებრივი ექსპერტიზა საქართ­ვე­ლოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელთა ღირებულება აღემატება მილიონ ლარს ან/და რომლებიც ით­ვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;

ი) საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წი­ლის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკ­რულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უც­ხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;

კ) სახელმწიფო ვალის აღებასა და კრედიტებზე სახელმწიფო გა­რანტიების გაცემასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა, აგრეთვე, სა­ერ­თაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესრულე­ბის დადასტურება (იურიდიული დასაბუთება) და შესაბამისი დასკვნის გაცემა;

ლ) კანონით  გათვალისწინებულ  შემთხვევებში, სასამართლოში აღ­მას­რულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობის უზ­რუნველყოფა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარ­მოე­ბის წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღე­მატება 500 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალ­საზრისით, განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება;

მ) არბიტრაჟებში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველ­ყოფის კოორდინაცია;

ნ) ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის  კონფერენციის ფარგ­ლებში, მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდე­ბულებათა შესრულების უზრუნველყოფა;

ო) სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადება, დადება და მათი შესრულების ორგა­ნი­ზება;

პ) საზღვარგარეთის ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების სა­მართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობის შესრულება, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წე­სით პირთა გადაცემისა და ექსტრადიციის საკითხების გადაწყვეტა;

ჟ) გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში,  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალის, საქმეების, დოკუმენტაციის გამოთხოვა, გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება,  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსრულების მიზნით, წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

რ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამ­შრომლობის კოორდინაცია;

ს) უწყებათაშორისი  კომისიების, რომელთაც თავმჯდომარეობს იუსტიციის მინისტრი, სამდივნოს ფუნქციის შესრულება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ტ) ნოტარიუსებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ზედამხედ­ველობა;

უ) ნოტარიატის სფეროში მინისტრის (სამინისტროს) კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნ­ველყოფა; ნოტარიატთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;

ფ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის განხილვა, აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილი წე­სით, კონტროლის განხორციელება საქართველოს ნოტარიუსთა პალა­ტის მიერ კანონმდებლობის შესრულებაზე;

ქ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საშტატო ნუსხის დამტკიცება და საქმიანობის გეგმების შემუშავება, მათთვის საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემის უზრუნველყოფა;

ღ) სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი სა­ხელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამარ­თ­ლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;

ყ) უფლებამოსილების ფარგლებში, სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრისათვის წინადადებების მომზადება;

შ) უფლებამოსილების ფარგლებში, გამოძიების ჩატარება;

ჩ) უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატი­ულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;

ც) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება­მო­სილებების განხორციელება.

2. სამინისტროს უფლებამოსილებებს, რომლებსაც იგი ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით, განეკუთვნება:

ა) ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და საკონტროლო მდგო­მარეობაში მოყვანა; ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;

ბ) ნორმატიული აქტების ოფიციალური გამოქვეყნება; ნორ­მა­ტიული აქტების ოფიციალური ტექსტებისა და იურიდიული ლი­ტე­რატურის ბეჭდური სახით გამოცემა;

გ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის პროგრამების განვითარება; ერ­თიანი სისტემის ფორმირების უზრუნველყოფა; კანონმდებლობის ერთი­ანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემის განვითარება და სრულყოფა;

დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) განვითარების ხელშეწყობისა და კოორდინაციისათვის შესაბამისი სტანდარტების შე­მუშავება და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, ინფორმაციული უსაფრთხოების სახელწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა;

ე) სანოტარო საქმიანობა - სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში, პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება;

ვ) საჯარო რეესტრის - უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების, აგრეთვე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა (პარტიებისა)  და მუნიციპალიტეტების რეესტრის ფორმირება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ზ) უძრავი ქონების ერთიანი საკადასტრო მონაცემების შექმნა და გეოდეზიურ-კარტოგრაფიული საქმიანობის წარმოება;

თ) პირის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის, მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვე­ტის საკითხთა განხილვა;

ი) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა; ბინადრობის ნებართვისა და ემიგრაციის ნებართვის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა; 

კ) სამოქალაქო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;

ლ) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არქმონე პირთათვის და უცხოელთათვის კანონით გათვალისწინებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა, ამ სფეროებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმია­ნობის განხორციელება და კანონმდებლობის შესრულების ზედამხედვე­ლობა;

მ) ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების ხელშეწყობა, კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში;

ნ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა, უფლებამოსილების ფარგლებში, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა;

ო) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება;

პ) უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული  დოკუმენტების, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება;

ჟ) სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და კანონის შესაბამისად აღსრულებას დაქვემდებარებული სხვა აქტების აღსრულების განხორციე­ლება;

რ) კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმო­ების უზრუნველყოფა; კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და კანონით დადგენილი წესით, ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;

ს) ეროვნული საარქივო ფონდის შექმნა, შევსება, აღწერა და ცენტრალიზებული აღრიცხვა;

ტ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვა, კონსერვა­ცია და რესტავრაცია;

უ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კანონით დადგენილ ფარგლებში;

ფ) უფლებამოსილების ფარგლებში, დანაშაულის პრევენცია, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ამ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

ქ) მომხმარებელთათვის მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება სამინისტროს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;

ღ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალი­ფი­კაციის ამაღლების უზრუნველყოფა;

ყ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება­მო­სილებების განხორციელება.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) მთავარი პროკურორის წარდგინებით, განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიულ საგამოძიებო ქვემდებარეობას;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პასუხისმგებელია  სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყო­ფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სა­მართლის იურიდიული პირების მიერ კანონმდებლობის შესრულებაზე;“;  

გ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) განსაზღვრავს სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკას;“;

დ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს;“;

ე) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტები:

„ვ1) წყვეტს სამინისტროს მოსამსახურეების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საკითხებს;

2) წყვეტს სამინისტროს მოსამსახურეების, აგრეთვე, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისთვის დანამატის დაწესებისა და მათი პრემირების საკითხებს, წერილობით ითანხმებს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომელთა პრემირების საკითხებს;“;

ვ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) იღებს გადაწყვეტილებას ნოტარიუსების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების თაობაზე და კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს მათი საქმიანობის ზედამხედველობას;“;

ზ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტისა და  საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში, გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს ­ ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;“;

თ) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი:

„რ1) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთათვის უწყებრივი ჯილდოს გაცემის წესს, აჯილდოებს უწყებრივი ჯილდოთი სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ თანამშრომლებს;“;

კ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სა­მი­ნისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იუ­რი­დი­ული პირების დებულებებს, ადგენს მათი საქმის­წარმოების წესს;“;

ლ) „ჩ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ1“ ქვეპუნქტი:

„ჩ1) უშუალოდ ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს გენერალური ინსპექციის საქმიანობაზე;“.

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

4. მე-10 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) დანაშაულის პრევენციის ცენტრი.“.

5. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი;“.

6. მე-13 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) სამინისტროს დეპარტამენტებს, აგრეთვე, სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) სამინისტროს საქმიანობის პროტო­კოლური უზრუნველყოფა;“;

გ)  „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამინისტროში, აგრეთვე, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ‑ „სმართ ლოჯიქსა“ (SMART LOGIC) და  დანაშაულის  პრევენციის  ცენტრში დოკუმენტბრუნვის (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) მოწესრიგება;

ე) სამინისტროს, აგრეთვე, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პი­რების ‑ „სმართ ლოჯიქისა“ (SMART LOGIC) და დანაშაულის პრევენციის ცენტრის მუშაობის ეფექტიანობის ამაღ­ლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება;“.

7. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 16

საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება და/ან შესრულების კოორდინაცია, გარდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული, აგრეთვე, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული სხვა ვალდებულებებისა;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესრულება და/ან შესრულების კოორდინაცია;

გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება და/ან შესრულების კოორდინაცია;

დ) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების ზოგადი კოორდინაცია;

ე) საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა;

ვ) საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან, გარდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა, საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა, ამ მიზნით, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და თანამშრომლობა ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფოთა შესაბამის უწყებებთან;

ზ) გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენლის ფუნქციის შესრულება;

თ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა, მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაცია;

ი) წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან სამინისტროს თანამშრომლობის კოორდინაცია;

კ) ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და/ან კოორდინაცია;

ლ) შესაბამისი  ნორმატიული აქტებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, თემატური უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოების/კომისიების სამდივნოს ფუნქციების შესრულება.“.

8. მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:

მუხლი 161

ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საპროგრამო დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების (ასოცირების დღის წესრიგი, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ევროკავშირის სამართალთან დაახლოების/ჰარმონიზაციის სამინისტროს გეგმა) შესრულების მიზნით;

ბ) ევროკავშირის სამართლის, მათ შორის, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესწავლა და ანალიზი;

გ) ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების/ჰარმონიზაციის მეთოდიკისა და ზოგადი პრინციპების შემუშავება;

დ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა;

ე)  ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების საფუძველზე შექმნილ ორგანოში - ასოცირების საბჭოში სამინისტროს წარმომადგენლის სამდივნოს ფუნქციების განხორციელება;

ვ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებაში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი დაახლოებისათვის/ჰარმონიზაციისათვის აუცილებელი ზომების განხორციელება, კერძოდ კი, ევროკავშირის სამართლის წყაროებთან  (რეგულაციები, დირექტივები, გადაწყვეტილებები) ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში, ნორმატიულ აქტებში ცვლილების ან ახალი ნორმატიული აქტის პროექტის მომზადების მიზნით, სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტისათვის წინადადებით მიმართვა;

ზ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ევროკავშირის რეგულაციებთან, გადაწყვეტილებებსა და დირექტივებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების და თანმდევი დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა.“. 

9. მე-17 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, შეჩერებისა და შეწყვეტის თა­ო­ბაზე წინადადებების შემუშავება, საქართველოს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებების, სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნის მომზადება საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის, აგრეთვე, მათი სავალდებულოდ აღიარების, მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების სამართლებრივი შედეგების შესახებ;“.

10. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18

სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ბ) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და სამინისტროს საპარლამენტო მდივ­ნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა;

გ) „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში არსებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების და სხვა დოკუმენტების განხილვა საქართველოს კონსტიტუციასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და დეპარტამენტის უფლებამოსილებების ფარგლებში, სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მათ შესახებ სამინისტროს პოზიციის მომზადება;

დ) სამინისტროში მომზადებული, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხების ინიციირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ე) სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებ­ლობისა და პერსპექტივების შესწავლა, სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სამართალშემოქმედებითი საქმიანობის პროცესში საჭირო კვლევების განხორციელება;

ვ) ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის შესწავლა; სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადა­დებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება;

ზ) საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სამინისტროს ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება;

თ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის მიერ სამინისტროსათვის განსაზღვრული საკანონმდებლო დავალებების შესრულების მიზნით, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;

ი) მინისტრის სათათბირო ორგანოს - კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ადმინისტ­რი­რება, ორგანიზაციული და ანალიტიკური მხარდაჭერა, კერძო სამარ­თ­ლის რეფორმის პროცესში ჩართული მხარეების საქმიანობის კოორდინაცია;

კ) მინისტრის მიერ გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქ­ტების პროექტების მომზადება, სამინისტროს სისტემაში შემა­ვალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტე­ბის განხილვა, საჭიროების შემთხვევაში, მათში შესწორებების შეტანა და, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათი შემდგომი მსვლელობის უზრუნველყოფა;

ლ) კანონმდებლობით სავალდებულო ექსპერტიზას დაქვემდებარებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, დეპარტამენტში შემოსული სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შესა­ბამისობის დადგენა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან;

მ) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებ­რივი აქტების პროექტების ვიზირება;

ნ) მოქალაქეებისა და ორგანიზაცია-დაწესებულებების საკანონმდებლო წინადადებების განხილვა.“.

11. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 20

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების ეფექტიანად  მართვის  მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;

ბ) სამინისტროს  მოსამსახურეთა, დადგენილი წესის შესაბამისად, დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების,  დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;

გ) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და შენახვა;

დ) ადამიანური რესურსების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება;

ე) სამინისტროს სისტემაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისი უნარ-ჩვევების, ცოდნის და გამოცდილების მქონე ადამიანთა მოზიდვის, შერჩევისა და სამუშაოზე მიღების ორგანიზება;

ვ) სამინისტროში სტაჟიორების შერჩევის, მიღების და მათ მიერ სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა;

ზ) ახალი თანამშრომლის სამუშაო გარემოში ადაპტირების ხელშეწყობა;

თ) სამინისტროს შინაგანაწესის და მასში ცვლილების პროექტების შემუშავება;

ი) სამინისტროს  მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

კ) თანამშრომელთა პროფესიული და კარიერული განვითარების, შეფასების, დაწინაურების, მატერიალური და არამატერიალური წახალისების, აგრეთვე,  სხვა პროცედურების და სისტემების შემუშავება, დანერგვა და დახვეწა;

ლ) პერსონალის მოტივირების, შრომითი კმაყოფილების ზრდისა და ორგანიზაციული ერთგულების გაღრმავების მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება, ღონისძიებების ორგანიზება;

მ) სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება;

ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.“.

12. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის კოორდინაცია, არსებული ინფრასტრუქტურის შენახვა-შენარჩუნების უზრუნველყოფა.“.

13. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოძიების ჩატარება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურის, ასევე, კერძო აღმასრულებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-­ე, 333-­ე, 335-­ე, 337-­ე–342-­ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში;“.

14. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 23

პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;

ბ) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრების, სემინარების და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით;  სამინისტროს საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;

გ) ფოტო-­ და ვიდეო­კადრების არქივის შექმნის უზრუნველყოფა;  სამინისტროს  საქმიანობის ამსახველი საგამომცემლო მასალის მომზადება;

დ)  სამინისტროს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების  შესახებ, აგრეთვე, საზოგადოების მართლშეგნების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;

ე) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა;

ვ) სამინისტროს   სამარკეტინგო   სტრატეგიის   შემუშავება,   დანერგვა,   განახლება   და  მისი  შესრულების კონტროლი;

ზ)  სხვადასხვა  სახელმწიფო  დაწესებულებასთან,  საჯარო  და კერძო  სამართლის  იურიდიულ  პირებსა  და არასამთავრობო  ორგანიზაციებთან,  თავისი კომპეტენციის  ფარგლებში,  სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე ძალაშია „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტები და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი. 
მუხლი 3
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი და ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი